არტისტებსა და მეძავებს არ შეეხოთ!

არტისტებსა და მეძავებს არ შეეხოთ!

1917 წელი.
ინგლისელი გენერალი სტენლი მოდი არაბეთის ტერიტორიაზე შევიდა. პირველი, ვისაც არაბეთში გადააწყდა, მწყემსი იყო. გენერალმა თარჯიმანს უხმო და მწყემსს მიმართა:
_ თუ შენ შენს ძაღლს დაკლავ, ერთ ფუნტს მიიღებ ჩემგან!
მწყემსი დაფიქრდა: ჩემი გაზრდილია, რამდენჯერ გადავურჩენივარ... იცავს ფარას და ჩემი ერთგული მეგობარია, მაგრამ ერთ ფუნტად ახალ ძაღლსაც ვიყიდი და უამრავ ცხვარსაც... სტაცა ხელი და მეგობარ ცხოველს ყელი გამოჭრა.
_ თუ ახლა გაატყავებ კიდეც, კიდევ ერთ ფუნტს მიიღებ ჩემგან, _ უთხრა გენერალმა.
მწყემსმა სიხარულით გაატყავა ყელგამოჭრილი მეგობარი.
_ თუ ახლა პატარა ნაჭრებადაც დაჭრი, კიდევ ერთ ფუნტს მიიღებ, _ განაგრძობდა სტენლი მოდი.
მწყემსმა დაანაწევრა ძაღლის სხეული და უზომოდ ბედნიერი ჩანდა. 
გენერალმა გადახედა თავის ჯარისკაცებს და იქაურობის დატოვება ანიშნა.
_ მოიცადეთ! თუ მე შევჭამ ჩემი ძაღლის უმ ხორცს, კიდევ ერთ ფუნტს ხომ მომცემთ? _ შეძახილით შეაჩერა მწყემსმა.
_ მსუნაგო მწყემსო, მე მხოლოდ იმის გაგება მინდოდა, რისი კადრება შეეძლო აქაურ ხალხს. შენ ყოველგვარი სიბრალულის გარეშე დაკალი შენი მეგობარი ოთხფეხი, გაატყავე, ნაწილებად დაჭერი სამ ფუნტად და მეოთხე ფუნტის მისაღებად მზად იყავი შეგეჭამა კიდეც, _ აი, რისი გაგება მინდოდა. 
გენერალი ჯარს მიუბრუნდა და ხმამაღლა შესძახა: სანამ ამ ქვეყანაში ერთგული მეგობრის შემჭმელები არსებობენ, ნურაფრის გეშინიათ, ჩვენს მიზნებს ადვილად მივაღწევთ!
ჰოდა, რამდენმა სტენლი მოდიმაც შემოიარა საქართველოში, იმდენს დაუკლეს სამშობლოს გამყიდველმა ქართველმა ჩინოვნიკებმა სამშობლოსთვის გულანთებული მისი დამცველები. ასეთი “ჩინოვნიკები” ყოველთვის ყველგან იყვნენ, არიან და იქნებიან, მაგრამ რამდენიც საქართველოშია, ამ პატარა ქვეყნისთვის ძალზე ბევრია.
ყველანაირი მადის სამშობლოს გამყიდველი გვყავს, სკამის მოყვარედან დაწყებული, წყვილი “ნასკის” საფასურად სხვისთვის ყელგამომჭრელიც და ეს ყველა, რეალურად ერთი დიდი სანაგვე ურნის შიგთავსი, მხოლოდ იმიტომ მტრობს საკუთარ ხალხსა და ქვეყანას, რომ გამძღარმა დაიჯეროს თავისი მწირი ფანტაზიით შექმნილი ყალბი სამყაროს არსებობა. 
სტენლი მოდის ამბავი მხოლოდ ერთ რამეს გვასწავლის _ სულჩაბინძურებული ადამიანი ფულის გამო ყველაფერს იკადრებს და კადრულობენ კიდეც. მერე, მათგან ზოგი “ამა ქვეყნის ძლიერია”, ზოგი _ “ამა ქვეყნის მაძღარი”, განსხვავება სულ ეს არის.
ჩინოვნიკებს კიდევ რამეს მოუხერხებს ხალხი, ბოლო-ბოლო, მაღალი კაკლის ხის კენწეროზე ჩამოკიდებენ ფეხებით; გაზულუქებულ ძღვენიჭამია ბაჭაჭყუებსაც _ გადაუკეტავენ უსახელო გრანტების წყაროს, მაგრამ მეძავებს და არტისტებს რა მოვუხერხოთ?
ადმირალ კოლჩაკს მიაწერენ ამ სიტყვებს, მორიგი “წითელი ქალაქის” აღების შემდეგ თქვაო: არაფერი ავნოთ მეძავებსა და არტისტებს, ისინი ყველა ხელისუფლებას ემსახურებიან!
ძალიან შემაწუხა საკუთარი ერთგული ძაღლის მჭამელთა უტიფარმა უტვინობამ, თორემ არც “თეთრები” და “წითლები” გამახსენდებოდა, არც არტისტები და მეძავები, ამ სიცხეში, თავი საჰარის უდაბნოში დაგდებული მკვდარი აქლემი მგონია.
“სამი მუშკეტერიც” გამახსენა მეგობარმა, აბა, დაუკვირდი, მიხვდები, რომ კარდინალი რიშელიე იყო სახელმწიფოებრივად მოაზროვნე მოღვაწე, რომელსაც ნერვებს უშლიდა ოთხი ლოთი, სამი ბოზი და ერთი დიდგვაროვანი დეგენერატიო. დავუკვირდი და, როგორ არ დავეთანხმო?
ჰოდა, კოლჩაკს რომ არ მოუსმინა “ქართულმა ოცნებამ”, ეცა ბოზებს, არტისტებს და მეძავებს იმიტომაც აუვიდა დამწვრის სუნი საბოზეთს და ბუნებრივად ჩაიყოლა არტისტები.
ვიცი, “ქართულმა ოცნებამ” რატომ არ დაუჯერა კოლჩაკს, და დაუჯერა ჩემს მეგობარს, _ კოლჩაკის “მიგნება” მართებული რომ ყოფილიყო – არ დამარცხდებოდა!
კრებსითი კოლჩაკი სწორედ მშიერმუცელა მეძავებმა და თვალთმაქცებმა დაამარცხეს და გამარჯვებული, გუშინდელი ბოგანო გაღლეტილები, მეორე დღეს ადმირალებადაც იქცნენ, გენერლებადაც და ახალდროების მეფეებადაც...
ე. .წ. ვარდების რევოლუცია იგივე არ იყო? ამ შემთხვევაში წინ წავიდა პირთა კლასიფიკაცია და დაემატნენ ჩათლახები, ნაბოზრები და პედერასტები, მთლიანობაში _ უსამშობლოები. “პედერასტი” ახლა გახდა კონკრეტული სექსუალური მოთხოვნილების მქონე ადამიანის განმსაზღვრელი ტერმინი, თორემ ჩემს ახალგაზრდობაში ამ სიტყვით მხოლოდ ყველაფრის მკადრებელ ადამიანს მოიხსენიებდნენ. ჰოდა, ახლა, თქვენ, გნებავთ, პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვით, გნებავთ, _ გადატანითი, ჯამი მაინც არ შეიცვლება.
გაღლეტილებს, რაღაცნაირად მაინც გაამართლებ _ რა ქნას, გუშინ გამოიჩეკა, უნახავია, ნახა და კიდევ უნდა ნახვა, მაგრამ დენიკინისდროინდელი გადარჩენილი ბებერი გაცვეთილი მეძავები რომ ტვინს ჭამენ, უკვე ძალიან აუტანელი და ამაზრზენი გახდა.
მიუხედავად იმისა, რომ თითები გამირბის, პიროვნულად არავის შევეხები, უთქმელადაც მიხვდებით, მეძავი _ მეძავია, ქალი იქნება თუ ბაჩა-ბაზი, სამშობლოს გამყიდველად მუშაობისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს...
“შიგევროპელებს”, ევროპა სახელმწიფო რომ ჰგონიათ და ევროპის დედაქალაქი პარიზი, რა უნდა ველაპარაკო, წინ მოუსაქმებ თუ უკან, მაინც ვერ გაარჩეენ, მაგრამ “წითელ პარტიულ ინტელიგენციად” რომ ვიცნობდით, როგორც ერთგვარ პრივილეგირებულ კლასს, ისინი გაიგებენ, რადგან, თავიანთი თავზეხელაღებული გაუმაძღრობით, თავადვე შთამაგონეს ის, რასაც ახლა ვწერ.
ტერმინი “წითელი ინტელიგენცია”, “წითელი პროფესურა” და ა. შ. რაც უარყოფითი აზრის მატარებელი იყო, როგორც ცალკე ფენომენი, სწორედ იმ ლიბერალებმა შექმნეს, რომლებმაც მათში საკუთარი ძაღლის მჭამელები ამოიცნეს, ხალხი კი გაუცნობიერებლად აჰყვა მათ. იმ დროს ყველა “წითელი ვიყავით”, ვინც საბჭოთა დროშის ქვეშ მოვიაზრებოდით, ხალხმა კი პრივილეგირებული კასტის აღმნიშვნელად აიტაცა, ისიც მხოლოდ მას შემდეგ, რაც “წითელმა ინტელიგენტებმა” ეროვნულობას ლამის ოფიციალურად ჰკრა წიხლი. 
ნებისმიერი ე. წ. ელიტა, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან იწოდა ელიტად, ნეხვისგან აყვავდა თუ შთამომავლობით ერგო, ყველგან ერთნაირია, _ ქედმაღალი, უტიფარი, უზნეო, უნამუსო და ფუტურო. ზნეობრივ კრიტერიუმებს ზნეობრივი ადამიანები ადგენენ, ჭეშმარიტი ხელოვანები და არა აღზევებული მდაბიოები. სწორედ ასეთი მდაბიოები აცალკევებენ კონკრეტულ ქალაქებს, უბნებს, საკვებ ობიექტებს და ა. შ. მდაბიურად და ელიტურად.
“წითელი ინტელიგენციის” ნარჩენებს “შიგევროპელები” დაემატნენ მეძავებისა და არტისტების სახით, მათ მიეწებნენ თვალსაწიერუქონელი უსამშობლოები და მთლიანობაში “პროევროპელები” მივიღეთ. 
კრებსითმა სტენლი მოდიმ ასეთები მოიძია და დღევანდელ დღემდე ძაღლს ატყავებინებს ერთ ფუნტად, ესენი კი იხვეწებიან, თუ კიდევ ერთ ფუნტს მომცემ, შევჭამ კიდეცო...
დააკვირდით ამ ძაღლისმჭამელებს, როგორც კი აღარ ეტყვის “გენერალი”, ძაღლი შეჭამეო, მყისიერად სხვასთან გარბიან, მომეცი ერთი ფუნტი და ჩემ ძაღლს კი არა, საკუთარ მშობელსაც შევჭამო და ამასობაში თვითონ ძაღლთაპირებად იქცნენ...
დაუყვავა ბიძინა ივანიშვილმა, ერთ ფუნტს კი არა, ყოველთვიურ მსუყე ლუკმას მოგცემთ, ოღონდ, თქვენს მშობელსაც ნუ შეჭამთო, მაგრამ არა, ძაღლთაპირებს გადაგდებული ლუკმა ურჩევნიათ...
ვუმზერ და ვერ ვხვდები, ამ ძაღლთაპირებს რატომ აფინანსებს მილიონით, ვთქვათ, კულტურის სამინისტრო, ანუ ძვირფასი ხელჩანთის მოტრფიალე მინისტრი? ან თვითონ რანაირად მოხვდა მინისტრის სავარძელში, რით დაიმსახურა, ჩიქორთული მეტყველებით თუ ვინმეს “მამიდაა”? _ მოინელებენ საჩუქრებსა და ფულებს და ახალ წრეზე წავლენ... 
ამ დაბერებულ ძაღლთაპირებს სამშობლო-საქართველო არასდროს ჰქონიათ, მათი სამშობლო ყოველთვის იქ იყო და იქ არის, სადაც ყოველმხრივ კარგად გამოძღებიან... 
როდესაც ბაიდენს ხან ეძინებოდა, ხან გაზი ეპარებოდა ან მოჩვენებებს ესალმებოდა, თითქმის ყველა ვთანხმდებოდით, რომ ცოდო იყო საბრალო ჯო. საღ ჭკუაზე მყოფი რას აშავებდა, აღარავინ იხსენებდა, ერთ ფრაზაში გაერთიანდა მისდამი დამოკიდებულება “ავადობა სჭირს, ცოდოა, მოხუცი!” 
მაინტერესებს, ის თუ ცოდო იყო იმიტომ, რომ ავად იყო, ამ ჩვენი კრებსითი “შიგევროპელების” ჯანმრთელობის მდგომარეობით რატომ არავინ ინტერესდება?
ის ქალბატონი, სასამართლოში მანდატურს რომ უკბინა, პროკურატურის მოთხოვნით, ხონში, სოფელ ქუტირში გაუგზავნიათ გამოკვლევაზე და ეს ქუჩა-ქუჩა და სტუდია-სტუდია მომკივნები, ტაშტზე დამკვრელები, ვუდუშლეგები, ჯადოსმხარშველები, კუბომადიდებლები და პოლიციელების ცოცხლად დაწვით აღტკინებულები, ეჭვს არ იწვევენ?
კარგი, ბატონო, ისინი ჯანმრთელები ჰგონიათ, მაგრამ ჩვენ ბაიდენზე ცოდოები არ ვართ, ამათ რომ ვუყურებთ გაღვიძებიდან დაძინებამდე?
ყველა სოფელს ერთი გიჟი ჰყავსო, მაგრამ ჩვენ ამდენი რომ გვერგო, რამენაირად მაინც გამოვხშიროთ ძალიან ავად მყოფი და ნაკლებდაცურებული, თორემ დაგროვდება დაშარდულ-დამწვარი რუსეთის სახელმწიფო ატრიბუტიკის შეურაცხყოფები და რუსეთისთვის კაზუს ბელიც მზად იქნება...
ამ ყველაფერს ის ბებერი მეძავები ახალისებენ, რომლებიც კოლჩაკის დროიდან მოდიან და არავინ ახსენებთ, რომ სტაჟიანი მეძავები არიან და არა ჭკუისსაკითხავი პირები...
მაინცდამაინც კოლჩაკი, დენიკინი და ვრანგელი უნდა აღსდგნენ მკვდრეთით და განმარტონ, რა არის რევოლუცია?
რევოლუცია, მოქმედი კონსტიტუციით, არის ის, რისი სერიოზული მცდელობაც უკვე რამდენჯერმე ჰქონდათ “მეძავებსა და არტისტებს”...
ჯერაც მოქმედი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით: 
მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (27.04.2007 4698) ითვალისწინებს:
1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე.
ესენი, დაწყებული მზიათი და დამთავრებული ზეზვათი, რომლებიც საკუთარი ძაღლის გატყავება-შეჭმიდან სამშობლოს შეჭმაზე გადავიდნენ, არასდროს გაჩერდებიან, თუ კანონი არ იკანონებს.  
მუდმივად უნდა ვისმინოთ ამათი რახუნი, გზების გადაკეტვები 20 ფუტუროს გამო და სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის რევერანსები?
მეძავებს და არტისტებს არ შეეხოთ კი არა, ამ უნამუსოების გამომშვები ქარხნების სოფლის ორღობეებიც ზედ უნდა მიაყოლო მრავალსართულიან ზედახორად...
ბიჯოს!
პატიოსანი მეძავი არ მინდა ამ სიცხეში და ეს გათახსირებული პოლიტმეძავები რა გახდნენ, _ ზამთარში არ სცივათ, ონტკაჩაფენილები გამთბრები არიან, მაგრამ ამ სიცხეში არ სცხელათ მაინც?

 ზურა ოშხერელი