წინასწარმეტყველება, რომელიც უნდა აღსრულდეს

წინასწარმეტყველება, რომელიც უნდა აღსრულდეს

ვოლფ მესინგის ზუსტი დიაგნოზი
2026 წლის 26 თებერვალს მოსკოვში გადაწყდება მსოფლიოს მომავალი განვითარებისა და ყოფნა-არყოფნის ბედი! - ეს სიტყვები ეკუთვნის მე-XX საუკუნის ყველაზე იდუმალ  წინასწარმეტყველ ვოლფ მესინგს. მან ზუსტად იწინასწარმეტყველა მეორე მსოფლიო ომის დაწყება, დასრულება და შედეგი. 
მესინგმა იწინასწარმეტყველა იოსებ სტალინის სიკვდილიც - 1953 წლის 5 მარტი. ესეც ზუსტად ახდა. ახლა ჩამოვთვალოთ შემდეგი არასასიამოვნო ამბები, რაც წლების მიხედვით აქვს ნაწინასწარმეტყველები: გლობალური პანდემია 2020 წელს. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი და კონფლიქტები. ამერიკის შეერთებულ შტატებს უწოდა მთავარი წამქეზებელი ფართომასშტაბიან კონფლიქტებში. იქნება სტიქიური უბედურებები, ბუნებრივი კატასტროფები და სხვა კრიზისები, თუმცა მესინგის მტკიცებით, მეცნიერება შეძლებს კაცობრიობის გადარჩენას. თითქოს დაუჯერებელია, ამ კაცმა საკუთარი სიკვდილიც იწინასწარმეტყველა - 1974 წელს საოპერაციოდ წასვლისას თქვა, რომ სახლში აღარასოდეს დაბრუნდებოდა. ის გარდაიცვალა 1974 წლის 8 ნოემბერს თირკმლის უკმარისობით. 
მესინგი სტალინის პირად წინასწარმეტყველად მიაჩნდათ. მას პირველივე შეხვედრაზე გაუფრთხილებია სტალინი მოსალოდნელი ომის შესახებ. ბელადს სერიოზულად არ მიუღია მისი ნათქვამი და ერთი პირობა წაუყენებია - საბჭოთა კავშირში ცხოვრება თუ სურდა, უნდა დაემტკიცებინა, რომ შარლატანი არ იყო და „გოსბანკიდან“ ფული იარაღის გამოყენების გარეშე გამოეტანა. მესინგს ცარიელი ფურცელი მისცეს და უთხრეს, ამ „ქვითრით“ ბანკიდან 100 ათასი მანეთი გამოიტანეო. იგი უშიშროების აგენტების თანხლებით ბანკში შევიდა და მოლარეს ცარიელი ფურცელი გაუწოდა. მოლარემ „ქვითარს“ დახედა და 100 ათასი მანეთი მშვიდად გამოუტანა. როგორც ამბობენ, მესინგი ამის შემდეგ სტალინს ხშირად სტუმრობდა.  
თუ მოვლენები ისე განვითარდა, როგორც მესინგი წინასწარმეტყველებს, გამოდის, 26 თებერვალს, სულ რაღაც თვე-ნახევარში, მოსკოვში უნდა გადაწყდეს კაცობრიობის ბედი. 
აშშ-ის ექსცენტრიკული პრეზიდენტის აქტიურობას რომ ვუყურებთ, 26 თებერვლამდე ბევრი რამ შეიცვლება - მესინგი იმასაც ამბობდა, რომ რამდენიმე სახელმწიფო სტატუსს დაკარგავს, ამ საშიშროების წინაშე არის გრენლანდია და კანადა. შეიძლება სტატუსდაკარგულების სიაში აღმოჩნდნენ მექსიკა, კოლუმბია, კუბა და ვენესუელა. ნუ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ ამის შემდეგ აშშ მთელ ლათინურ ამერიკას დაეპატრონოს. 

ვანგა 2026 წლის 
მოვლენებზე
ვანგაც შემაშფოთებელ ამბებს გვიყვება 2025-2026 წლებზე. მისი თქმით, იქნება დიდი ომი, რომელიც შეცვლის მსოფლიო დინამიკას, იქნება ახალი სტიქიური უბედურებები.  ვანგას წინასწარმეტყველების მიხედვით, 2026 წელს შეიძლება  მესამე მსოფლიო ომის პროვოცირება მოხდეს. 2026 წელს კლიმატის ცვლილება დიდ ზიანს მიაყენებს მსოფლიოს. გაიზრდება მიწისძვრებისა და ვულკანების ამოფრქვევების რაოდენობა. სტიქიური უბედურებები დედამიწის ზედაპირის 8%-ს შეცვლის, ეკოსისტემებს დაანგრევს და მსოფლიო შოკში ჩააგდებს. ვანგამ ასევე იწინასწარმეტყველა, რომ 2026 წელს ხელოვნური ინტელექტი იმდენად განვითარდება, ადამიანების კონტროლს დაიწყებს. ის მოიცავს სამუშაო ადგილებს, იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე და გავლენას მოახდენს ყოველდღიურ რუტინულ საქმეებზეც კი.

ნოსტრადამუსი 
2026 წელზე 
2026 წლისთვის ნოსტრადამუსის რამდენიმე წინასწარმეტყველებიდან ციტატებს გამოცემა „დეილი მეილი“ ავრცელებს:
„როდესაც მარსი ვარსკვლავებს შორის იმეფებს (გაივლის), ადამიანის სისხლი საკურთხევლებს შეღებავს. აღმოსავლეთის მხრიდან სამი ცეცხლი აინთება, დასავლეთი სიბნელეში იქნება ჩაფლული (დასავლეთი დაკარგავს თავის სინათლეს).“
ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველების თანახმად, დიდი ომი 7 თვეს გაგრძელდება, ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპება. 
მოდი, თავი ვინუგეშოთ და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი ტყუილია, გამოგონილია და კაცობრიობას არაფერი ემუქრება. ჩვენ ხომ საკუთარი თვალით ვხედავთ და საკუთარი ყურით ვისმენთ, როგორ ლაპარაკობენ უდიდესი სახელმწიფოების მეთაურები ბურთვული იარაღის გამოყენებაზე? 
ჩვენ ხომ საკუთარი თვალით ვხედავთ, როგორ იწვევენ ამერიკელები ჩინელებს, რუსებს და სხვა სახელმწიფოებს? იყო დრო, ჩვენ საბჭოთა კავშირის დაშლასაც ვერ წარმოვიდგენდით, მაგრამ შიგადაშიგ არსებობდნენ მხცოვანი ადამიანები, რომლებიც ამას წინასწარმეტყველებდნენ. 
და, მიუხედავად ამ ყველაფრისა, არასახარბიელო პროგნოზებისა, არ მინდა, შეგაშინოთ და დარწმუნებულიც კი ვარ, საქართველო გადარჩება, ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ხომ მარიამ ღვთისმშობლის კალთა გვიფარავს? ზოგს ეს ამბავი სასაცილოდაც არ ჰყოფნის, მაგრამ ესეც ფაქტია, ჩვენ უკვე არაერთხელ გადაგვარჩინა ჩვენმა სარწმუნოებამ.

გელა ზედელაშვილი