მწუხარება და სიამაყე
უწმინდესის გარდაცვალებამ, გადანაცვლებამ მიწიერი საქართველოდან სულიერ საქართველოში, ცხადყო და შადრევანივით ამოაფრქვია ქართველ ერში მინელებული, მართლმადიდებლური რწმენის მადლი და რაობა, მწუხარებასთან ერთად, გააზრებულად ვგრძნობ განუზომელ ბედნიერებას, რომ ის ერი უკვდავია, რომელიც ასე განიცდის სულიერი მოძღვრისა და მამამთავრის გარდაცვალებას. თითოეული ქართველი მიყვარს, რომელიც ამჟამად მწუხარების განცდაშია და პატივს მიაგებს პატრიარქს. ეს არის ღმერთის რჩეულობა, მასში სიყვარულით გაერთიანება და განსაკუთრებული ბედისწერა და წვლილი გვერგო, რაკი ამ ეპოქის მომსწრენი და მონაწილენი ვართ. სიტყვები არ მყოფნის, არასოდეს მიგრძვნია მწუხარება და სიხარული ერთდროულად. ჩვენ გადავრჩებით, როგორც ერი და ქრისტეს მორწმუნენი, ამის მაგალითი იყო და იქნება ისეთი სასულიერო წინამძღოლი, როგორიც ილია მეორეა... ვადიდოთ უფალი და გვიყვარდეს ერთმანეთი ისე, როგორი დღეს დიდ მწუხარებაში გვეწილადა...
მერაბ შათირიშვილი

