ქაღალდის იმპერიიდან დანახული მუყაოს ვეფხვი
ქაღალდის ვეფხვი ნატო
სხვისი ჭირი _ ღობეს ჩხირი მჭირს. შესაბამისად, მხიარული განწყობა მაქვს.
ტრამპმა თქვა, რომ ნატო-დან აშშ-ის გასვლის საკითხს სერიოზულად განიხილავს და ამას სულაც არ ამბობს რიტორიკულად.
რა ჯანდაბად მინდა ისეთი ნატო, როცა მას სჭირდება, აშშ მხარში უნდა ედგეს და, აშშ-ს რომ სჭირდება, „ნი ვიჟუ“ გაგვიკეთოსო. ეგ თქვენი ნატო ქაღალდის ვეფხვია და ეს პუტინმაც კარგად იცისო. და სულაც, ახლა ეს ირანთან ომი ნატო-ს გამოცდა იყო და აჰა, ვერ ჩააბარა, მე კიდე ოროსნები არ მიყვარან, ჰოდა, ერთი მაგათი ჭკუაც ვატირე, გაჰყვნენ „რუსსკი კარაბლის“ გზას, არაფერში მჭირდებიან, მხოლოდ ზარალი მოაქვთ მაგ მუქთამჭამელებსო.
ის დროა, „შიგნატოელებმა“ გაიხარონ საქართველოში! აშშ რომ გამოვა ნატო-დან, ნატო-ს ასპირანტები ხომ ვართ და თან მაპ-ზე მაგარი და რაღაც დიდიც ხომ გვეჭირა და შეგვრჩა ხელში. ჰოდა, შევცვივდეთ აშშ-ის გამოთავისუფლებულ ადგილზე და გავიჯგიმოთ _ სავარძელი თუ არა, ჯორკო მაინც ხომ ექნებათ. ჩამოვჯდეთ იმ ჯორკოზე და ღრმად მოვქაჩოთ გალის საეჭვო თუთუნით დატენილი ყალიონი.
დედააა, რო დაგვინახავს უკრაინა, ნატო-ში აშშ-ის ნაცვლად ჩვენ რომ ვიქნებით გაჯგიმულები, წამოუვა ზელენსკის ცინგლები. მაინც სულ ცხვირზე უკიდია ხელი, ჩვენი ბედოვლათისა არ იყოს და, აზრიანად მაინც მოიკიდებს.
ნატო-ში ჩვენს წარმომადგენლად აკია ბარბაქაძე უნდა დავსვათ. აკიამ ისეთი მკითხაობა იცის რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობაზე, სუვოროვი იქიდან აქეთ გაბმით მოთქვამს.
აშშ-ის მიერ მიტოვებულ ობლად დარჩენილ ნატო-ში ისეთი ამბავი იქნება ატეხილი, იენს სტოლტენბერგი დილიდან ღამემდე წრეზე ივლის ყველანაირ ეკლესიაში და ერთდროულად გადაუხდის ლუდით გამომტყვრალი მადლობას ყველა პასტორს, აბატს და თვით კედლებსაც ლუთერანულ ეკლესიაშიც, ანგლიკანურშიც, კათოლიკურშიც, პროტესტანტულშიც და გზად რაც შეხვდება, ყველაში იმისთვის, რომ მის დროს არ დატოვა აშშ-მა ნატო.
კაცი იმედით ცოცხლობსო, მაგრამ ევროპა ვეღარ ცოცხლობს ტრამპის ამერიკით!
ეს ტრამპიც კიდე, რა შეუგნებელი ვინმეა _ მთელ ევროპაში არიან მოდებულები ირანელები და ტერაქტები ვის უნდა? ჰოდა, ევროპამ ბრანწი უჩვენა ამერიკულ სამხედრო ავიაციას _ სადაც გინდა, იქ დაჯექი და, რამდენიც გინდა, ისხი საწვავი, ჩვენ თავი დაგვანებე, სანამ ირანში რაკეტებით გლახაობას არ მორჩებიო.
უიი, ახლა თქვენ გიტირებთ ყოფას, თქვე მეორადი ქაღალდისგან გაკეთებულებოო, გადაირია ტრამპი და ფიქრობს, რანაირად დააწყვიტოს ნერვები აშშ-ზე ჩამოკიდებულ ევროპელ ნატოელებს.
ჰოდა, შეხვდა რუტეს დახურულ კარსმიღმა და ორივემ ისეთი კომენტარი გამოაცხო, რომ აშკარად დედის წინსაფარი დაახურა ტრამპმა რუტესაც და ნატო-საც. „როცა გვჭირდებოდა, ნატო გვერდში არ დაგვიდგა. კიდევ ერთხელ რომ დაგვჭირდეს, მაინც არ დაგვიდგება გვერდში. გაიხსენეთ გრენლანდია - დიდი, ცუდად მართვადი ყინულის ნაჭერი!“, - დაწერა ტრამპმა. რუტემ კი, „საუბარი იყო ძალიან გულწრფელი და ღიაო“, მაგრამ აღიარა, რომ ტრამპი „აშკარად იმედგაცრუებულია“ ალიანსით. ტრამპი ღიად და გულწრფელად აგინებდა დედის არღანს, რა პრობლემა აქვს...
ისინიც კაი ტიპები არიან, ტიპური ყოყლოჩინა ყვინჩილები _ თვითონვე ხომ კარგად იციან, რომ სამხედრო თვალსაზრისით, ევროპა აშშ-ის გარეშე ერთი დიდი საქათმეა. იცის ეს ამბავი წუპაკმა მელამაც!
სი ძინპინი მზეს წელავს თვალებში და ევროპის გაწელვა რა პრობლემაა მისთვის, ტრუსიკის ჩინური რეზინივით წელავს და მოაბოშა კიდეც. ამფსონი ჰყავს და, რუსული დათვი კი არა, მელათა მელაა, ისიც მოწკურული თვალებით დასუნსულებს, ვითომ ევროპული ქათმის ხორცი ჯერაც არ უგემია...
ტრამპი და მისი „შაიკა“ აწონ-დაწონიან და გადაწყვეტენ: მოდი, ამ კარდონუკებს (კარდონი _ მუყაო) ბნედა დავცეთ, ოფიციალურად არ გამოვიდეთ ნატო-დან, მხოლოდ ჩავჩოჩდეთ და დავიკიდოთ, აღარც ვიუფროსოთ და აღარც უსაფრთხოების გარანტად დადგეთ, დასცხებს რუსეთი რომელიმეს და ჩვენ სუფთა სინდისით წამოვაყვედროთ, ირანთან ომის დროს რომ დაგვადეთ, კარგი იყოო?
ვოვასაც გაუხარდება, იტყვის, ამერიკა ჩემი მეგობარი ყოფილა, რას ვერჩიო? _ გავაჩაღებთ ვაჭრობას ერთმანეთში იაფად, ევროპას კი გავატყავებთ კუდის რიკამდეო. აშშ-ს სამართლებრივი ბარიერების გამო მაიმუნობა ეზარება და ასე ურჩევნია. ეღრიტინოს კონგრესს და სენატის 2/3-ს, ე ბიჯო, დამიჭირეთ მხარიო? რა ძალა ადგია, არაპირდაპირი გზა და მისი ჯანი!
„კოლექტიური თავდაცვის მუხლისა აღარაფერი მწამს“, _ იტყვის ტრამპი ძია და ალიანსი ჩაისველებს, აშშ კი პამპერსებს მიჰყიდის.
ნატო-ს მთავარი სამხედრო ძალა არის აშშ, ჰოდა, გრენლანდიის გამო გაბუტული ტრამპი კიდევ უფრო გაიბუტება. რა პრობლემაა, მისი ნებაა, ერთი ხელის მოსმით შეუძლია ჯარების შემცირება ევროპაში; ფინანსური მხარდაჭერის შემცირებაც და სამხედრო რესურსებისაც, ეს კი მნიშვნელოვნად დაასუსტებს ევროპის უსაფრთხოებას.
მშენებელი ეძახე და, რეალურად, ტრამპი ვაჭარი კაცია. შესაბამისად, იღლიაში სასწორი აქვს ამოდებული, ყველაფერს მოგების კუთხით წონის _ ვინც მეტს გადაიხდის, ის მიიღებს აშშ-ის დაცვას, ამით კი ალიანსის წევრებს შორის ნდობას და ერთიანობას ანადგურებს. ტარანი როგორ არის მათებურად, არ ვიცი, მაგრამ ტრამპმა ნამდვილად იცის, სულ რომ პინგვინი ერქვას ტარანს, მაინც თვლითაა.
ისე, ვისგან უნდა დაიცვას აშშ-მა ევროპის ცალკეული ქვეყნები ან სულაც ევროპა, იმ რუსეთისგან ხომ არა, პუტინი რომ კარგი ბიჭია და ტრამპს რატომღაც იმთავითვე მოსწონს? და რატომ ჰგონია ევროპას, რომ რუსეთი თავს უნდა დაესხას, ქურდს ქუდი ეწვის?
ვის ქუდი ეწვის, ვის _ ქვეყანა და ძაღლიც პატრონს ვეღარ ცნობს. ჰოდა, რუსეთს ჯერ ისედაც ფეხებზე ეკიდა ევროპულ-ამერიკული სიაფანდი ზეწოლები და, უფრო ნეტარებით გაივაკებს, მომღიმარი სი კი კვლავ მომღიმარი იქნება. რატომაც არა, იმას ტაივანი აქვს საფიქრალი და ძალიანაც მოსწონს აშშ-ის ცურიდან ნატო-ს მოწყვეტა.
ტრამპის თქმისა არ იყოს, ხომ გამოჩნდა, რა ქაღალდის ვეფხვი ყოფილა ნატო და, ახლა, მთლად უამერიკოდ, ვეფხვიც აღარ იქნება, მხოლოდ ქაღალდი დარჩება, ქაღალდს კი სხვა დანიშნულება აქვს ევროჩეჩმაში _ რისი შემაკავებელი იქნება ცვედანი ნატო?
ჰოდა, იმ დომხალში ისე გაივაკებს ჩვენი აკია, რომ, რაც უკრაინას არ მისცეს ევროკრიჟანებმა, იმ მთელ შეიარაღებას ჩვენ გადმოგვცემენ, მოგვწყინდა ომი, მშვიდობა გვინდა, აწი თქვენ ეომეთ გინდათ რუსეთს, გინდათ _ უკრაინას და გინდათ თქვენს ისტორიულ მტრებს, ერთი, თურქეთი მანდვე გყავთ ყურის ძირში და მეორე – ტბის გადაღმაო.
აკია დიდი სამხედრო სტრატეგია, მაგრამ საგონებელში წავა, ნეტავ, რომელ ტბაზეა საუბარი, კუს ტბაზე თუ ლისის ტბაზეო. რომელიმე ევროპელი გენერალი აუხსნის, ამათ შეეშალათ, სომხეთის ზღვა უნდა ეთქვათო და რუკაზე ადრიატიკის ზღვაზე მიუთითებს. აკია დაეჭვდება და, აბა, ჰორმუზის სრუტე სადღააო, იკითხავს. ევროპელი გენერალი დამცინავად შეხედავს და გიბრალტარის სრუტეზე დაუდებს თითს, ეს კი ავღანეთიაო და ალჟირს შემოხაზავს.
ამასობაში ვიღაც აზრზე მოვა აკიას აქტიურობიდან გამომდინარე და იკითხავს, ეს ვინღა ჩვენი ფეხებიაო? აკია მხედრული სალამით გაიჭიმება და იტყვის, მე იქიდან ვარ, ასპირანტებს მაპზე დიდი და უკეთესი რომ მოგვეცით და, ტრამპმა გვითხრა, სანამ მე მოვალ ახალ ნატო-ში, მანდ იჯექით, ფეხი არ მოიცვალოთო, ჰოდა, აჰა, ვზივარო. ისინი იფიქრებენ, ცარიელი ჯორკოს ყურებას, ეს მაინც იჯდეს ფასონადო და ასე დავმკვიდრდებით სამარადისოდ ნატო-ში. სანაცვლოდ, ნატო ისეთ დიდ ქოლგას მოგვცემს, რომ გაშლი და მის ქვეშ ორი სული ეტევა. ეგ ხარისხითაც კარგი ქოლგაა, ზღვაზეც გამოდგება, პლაჟზე. წამოწექი ნატო-ს ქოლგის ქვეშ და უჭვრიტინე ევროპელ „ნაშებს“. დიდი საჭვრიტინოები არ არიან, რადგან, რაც ლამაზი ქალი იყო, ინკვიზიციამ დახოცა კუდიანობაში ეჭვმიტანილობის გამო და ევროპელი ქალების სილამაზემაც ჩაახველა, მაგრამ მაინც.
ახლა ის გაგვიხდა ჩვენ და უკრაინას საფიქრალი, რა მიმართულებით უნდა გავეკიდოთ ნატო-ს „არ წახვიდე, ნატო დეიდას“ ძახილით ლიანდაგ-ლიანდაგ, როცა ნატო-ს სამხედრო ეშელონს აშშ ნამდვილად ისე ჩაეხსნება, როგორც ტრამპი და მე ვამბობთ, _ მერე რაღა ჩემ ფეხებს შევახტეთ? სდიე და იყავი ხელში მაპ-ზე უკეთესდაჭერილი და იხვიხვინე ნატო-ევროკავშირზე ატროვებული ულაყივით...
აკია ბარბაქაძის ლარივით სწორი ხერხემლით ისე მოიხიბლებიან ევროქალები, რომ ზედახორა დაუდგება, ჩვენთანაც წამობრძანდი, ბატონო, წიხლს ნუ გვიკრავ ევროკავშირზე, ჯორკოზე უკეთესზე დაგსვამთო. აკია გაუძალიანდება, ასე ვერ ვიზამ, ჩემამდე რიგში რამდენი ვინმეა, ბოლო-ბოლო, თურქეთი 30 წელია, რიგში დგას და ძალიან მეუხერხულება მეზობლის, რიგს ვერ დავარღვევო. აქედან ჩვენი „შიგევროპელები“ აუყვირდებიან, მიდი, ბიჯო, აკია, რას ინაზები, აკია ხარ თუ აკიას დაქერილი, რა მოგივიდა, თურქეთის დედაც ვატირეთ, შიგ ევროპაში ხარ და შედი ბარემო.
აკია ჩაფიქრდება, _ ნატო-ში კი შევვარდი და დავიკავე ჯორკოზე ამერიკის ადგილი, მაგრამ ამ ევროკავშირში იმდენ რიგში მდგომს რომ გადავახტე, მერე რაღა ვქნა _ ზელენსკი ორბანს დაემუქრა, ბიჭებს მოგიგზავნიო და, მე რას მიზამს, გამაბრტყელებენ მამისჯვარის ლავაშივითო.
ეტყვიან აკიას, ბიჯო, ნუ გეშინია, მიდი, ევროკავშირი ნატო-ში კრიზისის შემთხვევაში სარეზერვო ალიანსებს ამზადებს და უკრაინაც იქ არისო, მაგრამ ფეხს აითრევს დიდი სტრატეგი, ესენი აზრზე არ არიან არც სტრატეგიის და არც ტაქტიკისო და ხელით მოიჩრდილავს სამხრეთისკენ. ე ბიჯო, ჩრდილოეთისკენ გამოიხედე, საით იყურებიო, _ დასძახებენ სკანდინავიიდან. მაცადეთ, კაცო, სადაც უკრაინაა, იქ რა ჯანდაბა მინდა, თავი კი არ მომბეზრებია, გამეცალეთო, _ ამოასხამს აკიას.
უკრაინა სწრაფი რეაგირების ჯგუფის პარტნიორებს შორისაა, რომელიც ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებისთვის შეიქმნა და რომელსაც დიდი ბრიტანეთი ხელმძღვანელობსო; Nodrefco არის თავდაცვის თანამშრომლობა დანიას, ფინეთს, ისლანდიას, ნორვეგიასა და შვედეთს შორის, _ დასძახებენ მოძალადე შიგევროპელები, მაგრამ აკია წიხლს ისე უკრავს ყველას ყველაფერზე, რომ მძინარე ლოგინიდან გადმოვარდება.
აკიას კი ძილში დაესიზმრება ეს ყველაფერი, მაგრამ ცხადში რაც ხდება და მოხდება, ძილში ის ჩაჰყვება...
ქაღალდის იმპერია
ვიღაცამ სიტყვად თქვა, მაგრამ მე კი დამაფიქრა - ტრამპი არც ისეთი მასხარაა, როგორადაც თავს გვაჩვენებს, იქნებ, კარგად გათვლილი სცენარის კარგი შემსრულებელიაო? სცენარი დაუჯერებელია, მაგრამ დასაჯერებელი.
ტრამპის პუტინისადმი და პირუკუ სიმპათიების ამბავი ცნობილია, მხოლოდ ის არის უცნობი, ერთი ერთზე ისეთი რა იღიმილა ორმა გაქნილმა, რომ დაბადებიდან ანალიტიკოსები სოროებში არიან შემძვრალები და პოლიტანალიზის ნაცვლად, საკუთარ ანალიზებს დასდევენ, ნეტავ, რა მჭირს, რატომ ვეღარ ვაზროვნებ ჯეროვნადო. ეს კი არა და, ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევა რომ ბრალდებოდა პუტინს, რა საინტერესოდ სასაცილო ამბავია, - ამერიკის პრეზიდენტად სასურველი კანდიდატის დასმაში იყო ეჭვმიტანილი რუსეთი!
ისევ რუსეთს თუ მივაბამთ ტრამპს, აგერ ახლახან ითქვა რუსეთიდან (არ მახსოვს ვინაობა), მაგრამ საინფორმაციო საშუალებებმა რატომღაც არ აიტაცეს - ებრაელებს ჩვენ შევუქმენით ისრაელი და ჩვენვე გავუქრობთო.
აშშ-ის პროვოცირებითა და ირანის შესრულებით მსოფლიო ებრაული ლობისგან და ქვეყანა ისრაელისგან თავისუფლდება? აბა, ვერაფერი გავიგე, ვაშინგტონი ურტყამს თეირანს, თეირანი - თელ-ავივს და ახლომახლოში ვისაც მოისურვებს, არ აქვს გარშემო ასარჩევად ამერიკული ბაზები თუ რა?
ისრაელი 22 000 კვადრატული კილომეტრია, მეტი კი არა. უფრო ადვილი წარმოსადგენი რომ იყოს, საქართველო არის 69 000 კვ კილომეტრი, ანუ რამდენად პატარაა ისრაელი და ამდენი ბათქუნი? მართლა რომ გადაწყვიტოს ვინმემ, გააქრობს, აბა, რას იზამს, რა „ოქროს გუმბათი“ და დათბილული „ზამშის პლაში“...
სრულიად არ მიკვირს, რომ აშშ-ის ნაცვლად ისრაელისკენ იშვერენ ხელს და უკვე იმდენად, რომ აქამდე ჩუმად მყოფმა ერდოღანმაც კი ავისმომასწავებლად ამოიღო ხმა, ამ უკანონო ომის პირველი რიგის პასუხისმგებელი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონს აქცევს ცეცხლის ალად, არამედ მთელი კაცობრიობის მხრებსაც მძიმე ეკონომიკურ ტვირთად აწვება, კონფლიქტზე, ქაოსსა და კრიზისზე დამოკიდებული ისრაელის მთავრობააო.
ის ხაზი ძალაშია, რომ აშშ-ს არ უნდოდა, მაგრამ ებრაულმა ლობმა აიძულა ირანზე დარტყმაო. სხვათა შორის, ამის მოსმენისას არ გაოგნდები ადამიანი - შორიდან ისე ჩანს, რომ ტრამპს ომები არ ეხალისება, ვაჭრობა იზიდავს...
სხვა ვერსიით პირიქით არის, აშშ ნატო-დან გავა, ისრაელის სამხედრო მოკავშირეობა რომ შეეძლოს...
აშშ-ის ყოფილი სახმდივანი ამბობს, რომ ბუშს, ობამას და ბაიდენსაც ეძალავებოდა ნეთანიაჰუ ირანზე თავდასხმისთვის, მაგრამ სამივემ უარით გაისტუმრაო... ანგლოსაქსონური ორპირობა და სიდამპლე ხშირად სიონისტებზე უფრო შორს მიდის, ხომ ხედავთ, თავად როგორ ალაპარაკდნენ ცნობილი რესპუბლიკელები და დემოკრატებიც, ისრაელის მეხუთე კოლონა მართავს აშშ-სო? მალე ეგ ნარატივი სახელმწიფო პოლიტიკაში გადმოვა და სანაგვეზე მოისვრიან ისრაელს, ყველაფერს მას შეტენიან და ეპშტეინის მიერ დაშანტაჟებულ (ყოფილ) ელიტას... „საწყალი ამერიკა, რა უქნა ისრაელმა“... აგერ ნახეთ, მალე ეგრე თუ არ დააბზრიალონ. აქვე ახალგაზრდა ჯო ბაიდენის (სენატორი იყო იმ დროს) სიტყვებს გავიხსენებ 70-იანებიდან „ისრაელი რომ არ არსებობდეს, ამერიკას მისი გამოგონება მოუწევდა.“
ჩემი ვერსიით, თუ ტრამპი იდიოტობებს არ დაასრულებს ვენსის შეგონებით მაინც, აშშ-ს მამები ხომ დაუმჟავდა, დედა კი არც არასდროს ჰყოლია, მაგრამ მაინც ეტირება...
აქ მთავარი ის არის, რომ სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ნატო-ს წევრი ქვეყნები არანაირად არ ერევიან, კონკრეტულად აშშ არის „კეთილი“ აგრესორი კეთილი მიზნებით, ოღონდ, დამაჯერებელი მიზეზი არ ჩანს... მიზანიც კი არ არის გამოკვეთილი - ირანის ნავთობი და გაზი კარგია, მაგრამ არც მაგის გამო დაწყებულ ომს ჰგავს...
ულტრაკონსერვატიული ამერიკელი ჟურნალისტი მაიკლ სევიჯი: „მე რამდენიმე დღის წინ ვიწინასწარმეტყველე, თეირანი, სავარაუდოდ, დაიბომბებოდა თუ არა ბირთვული დაბომბვით. მე ვთქვი, რომ ეს ჩვენ არ ვიქნებით. ეს იქნება ცუდი ბიჭი - ისრაელი. აშშ ნამდვილად არ აპირებს ირანის სამიზნეზე ბირთვული დაბომბვის განხორციელებას. ისინი იყენებენ არაკეთილსინდისიერ სახელმწიფოს, - ეს ჩემს Twitter-ის გვერდზე დავწერე. ისრაელი ახლა პლანეტის ყველაზე საძულველი ერია.“
ისე, ამ ჩემს რუკას რომ დახედოთ, რას იტყვით, როგორი იქნებოდა აშშ-ის რეაქცია ასეთ შემთხვევაში? გენეტიკური მტრობა კი მაქვს ირანთან, მაგრამ არც აშშ არის ჩემი მამიდაშვილი. ჰოდა, საქართველოს ორი აგრესორიდან, ისტორიული წარსულიდან და აწმყოში, 35-წლიან თავზემჯდომარეს შორის რომელია მტყუანი, ჩემთვის ადვილი გასარჩევია - აშშ ტყუის ირანთან და არა მხოლოდ მასთან, - გააჭირა საქმე ამ მუქთახორა, მოძალადე და ხარბმა ამერიკამ!
ტრამპი ნატო-ს დასცინის, ქაღალდის ვეფხვი რომ ხარ, გამოჩნდაო და თვით ამერიკა რომ ქაღალდის იმპერიად წარმოდგა, ამას არ იმჩნევს, თორემ კი იცის, იმიტომაც გამოსტყორცნა ლოზუნგი, „კვლავ გავხადოთ ამერიკა ძლიერი!“
ვიქტორ ორბანის პარტიის მარცხსაც ჩვეულებრივ მოვლენად მივიჩნევდი, რომ არა ამ პროცესში ტრამპის უშედეგო მხარდაჭერა და აშშ-ირანის ასევე უშედეგო მოლაპარაკებები, რაც მთლიანობაში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მარცხია და სხვა არაფერი.
ევრაზიულმა ტრიადამ - ირანმა, ჩინეთმა და რუსეთმა, ამერიკულ ჰეგემონიას მეორე რაუნდიც აშკარა უპირატესობით მოუგო. სანამ ვაშინგტონი საკუთარ „ცრუ დემოკრატიულ“ გაგებაში იხრჩობა და ტრამპის იაფფასიანი პერფორმანსებით იძულებით ერთობა, აღმოსავლურმა პრაგმატიზმმა დასავლეთი მორიგ სტრატეგიულ ჩიხში მოამწყვდია და 2:0 დაიწერა ტაბლოზე.
ტრამპი გინებას რომ მორჩა, დედააფეთქებულო ნაბიჭვრებო, გახსენით ჰორმუზის სრუტეო და ალაჰი ადიდა, განრისხება ზეგანრისხებაში ისე გადაეზარდა, 7 აპრილის ვახშამი ბოლო ვახშმობა მეგონა - რა ვიცი, ახლოსაა საქართველოსთან ირანი და რადიაციით კვება არ მესახება, სოკო ხომ არ ვარ...
ისე, ეს ტრამპი რა მაგრად ალაოდ არის – რუსეთსა და ჩინეთს რომ ვერაფერს ეუბნება, ირანს უყვირა? - ირანი, ხომ ნახა, რომ სხვებივით ქვეშა&ვია ბავშვი არ არის, წაიტრიპაჩა ამერიკულმა ავიამზიდმა და ირანმა მიუდეპეშა, „სრული სვლით უკან!“ თორემ ნახევარ საათში თინუსებისა და ტიურბოს ქარავანი დაგძიძგნითო.
როდესაც მე არ მბომბავენ სხვის ნაცვლად ან სხვის გამო და მშვიდად მძინავს, ჩემთვის სახალისო განსასჯელია სხვათა სისულელეები.
აშშ: ჩვენ გავიმარჯვეთ, ირანი ვაიძულეთ, მიეღო ჩვენი პირობები!
ირანი: ჩვენ დავამარცხეთ აშშ, ვაიძულეთ, მიეღო ჩვენი პირობები!
მაშ ვინ დამარცხდა?
არაბული სამყარო!
თან ისე დამარცხდა, რომ ვერც მიხვდნენ, რა მოუვიდათ. რატომ სხედან ახლა და აქლემის ძვლისგან გაკეთებული კოჭებით მკითხაობენ, როგორ მოხვდნენ არასასურველ გაუგებრობაში, ალლაჰ, გვეომა მაინცო, - ისეთი გაოცებულები არიან, აქლემი რაკეტად ეჩვენებათ და რაკეტა აქლემად. ჯერ ხომ ის ვერ გაიგეს, ირანი აშშ-ში ვაშინგტონის ნაცვლად მათ ტერიტორიებს რატომ ბომბავდა და, მერე ის ვერ გაიგეს, ირანისგან დაბომბილებს ტრამპისთვის რატომ უნდა ეკოცნათ ტრ...ზე. რომელიღაც არაბი შეიხი კი გამოფხიზლდასავით და შეაფხიზლებს ალბათ, სხვებსაც _ აშშ არაფრისგან დამცავი არ ყოფილა, რას ჩაგვიდია მისი ბაზები გუგულის ბარტყებივით, დაახვიონ აქედანო...
ესენი გაუგებრობიდან გამოდიან, მაგრამ ჩრდილოეთ კორეა თვითონ არის ზესრული გაუგებრობა, ოღონდ, რამე ასროლინე და, საით ისვრის, არ აინტერესებს. არადა, როგორც მახსოვს, ბირთვული სახელმწიფოა. „გარდიანი“ რატომღაც გაკვირვებულია, ჩრდილოთ კორეამ მკაცრი გაფრთხილება გაავრცელა, თუ აშშ ირანის წინააღმდეგ გამანადგურებელ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისრაელს ავაორთქლებო. პატარა რომ ვიყავი, კორეული ზღაპრებიდან მხოლოდ ჟენ-შენის ფესვები მახსოვს, კანჩილი და ვეფხვი, მერე შეივსო კიმ ჩენ ინით და ესაა ჩემი კორეული წიაღსვლები, ეს კიდევ იმუქრება...
ამ საქმესთან კავშირში არ არის, მაგრამ წერტილოვან სიგიჟეებში ესღა აკლდა და გვერდს ვერ ავუვლიდი - მილიარდი დოლარი და თურქეთის ულამაზესი ქალი მოითხოვა უგანდის პრეზიდენტმა თუ მისმა ვაჟმა. არადა, დიპლომატიურ ურთიერთობებს გავწყვეტთ და თურქეთის ავიახაზების რეისებს ავკრძალავთო. ინტერესით ველი ულტიმატუმის 30 დღის დასრულებას...
არა რააა, ამათთან შედარებით ძია ტრამპი მაინც შედევრია! - რომის პაპს ეძგერა, დანაშაულის მიმართ სუსტია, საგარეო პოლიტიკაში კი საშინელი, ჰოდა, არ მინდა პაპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტს აკრიტიკებსო. ამერიკელი რომ არ ყოფილიყო, რომის პაპობას სიზმარშიც ვერ ნახავდა და, ეს რა უმადურობააო. ჰოდა, ლეომ, როგორც პაპმა, გონება უნდა მოიკრიბოს, აზრზე მოვიდეს და ხიდზე გავიდესო. ტრამპმა არ იცის ჩვენი დორეთე ყრუაშვილისა და პეტრე ცაავას არასასულიერო სულიერების ამქარიც რომ გვყავს, თორემ სამძიმრის დეპეშას გამოგვიგზავნიდა. ეტყობა, ტრამპმა იმდენად „განიცადა“ პაპის ამბავი, რომ ხელოვნური ინტელექტით საკუთარი ფანტაზია გადმოშალა და რაც შეაქმნევინა, კი ხედავთ.
თანამედროვე პოლიტფიგურები რომ რაღაც სხვანაირად უბერავენ, უკვე შევეჩვიე; ჩვენი ე. წ. ჟურნალისტები რომ იდიოტიზმთან ნაჯვარ მაგრად „მწიფედ“ უბერავენ, ამაზეც აღარ მაქვს რეაქცია, მაგრამ ასეთი წაქანთარება უცხოელ ჟურნალისტსაც თუ შეეძლო, რატომღაც არ მეგონა - NBC Newს-ის ჟურნალისტი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს აბას არაყჩის „ჩამჭრელი“ შეკითხვით, თავის გაგებაში, ჩიხში ამწყვდევდა, ალბათ: „რატომ ბომბავთ ამერიკულ ბაზებს?“ არაყჩის კინაღამ ენა გადაეყლაპა ასეთ იდიოტურ შეკითხვაზე, მაგრამ აღმოსავლური სიდინჯითა და ლაკონურობით მიუგო: „იმიტომ, რომ თქვენ ირანს ბომბავთ“.
ალო, ჩინეთი და რუსეთი, გხედავთ, სტუკ, სტუკ!
მოკლედ, ისრაელმა და აშშ-მა მოიგეს, ხოლო ირანმა - ამ ორს მოუგო. დომხალია, მაგრამ რაც არის, ეგ არის!
ნეტავ, ცოტათი მაინც არ რცხვენია აშშ-ს? ირანში რეჟიმის ცვლილება ვერ მოხდა, ვერც ირანის ბირთვული პროგრამაზე უარის თქმა და ყველაფერი ჰორმუზის სრუტის გახსნამდე დავიდა. ახლა ეძებს გამოსავალს, როგორმე ისე გამოძვრეს თავის მიერვე შექმნილი სიტუაციიდან, რომ ბოლომდე არ აეხეს სახე. შანსი ნულია, - უკვე ბრმაც კი ყურით ხედავს, რომ აშშ მუყაოს იმპერიაა...
ახლა ჰორმუზის სრუტის ვითომ ბლოკირება რომ წამოიწყეს, იმდენს იზამენ, ბოლოს „რაღაც“ შეისრუტავთ სრუტეში და ვენსის საძებარ უცხოპლანეტელებს დააბრალებენ-მეთქი, - ვთქვი და, თითქოს გაიგოო, გამოხტა მყისერად ტრამპი და - აშშ-ის ძალისხმევით ჰორმუზის სრუტე მუდმივად ღია იქნება, რადგან ასეა საჭირო გლობალური უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო ვაჭრობისთვისო.
რა უთხრა მარად მომღიმარმა სი ძინპინმა მარად ბობოქარ ტრამპს დასაოკებლად, მხოლოდ ჭორად ვიცი.
ფაქტი ის არის, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ხაზს უსვამს ჩინეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მნიშვნელობას და უპირატესობას ანიჭებს დიპლომატიურ მოლაპარაკებებს. თუმცა, „ტრიპაჩობა“ არ ავიწყდება - აშშ ინარჩუნებს უმაღლეს სამხედრო მზადყოფნას და საჭიროების შემთხვევაში, მზად არის ძალის გამოსაყენებლადო.
მესამე არ ჩანს, რადგან კრემლში ზის და იღიმება - Против лома нет приема-ო და დროდადრო ამატებს если нет другого лома-ო.
ეს ყველაფერი ხომ გავარკვიე და ახლა იმას ვარკვევ, ესაა ალბერტ პაიკის ნაწინასწარმეტყველები მესამე მსოფლიო ომი თუ ახალს უნდა ველოდოთ?
ალბერტ პაიკი ამერიკული მასონური ორგანიზაციის ლიდერი და მთავარი პოლიტიკური მოღვაწე იყო. მან თავისი პროგნოზები 1871 წელს გააკეთა წერილში, რომელიც სხვა მასონურ ლიდერს, ჯუზეპე მაძინის მისწერა. ამ წერილში მან აღწერა სამი ომი, ორი მათგანი უკვე მოხდა საოცარი სიზუსტით.
რა თქვა პაიკმა მესამე მსოფლიო ომზე?
ალბერტ პაიკის თქმით, პირველი მსოფლიო ომის მიზანი იქნებოდა მეფის რუსეთის დანგრევა და კონტროლის ქვეშ მისი აყვანა. მონარქია უნდა იქნას დასუსტებული და დამხობილი, ხოლო, რუსეთი უნდა გახდეს საშინელი მტერი მთელი მსოფლიოსთვის, რომლისაც ყველას შეეშინდება. ამრიგად, შესაძლებელი იქნება ადამიანების მანიპულირებაო.
მასონებს მეორე მსოფლიო ომი სჭირდებოდათ, რათა მსოფლიოში განხეთქილება შეექმნათ ფაშიზმისა და ისრაელის სახელმწიფოს შექმნის წყალობით. ამრიგად, გაჩნდება კომუნიზმის ფესვები მსოფლიოში, როგორც ქრისტიანობის მთავარი მტერისა. იმის გამო, რომ კომუნიზმი ხალხს შეაშინებს, ქრისტიანები გაერთიანდებიან და თვითონ ქრისტიანობა გაძლიერდებაო.
მესამე მსოფლიო ომი პროვოცირდება ქრისტიანებისა და მუსლიმების დაპირისპირების შემდეგ. ეს დაიწყება აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერსო.
ეს ომი საჭიროა იმისათვის, რომ საზოგადოება ეკონომიკურად და მორალურად დასუსტდეს. შემდეგ პლანეტაზე გაჩნდება ახალი მსოფლიო წესრიგი. ამ წესრიგის სათავეში იქნებიან მასონები და ისინი განაგებენ მსოფლიოს.
კონფლიქტის კერა გაჩნდება აღმოსავლეთში, დაიწყება დაპირისპირება მუსლიმებსა და ისრაელს შორის, ეს იქნება ომის დაწყების ნიშანიო.
მესამე მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს? თუ ასეა - კიდევ კარგი, რომ უიმედობა გამიცრუვდა ...
მაშინ, ასე ვიტყვი: რა ქაღალდის იმპერიაც აშშ აღმოჩნდა, იგივე აღმოჩნდა მესამე მსოფლიო ომიც, „დროშაც ვერ დაკიდენ...“
ზურა ოშხერელი

