ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრისას რომელი ფეხსაცმელიც ეცვა, ის ჰქონდა გამოფენილი თავის კაბინეტში

ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრისას რომელი ფეხსაცმელიც ეცვა, ის ჰქონდა გამოფენილი თავის კაბინეტში

ირაკლი რუხაძე პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ბიზნესმენის და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ საუბრობს და აბსურდულად და „სიგიჟედ“ მიიჩნევს მოსაზრებას, თითქოს მას საქართველო რუსეთისკენ მიჰყავს. 
რუხაძის განცხადებით, მსგავსი ბრალდებები რეალობას მოკლებულია, რადგან თავად ივანიშვილმა წლების წინ სრულად გაწყვიტა ფინანსური და პერსონალური კავშირები რუსეთის ფედერაციასთან.
„მე ძალიან ბევრ ხალხს ვიცნობ, რომელიც რუსეთში არ ყოფილა წლების განმავლობაში და ამიტომ აბსოლუტურად არ მჯერა და სიგიჟე არის, რომ ბიძინა ივანიშვილს რატომღაც ეს ქვეყანა მიჰყავს რუსეთისკენ იმიტომ, რომ თვითონ ერთ-ერთი ასეთი მოწყვლადი ადამიანია რუსეთის გადმოსახედიდან, ოღონდ თუ იქ იქნება და აქ არ არის.
ბიძინა ივანიშვილს 1998 წლის მერე ფეხი არ შეუდგია და მთელი თავისი ქონება მოიშორა რუსეთში და დააბანდა დასავლეთში. ასევე უნდოდა ყველას, ბიძინა ივანიშვილი არ იყო გამონაკლისი, ყველას ეს უნდოდა. ყველა გრძნობდა იმას, რომ არიან მოწყვლადები.“ - განაცხადა რუხაძემ.

ფუნდამენტური ჩვენი მთავარი დამცველი სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა და დაასახელა მიზეზი, რის გამოც მის დაჭერას ვერ ახერხებდა „ნაციონალური მოძრაობა“. 
რუხაძის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მას „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ვერ იჭერდა იყო ის, რომ ამერიკის მოქალაქეობა ჰქონდა. 
„მერე დაიჭირეს ჩემი დეიდაშვილი და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი, რომელიც დაიჭირეს მხოლოდ იმიტომ, რომ მე ვერ მიჭერდნენ. არც ვიყავი მაშინ საქართველოში, მარა როცა ვიყავი, მაშინაც ვერ მიჭერდნენ ამერიკის მოქალაქეობის გამო. ამტკიცებდნენ სხვათა შორის, რომ დაგუგლოთ ჩემი სახელი და ნიკა გვარამიას სახელი ერთად WikiLeaks-ში, რომ შეიყვანოთ, გამოვა ბევრი დოკუმენტები ამერიკის საელჩოდან, რომელიც მიდის ამერიკაში. ანუ, ელჩი უგზავნის თავის ვიღაც უფროსს იქ, ვისაც აბარებს რეპორტებს.“ - განაცხადა რუხაძემ. 
წამყვანის შეკითხვაზე თუ რა შუაში იყო ნიკა გვარამია, რუხაძემ უპასუხა, რომ ნიკა გვარამია იყო ის ადამიანი, რომელიც აშშ-ის ელჩს უმტკიცებდა, რომ ის საქართველოს მოქალაქე იყო და შეეძლოთ მისი დაჭერა. 
„იმიტომ, რომ ნიკა გვარამია დადიოდა საელჩოში, როგორც პირველი მოადგილე ადეიშვილის და უმტკიცებდა, რომ მე ვარ დასაჭერი და ვარ საქართველოს მოქალაქე. ხან უმტკიცებს, რომ დასაჭერი ვარ და ვერ მიიღო ეტყობა იქიდან უფლება, რომ დამიჭიროს, მერე უმტკიცებს, რომ საქართველოს მოქალაქე ვარ და ამიტომ აქვს უფლება, რომ დამიჭირონ და არა ვარ ამერიკელი. მერე ეს ელჩი წერს, რომ ეს ყველაფერი „იმედის“ გამო ხდებაო, იმიტომ რომ ირაკლი დარბის „იმედს“ იცავს და ეს ყველაფერი არის იმიტომო, რომ „იმედის“ დაბრუნებას შეუშალოთ ხელი. შეიძლება ზუსტი სიტყვებით არა ვამბობ, მარა დაგუგლეთ და ნახეთ. WikiLeaks-ში ამოდის ეს. ამიტომ, ფუნდამენტალური ჩვენი მთავარი დამცველი, სიტყვის თავისუფლების საქართველოში ნიკა გვარამია, იყო ადამიანი, რომელიც დარბოდა იმის გამო, რომ „იმედის“ აღება გაეპრავებინათ. მე ნუ დამიჯერებთ, WikiLeaks-ში ნახეთ,“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

საქართველოში ჩამოვედი მას შემდეგ, რაც ყველაფერი დავაბრუნებინეთ სააკაშვილს. [დაბრუნების პროცესი ხდებოდა] მოლაპარაკებით, საქართველოს გარეთ, ოღონდ ყველაფერი - „იმედის“ გარდა. „იმედზე“ მოლაპარაკება საქართველოში მოხდა, ეგეც სააკაშვილს დავაბრუნებინეთ ოღონდ უკვე მერე, როცა არჩევნები წააგო, - ამის შესახებ ბიზნესმენმა, ირაკლი რუხაძემ, გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა.
მან გაიხსენა ბადრი პატარკაციშვილისთვის წართმეული ქონების დაბრუნების პროცესი და განაცხადა, რომ იმჟამინდელი ხელისუფლება საარბიტრაჟო დავებში მილიარდზე მეტს წააგებდა, ამიტომ, მათ 2011 წელს დააბრუნეს აღნიშნული აქტივები.
„სხვა ყველაფერი დავაბრუნებინეთ 2011 წელს, უკვე წელიწად-ნახევარი საქართველოში ვცხოვრობდი, სულ ვიძახდი, რომ ოფშორული ზონა ვართ-თქო, იმიტომ, რომ ჩვენ არავინ გვეხებოდა, არავის ვეხებოდით და ვმართავდი ჩვენს აქტივებს: „ბორჯომსაც“ ვმართავდით, ყველა სხვა აქტივსაც, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში შევედი, ყველაფერს ამას ვაკეთებდით. მაგრამ, დავაბრუნებინეთ იმიტომ, რომ ორი არბიტრაჟი გვქონდა საქართველოს გარეთ. უნდა წაეგო (სააკაშვილის ხელისუფლებას) 800 მილიონი დოლარი ერთ საქმეზე. უაზროდ წაიღეს ყველაფერი ჩვენგან: მთაწმინდის პარკი, დაგვარტყეს „ბორჯომზე“, „სტანდარტ ბანკი“ წაიღეს - ერთ დღეში დაგვარტყეს ხუთ აქტივზე, “იმედი”, რუსთავის მეტალურგიული ქარხანა. რუსთავზე გვქონდა ცალკე არბიტრაჟი, „იმედზე“ - ცალკე და დიდი ალბათობით, წააგებდნენ მილიარდზე მეტს. ამას ჩვენი იურისტებიც გვეუბნებოდნენ და დარწმუნებული ვარ, მათ იურისტებიც ეუბნებოდნენ. რაც სწორად გვქონდა სტრუქტურირებული, უბრალოდ, ვერ მოკიდეს ხელი. „ბორჯომი“ რომ არ გვქონოდა სწორად სტრუქტურირებული, როგორც ახლა გვაქვს ყველაფერი ნიდერლანდებიდან, წაგვართმევდნენ მაგასაც, მაგრამ, ვერ მოკიდეს ხელი, იმიტომ, რომ სხვა პრობლემა გაუჩნდებოდათ,“ - განაცხადა ირაკლი რუხაძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ „იმედი“ მას შემდეგ გადაიფორმა „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ, რაც მისი მმართველი დააკავეს შვილთან ერთად და დაემუქრნენ.
„დაიჭირეს ხალხი, იჭერდნენ ვიღაცებს, ოღონდ უფრო ბადრის მხარეს, მაგრამ ვისაც იჭერდნენ, რაც უნდოდათ, მიატანინეს. „იმედი“ ჩემს ხელში არ იყო, მე არ ვაკონტროლებდი „იმედს“ კორპორატიულად, იყო ადამიანზე გაწერილი, რომელიც დაიჭირეს შვილთან ერთად, მიაბეს რადიატორზე. მერე იმ ადამიანთან ძალიან ბევრჯერ მაქვს ნალაპარაკები, რაღაც მომენტში ლონდონში გავიყვანეთ, მთელი ამბავი იყო მისი „გაპარება“ და ძალიან პოზიტიური როლი შეასრულა სოზარ სუბარმა საქართველოდან მის გაყვანაში - სომხეთის საზღვრამდე სოზარი გამოჰყვა. ეს ყველაფერი ვიცი, მოყოლილი აქვთ, მე თვითონ არ ვმონაწილეობდი, მაგრამ, დაიჭირეს ეს ადამიანი, დაიჭირეს მისი შვილი, პატარა და უთხრეს, ამას ცხოვრებაში ვერ ნახავ, თუ „იმედს“ არ გადმოაფორმებო და გადააფორმებინეს - ასე წაიღეს „იმედი“, აბა როგორ წაიღეს?!“ - განაცხადა რუხაძემ.

ლონდონში მოგვივიდა ჩანაწერები, ბერეზოვსკი როგორ მოვიდა ბადრის საფლავზე თბილისში, გივი თარგამაძესთან ერთად, რაც ნიშნავს, რომ ბერეზოვსკი რაღაცებზე მოელაპარაკა [სააკაშვილს] და მერე როგორც გავიგეთ, აქ იყო საუბარი ტელევიზიების გახსნაზე, რუსეთს უნდა ემაუწყებლა და მაუწყებლობდა, რასაც მოჰყვა ბევრი ცნობილი რუსი ჟურნალისტის აქ გაჩენა და ა.შ., - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ, პოდკასტში „საქართველოს დაბადება“ ისაუბრა.
რუხაძემ გაიხსენა ვარდების რევოლუციის დროს განვითარებული მოვლენები, რაც შეეხებოდა ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ყიდვას, კერძოდ, მისი თქმით, ეროსი კიწმარიშვილთან გარიგება მას შემდეგ აღარ მოხდა, რაც ქვეყნის სათავეში მიხეილ სააკაშვილი მოვიდა. 

„ბადრი პატარკაციშვილი აფინანსებდა სააკაშვილს. ორივე მხარეს აფინანსებდა - მგონი, ბადრისთვის იდეალური ვარიანტი იყო, რომ დარჩენილიყო ვაჟა ლორთქიფანიძე, რომელიც იხილებოდა შევარდნაძის მემკვიდრედ, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, ასევე, აფინანსებდა ამათ, სააკაშვილს. ადამიანი, რომელმაც ეს მომიყვა, თქვა, რომ მიტინგების ბოლოს ჩემს სახელს იძახდა სააკაშვილი, „ესა და ეს კაცი ამოვიდეს მიკროფონთან“ - იმიტომ, რომ ფულზე იყო საუბარიო. 
მე ძალიან მეამაყება, რომ „მაესტროს“ ვაფინანსებდი. მე სააკაშვილს სულ ვებრძოდი, მაგრამ, პირადი ინტერესების და ბადრის ოჯახის ინტერესების გამო. სადაც მაქვს წვლილი არის ის, რომ ვაფინანსებდი „მაესტროს“ და მგონია, რომ მან დიდი როლი შეასრულა როცა ციხის კადრების ჩვენება იყო. ჩემზე ბევრად უფრო დიდი წვლილი აქვთ „უცნობს“, „გრეჩიხას“ [ლევან გაჩეჩილაძე] და ბევრ სხვა ხალხს და რაღაც დონემდე ეროსი კიწმარიშვილსაც. ეროსის მე ძალიან ახლოს ვიცნობდი, ბადრი ყიდულობდა „რუსთავი-2“-ს ეროსისგან, გადახდილი იყო საკმაოდ დიდი თანხა, როგორც „ბე“, რომელიც დაიკარგა, იმიტომ, რომ „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ აღარ გაიყიდა, რადგან ამასობაში მოხდა ვარდების რევოლუცია. ეროსი, როგორც ტელევიზიის მფლობელი, რომელიც წარმოუდგენლად ძლიერი ფიგურა იყო იმ მოკლე დროის განმავლობაში საქართველოში და ერთ-ერთი პირველი, სადაც ბადრიმ დაინახა, რომ მე რაღაცის გაკეთება შემეძლო, იყო ის, რომ ეროსი მოვატრიალე, დავსვი ბადრისთან მოლაპარაკებაზე, ის ფული არ დაბრუნდა, მაგრამ ბადრიმ თქვა, რომ არ მჭირდება, არ დამიბრუნო. უკვე სააკაშვილი იყო ძალაუფლებაში, ეროსის აღარ უნდოდა გაყიდვა. შეიძლება ეროსის უთხრეს, შენ ხომ არ აფრენ, რა ტელევიზია უნდა მისცე ბადრისო, მე ხომ ეს არ ვიცი. ეს მოლაპარაკება ჩაიშალა და მერე გაჩნდა „იმედი.“ ანუ, ბადრიმ „იმედი“ დაიწყო ნულიდან იმიტომ, რომ ვერ იყიდა „რუსთავი-2“,“ - განაცხადა რუხაძემ.

სააკაშვილთან [ბადრი პატარკაციშვილის] დაპირისპირება იწყება გირგვლიანით. როცა მოხდა გირგვლიანი, იყო როცა აფეთქდა ბოლოს და ბოლოს. შეიძლება ეს ყველაფერი მზადდებოდა და ორთქლი გროვდებოდა, მაგრამ აფეთქება გამოიწვია გირგვლიანმა, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ირაკლი რუხაძემ გადაცემაში „საქართველოს დაბადება“ განაცხადა. 
რუხაძის თქმით, მას შემდეგ, რაც „იმედმა“ განაცხადა, რომ სახელმწიფომ მოკლა სანდრო გირგვლიანი დაიწყო დაძაბული ურთიერთობა ხელისუფლებასთან, რამაც ფაქტობრივად მისი და ბადრი პატარკაციშვილის ბიზნეს საქმიანობა გააჩერა. 
„იმიტომ, რომ ბადრის კამერებმა გადაიღეს ის მანქანები, ბადრის სახლი არის იქ. ყველას ჰგონია, რომ ქორწინების სასახლეში ცხოვრობდ, მაგრამ იქ ოფისი ჰქონდა, ცხოვრობდა მთაწმინდაზე და ეხლაც მისი ოჯახის სახლია. მთაწმინდაზე როცა ეს მანქანები მიდიოდნენ იქ, სადაც ეს უბედურება მოხდა, ამ საწყალი ბიჭის, ის გადაიღეს ბადრის კამერებმა, სახლის. ამიტომ ჩვენ გვქონდა კამერები, ნომრები მანქანების და ზუსტად ვიცოდით, ნომრები დადგენილი გვქონდა, რომ ეკუთვნოდა მერაბიშვილის უწყებას. სახელმწიფო ნომრები იყო და ბადრიმ თქვა, რომ ეს აჩვენოს „იმედმა“ და ვერ გაგვაჩერეს. ყველა გვაჩერებდა, ჩემზე გამოდიოდნენ, ყველაზე გამოდიოდნენ... ვერ გაგვაჩერეს და აქედან დაიწყო აფეთქება. „იმედმა“ როცა აჩვენა, რომ გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ეს იყო, რამაც ფაქტობრივად რაღაც მომენტამდე შეუბრუნებლად გააჩერა და დაძაბა ჩვენი ურთიერთობა მთავრობასთან.
იმის მერე ტენდერი არ მომიგია მე. მოგებულ ტენდერებს მიუქმებდნენ. ჩუმად ვმონაწილეობდი, რომ მე არ დავენახე. იყო რამდენიმე ტენდერი, რომელიც ესე გავაკეთეთ, რომ მე არ დავენახე, რომ ვმონაწილეობდი. მე ვმართავდი ბადრის ფულს მაშინ, რაღაც ნაწილს. ყველაფერი წაგვაგებინეს. როგორც კი მე გამოვჩნდებოდი, იმ წუთში წაგვაგებინებდნენ. ბადრი თუ გამოჩნდებოდა, ხომ საერთოდ კატასტროფა იყო. ეს იყო, სანამ არ მოხდა ეს გარიგება რკინიგზაზე და „იმედის“ გაცვლაზე.“- განაცხადა ირაკლი რუხაძემ.

„შუა ლონდონში, ბრიტანული სამსახურების ნებართვის გარეშე, კაცი ჩაწერეს, მერე ეს მასალა დაუმონტაჟეს, მაგის შემოქმედს გენერლობა მისცეს და ამ უკანასკნელს, შუშის სარკოფაგში, კაბინეტში, ბადრისთან შეხვედრისას რომელი ფეხსაცმელიც ეცვა, ის ქონდა გამოფენილი თავის კაბინეტში. ამ ყველაფრის შემოქმედებს, დღესაც დემოკრატებად ნათლავენ, „დიფ სთეითის“ ნარჩენები.  
P.შ. ბორის ბერეზოვსკიზე გამახსენდა, მქონდა მეც ურთიერთობა და სულ მეუბნებოდა, შენ კიდევ არ იცი, სააკაშვილი და მისი ხალხი, რაზე არიან წამსვლელებიო, - წერს გიორგი გამსახურდია.