ტრამპი, პუტინი და
სანამ ჩვენი გაზეთი არ გამოდიოდა, მსოფლიოში უმნისვნელოვანესი ამბავი მოხდა - ალასკაზე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ტაშით შეხვდა, წითელი ხალიჩაც გაუფინა და თავის მანქანაში გვერდითაც მოისვა. თავიდანვე ცხადი იყო, რაზე ილაპარაკებდნენ სუპერ-სახელმწიფოების ლიდერები - ომი დავამთავროთ და ნობელი პრემია გავიყოთო. არა, ამ ნობელის პრემიის გაყოფის ამბავი მე დავამატე, თუ მაგათ მოილაპარაკეს, შეიძლება ასეც მოხდეს, ყუმბარის გამომგონებლის პრემია სხვას ვის ეკუთვნის, თუ არა ტრამპსა და პუტინს? უფრო სწორად, ამერიკელებსა და რუსებს? ყველაზე მეტი ომები მაგათ აქვთ გადატანილი და ყველაზე მეტი ყუმბარა მაგათ აქვს გასროლილი.
მოკლედ, მივყვეთ მოვლენების მიმდინარეობას, გავაანალიზოთ, რა მოხდა, რას უნდა ველოდოთ და რა ხეირი შეიძლება ვნახოთ ჩვენ? კი იყო შეხვედრა რაღაცნაირი, თითქოს პომპეზური, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ღარიბული გამოვიდა, არ ყოფილა პურმარილი, სამეჯლისო ცეკვები და სადღეგრძელოები, შეხვდნენ, ილაპარაკეს, უკრაინის გაყოფის პერსპექტივა მოინიშნეს, ერთი უკრაინელების დედაცო, ჩაილაპარაკეს და დაიშალნენ, ბრიფინგზე განაცხადეს, შემდეგი რაუნდი მოსკოვში იქნებაო.
დონალდ ტრამპი ამ შეხვედრით თითქოს კმაყოფილი ჩანდა, მაგრამ აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი ხუშტურები ბოლომდე ვერ გაიტანა:
„ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება“.
ვლადიმერ პუტინი უფრო გამარჯვებულის პოზიციიდან მსჯელობდა, კი უნდა მას მშვიდობა, მაგრამ თუ არ იქნება ეს ყბადაღებული მშვიდობა, ეგეც არ ანაღვლებს. რატომ არ ანაღვლებს? იმიტომ, რომ რუსეთმა საკუთარი ძალა კიდევ ერთხელ გამოსცადა - მთელი ევროპა-ამერიკა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. სამწუხაროა, რომ ვერც ევროპამ და ვერც ამერიკამ თავიანთსავე შეცდომებზე ვერაფერი ისწავლეს, ორი მსოფლიო ომი გადაიტანეს და გონებრივად ისევ იქ არიან, სადაც მანამდე იყვნენ.
ტრამპსა და პუტინს არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ, მათ თავიანთი თქვეს, ბუნდოვანი განცხადებები გააკეთეს, ერთმანეთს დითირამბები მიუძღვნეს და ისე დაიშალნენ, ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს.
სხვათა შორის, დონალდ ტრამპმა ერთი „მახვილგონივრული“ ანეკდოტიც თქვა... ისაო, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა ახლა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზეა დამოკიდებულიო. ამაზე მე პირადად ბევრი ვიცინე, ვინ ეკითხება ზელენსკის, როდის შეწყდება ცეცხლი? როგორც ჩანს, ტრამპი პუტინთან მის შეხვედრას გულისხმობდა, ეგენი აუცილებლად უნდა შეხვდნენ ერთმანეთსო, ახლა პრეზიდენტ ზელენსკის, პრეზიდენტ პუტინსა და ჩემს შორის შეხვედრა დაინიშნებაო. თან იქვე დასძინა, პუტინს და ზელენსკის სურთ, რომ ამ შეხვედრას მეც დავესწროო. აშკარაა, ამ შემთხვევაში საქმე გვქონდა ტრამპის „თვითშემოქმედებასთან“, ორიოდე დღეს არ იყო გასული შეხვედრიდან, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა განაცხადა, ზელენსკი უკრაინის დეფაქტო მმართველია, მაგას ლეგიტიმაცია არ გააჩნიაო. ეგრეა, ზელენსკის საპრეზიდენტო ვადა კარგახანია ამოეწურა და ახლა უკრაინაში საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება. ჩვენებური „ლიბერდებილები“ რომ ითხოვენ, საქართველოში ახალი არჩევნები ჩატარდესო, სჯობს, უკრაინაში მოითხოვონ. ან იქ და ან აქ რის იმედი აქვთ, არ ვიცი, მაგრამ მაინც.
პუტინმა ერთი საინტერესო რამ თქვა და ამით დაახასიათა არა მხოლოდ ამერიკული პოლიტიკა, პრეზიდენტების მდგომარეობაც: „ბევრჯერ მომიხდა შეერთებული შტატების სხვადასხვა პრეზიდენტებთან მოსალაპარაკებელი შეხვედრები. საკითხების განხილვის დროს ვითვალისწინებდი მათ მოსაზრებებს და ვპოულობდით გამოსავალს, მაგრამ ბოლოს, როდესაც დგებოდა შეთანხმების გაფორმების დრო, მეუბნებოდნენ, რომ ეს მათ არ შეეძლოთ. ამისათვის, ჯერ უნდა წავიდეთ თეთრ სახლში, იქ უნდა ავიღოთ ნებართვაო“.
პუტინს ეს არ უთქვამს შეხვედრისას, მანამდე თქვა ამერიკელ ჟურნალისტ ტაკერ კარლსონთან და ეს არის სრული სიმართლე. მსოფლიო საზოგადოებას ხშირად უჩნდებოდა შეკითხვები: კი, მაგრამ ვინ მართავს ამერიკის შეერთებულ შტატებს? ვინ არის ის უხილავი ძალა? ჩვენ დაახლოებით ერთი-ორი წლის წინათ გავიგეთ, რომ ამ უხილავ ძალას „დიფ სთეითი“ ჰქვია, მაგრამ ნაცებს, შმაცებს და გნაცებს არ სჯერათ. ეგ კი არა, პერიოდულად ღლიცინებენ, ნეტავ „დიფ სთეითი“ ქალია თუ კაციაო. არადა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ხელმძღვანელი ტულსი გაბარდი აცხადებს, ყველა ჭუჭრუტანაში „დიფ სთეითი“ გვხვდება, უნდა ვებრძოლოთო. რაღა დაგიმალოთ და... მე ტულსი გაბარდისა უფრო მჯერა.
დავუბრუნდეთ დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას, რასაც წინ უძღვოდა თეთრ სახლში ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის დაბარება. ტრამპმა მათ ხელი მოაწერინა ზანგეზურის დერეფნის გადაცემაზე 99 წლით ამერიკელებისთვის. მეორე დღესვე გამოვიდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი და განაცხადა, არავითარ ზანგეზური არ იქნება, ეგ ადგილი ამერიკელების სასაფლაოდ იქცევაო. ავი ენები ამბობენ, პუტინმაც უთხრა დონალდ ტრამპს, ზანგეზური დაივიწყეო. მოკლედ, ალიევმა და პაშინიანმა იჩქარეს, სუსტი ნებისყოფის კაცები ყოფილან.
ერთი ფაქტი, რომელიც ლიბერდებილებმა აიტაცეს და „გაასკანდალეს“, ის გახლავთ, რომ შეხვედრისას, წითელ ხალიჩაზე მომავალმა პრეზიდენტებმა უცებ თვითმფრინავების ხმა გაიგონეს და მაღლა აიხედეს. აი, აქ ატყდა ერთი ამბავი, პუტინს კინაღამ თავს დაესხნენ, შეეშინდა და მაღლა ყურება დაიწყო, კინაღამ ჩაიფსაო. მერე გაირკვა, რომ ეს იყო მისალმება, ანუ პატივისცემა. მე კი აქ მიხეილ სააკაშვილი გამახსენდა, თვითმფრინავის ხმაზე გორში ცხვირით ველ-მინდვრები რომ გადახნა და საკუთარი დაცვა ზემოდან დაახტა.
რას ითხოვს პუტინი? მოთხოვნები ისეთია, თუ ამაზე ზელენსკი დათანხმდა, განწირულია, თუ არ დათანხმდა - მაინც განწირულია. უკრაინამ დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებიდან ჯარები უნდა გაიყვანოს; რუსეთი სამხრეთით (ხერსონი, ზაპოროჟიე) ფრონტის ხაზს გაყინავს; მოსკოვი კიევს ხარკოვისა და სუმის ოლქების მცირე ტერიტორიებს დაუბრუნებს; უკრაინამ უარი უნდა თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე, მაგრამ „უსაფრთხოების გარანტიებს“ მიიღებს. ასევე, პუტინი ითხოვს ყირიმის „სუვერენიტეტის“ ოფიციალურ აღიარებას, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას, უკრაინაში რუსული ენისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. ტრამპმა სატელეფონო საუბრისას ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი ჯერ კიდევ მთელ დონბასს ითხოვს. წყაროები აღნიშნავენ, რომ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი აღელვებულია, შეიძლება ახლა ტრამპი ზეწოლას მოახდენს ზელენსკიზე, რათა ის ტერიტორიულ დათმობებზე წავიდეს.
დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინთან „განშორების“ შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები თეთრ სახლში დაიბარა. ესენიც დაეწყვნენ სიმაღლის მიხედვით და ეახლნენ მამა ბატონს. ზელენსკის ვაშინგტონში გაჰყვნენ: საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი სტუბი (ამას საერთოდ რა უნდოდა, ვერავინ გაარკვია), ევროკომისიის თავმჯდომარე ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მელონი, ნატოს გენერალური მდივანი რიუტე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი. იყო მოლოდინი, რომ ტრამპი ყველას ერთად დაიფრენდა, მაგრამ არ გამართლდა. ტრამპმა ისევ ტრაბახით დაიწყო:
„ექვს თვეში ექვსი ომი დავასრულე, ერთ-ერთი მათგანი შესაძლოა ბირთვულ კატასტროფად ქცეულიყო და მაინც მიწევს ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ-ისა და სხვების წაკითხვა და მოსმენა, რომლებსაც წარმოდგენაც კი არ აქვთ და მეუბნებიან, რას ვაკეთებ არასწორად რუსეთ-უკრაინის არეულობასთან დაკავშირებით, რომელიც მძინარე ჯო ბაიდენის ომია და არა ჩემი, ზუსტად ვიცი, რას ვაკეთებ და არ მჭირდება იმ ადამიანების რჩევა, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ კონფლიქტებზე და მათ შესაჩერებლად ვერაფრის გაკეთება შეძლეს. ისინი „სულელი“ ადამიანები არიან, რომელთაც საღი აზრი, ინტელექტი და გაგება არ გააჩნიათ და რუსეთ-უკრაინის კატასტროფის მოგვარებას კიდევ უფრო ართულებენ. ჩემი არასერიოზული და ძალიან შურიანი კრიტიკოსების მიუხედავად, მე ამას გავაკეთებ“.
სხვათა შორის, ევროპელ ლიდერებს უცებ გაუქრათ საომარი აღტყინება, ტრამპს ლამის მუხლებში ჩაუცვივდნენ და არაერთხელ აღუვლინეს ქება-დიდება. გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ტრამპს გენიოსიც კი უწოდა და განაცხადა, რომ ნობელის პრემიას არასოდეს ჰყოლია ასეთი ღირსეული კანდიდატი. ფრანგმა მასხარამ, ემანუელ მაკრონმა ზელენსკის მოუწოდა, აღიარე, ტერიტორიები რომ დაკარგე, რუსეთს დაუთმე, ვითომაც არა გქონიაო. ჰო, ტრამპმა შეაქო ზელენსკი - კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს პიჯაკით მოხვედიო.
აშშ-ში ამ შეკრებას თუ ბატონთან დაბარებას ვაშინგტონის სამიტი უწოდეს, რომლის შედეგიც ასეთია: უკრაინა ნატოში ვერასოდეს გაწევრიანდება, ეს თემა სამუდამოდ დაიხურა. ჩაიყვანა „ნარკუშები’’ ვაშინგტონში, დასხა ოროსანი მოწაფეებივით და წაუკითხა ლექცია თემაზე: „მკიდიხართ ყველანი’’!
ტრამპი ისე გრძნობდა თავს, როგორც თევზი წყალში. 6 ომი დავამთავრეო, ეს მე-7 იქნებაო, თუ კიდევ დაიწყო, იმასაც დავამთავრებო. სხვათა შორის, რუსეთ-უკრაინის ომი ყველაზე იოლი დასამთავრებელი მეგონა და რთული აღმოჩნდაო. ტერიტორიებს გავცვლით, პრობლემა არ არისო, ახლა მთავარია, ადამიანები აღარ კვდებოდნენო. ზელენსკისაც მისცა სიტყვა, თუ გინდა, ჩემი მიკროფონი გამოიყენეო. ამან - არ მინდა, მიკროფონის გარეშე ვილაპარაკებო. მზად იყო, მაგიდის ქვეშ შემძვრალიყო და ბატონისთვის მუხლები დეეკოცნა. ეს „ნარკუშა’’ ყველაფერზე თანახმაა, ეგეთი ისტორიული სიტყვები ჯერ არავის უთქვამსო. ახლა ჩვენთვის მთავარი უსაფრთხოების გარანტიააო, უკრაინისთვისო. ვერ თქვა, ჩემთვისო, უკრაინა რა შუაშია? უკრაინას რაღა უსაფრთხოების გარანტია უნდა მისცენ? ნატოზე ბაზარი მოკვდა, ევროკავშირშიც ვერ მიიღებენ ნაცრად ქცეულს, ამხელა ტვირთს ვინ წამოიკიდებს? დაღუპეს ამ შეჩვენებულებმა უმდიდრესი ქვეყანა, მთლად გააპარტახეს. ტრამპს ერთი რაღაცა უნდა ექნა, მაგრამ ვერ ქნა, ეგ რომ ქნა, სულ მცირე, სტალინის ჩიბუხი მაინც უნდა იყო. ესე იგი, ამას უნდა შეეყარნა „ნარკუშები’’ გემზე და სადმე ჩაეძირა. კი იქნებოდა მაგარი სკანდალი, მაგრამ 1 თვეში ამათი ჯღანიც აღარ იქნებოდა და არც არავის ემახსოვრებოდა. მაინც შეაქო ტრამპმა, ევროპაში პატივს გცემენო. პატივს არა, ჩვენ ფეხებს!
ხეზე დასაკიდებელი ზელენსკი მადლობას უხდის ტრამპს, მელანიამ ყურადღება რომ გამოიჩინა უკრაინელი ბავშვების გამო და პუტინს წერილი გაუგზავნაო. ესე იგი, მელანიას რომ წერილი არ გაეგზავნა პუტინისთვის, ბავშვები არ უნდა გახსენებოდა? ფარისევლები!
მოკლედ, ეგ არი, რუსეთი წაიღებს უკრაინას მთლიანად, ნურავის ექნება ილუზია, რომ ერთ გოჯს მაინც დათმობს. პლიუს - ცოტა ხანში ალიევსაც და ფაშინიანსაც დაიბარებს კრემლში, სულ მუხლის კვერებს დააკოცნინებს. რა ზანგეზური, რომელი ზუპლაანთ ორღობე? ჩემ სოფელშია ეგეთი დასახელების ორღობე.
ააოხრეს, ააწიოკეს, 45-მილიონიანი ქვეყანა 20 მილიონზე დაიყვანეს, გენოფონდი გაჟუჟეს, სიმდიდრე გაანიავეს, ირგვლივ ყველაფერს დედა უტირეს და რუკას ახლა დახედეს - „ო მაი გააად, თურმე რა დიდი ყოფილა რუსეთი“-ო! არ იცოდნენ, მანამდე რუკა არ ჰქონდათ ნანახი, მანამდე საჭიროდ არ თვლიდნენ, რა მოხდა პირველი და მეორე მსოფლიო ომებისას, როგორი ჯაგლაგი და ტლაპოიანი ცხენით დაბრუნდა ნაპოლენი პარიზში, რა დაემართა ჰიტლერს ბერლინის ერთ-ერთ ბუნკერში, მასხარა წააქეზეს, შეაგულიანეს, წაატოპინეს, უთხრეს, რუსეთს იოლად დაამარცხებო, ფაქტობრივად უკვე გამარჯვებული ხარო.
ახლა სხედან ღიპიანი ყმაწვილებივით, ტრამპს ყველაფერზე თავს უქნევენ და იცით, რატომ უქნევენ ყველაფერზე თავს? იმიტომ, რომ ახლა ყველა საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობს. ხომ შეიძლება, ერთ დილასაც ბატონმა ცოტა უჟმურ ხასიათზე გაიღვიძოს და ამათ წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ბრძანოს? აგერ, ურსულას მიმართა, ლანდერ ბაიდენოო... არც გვარი იცის ხეირიანად, არც სახელი და არც წარმომავლობა, სუ შაშაზე და კოლაზე ჰკიდია.
ეგეთი წაკუზულობა, ეგეთი უვიცობა, ეგეთი ფარისევლობა და ვირეშმაკობა მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს. ტიპი ყველას ეკაიფება - ზოგს შარვალ-კოსტუმზე ეღადავება, ზოგს გარეგნობაზე, ზოგს დაგრეხილ ფეხებზე, ზოგს გამომეტყველებაზე. ფინეთის პრეზიდენტს უთხრა, შენ ვინ ხარ, აქ საიდან მოხვდიო? 2 საათი მისაღებში ალოდინა, დაქანცა, ღირსება აჰყარა (ღირსება ნეტავ რომელს აქვს, მაგრამ მაინც), მერე კრება ჩაუტარა, კრება შუაში გაწყვიტა, მაცალეთ, პუტინს უნდა ველაპარაკოო, 40 წუთი ელაპარაკა, ბოლოს სია ამოიკითხა და ისე გაუშვა, ჩაიც არ დაალევინა. გამობოდიალდნენ პაპას კაბინეტიდან, ხმა არ ამოუღიათ, ან კი რაზე უნდა ამოეღოთ? დაიშალნენ და ახლა შორიდან აკეთებენ არეულ-დარეულ განცხადებებს - ეგრე იცის კოკაინმა.
არა, ეს მაინც მაგარი იყო... პაპამ რუკა ჩამოუკიდათ, რუსეთი აჩვენათ. ამათ ელდა ეცათ, ეს რამხელა ყოფილაო? ნაღდად არ ვიცოდით, თორემ ომს რა დაგვაწყებინებდაო? ამან, ამ აშშ-ის „უმფროსმა’’ და მთელი მსოფლიოს მბრძანებელმა - მა რაღა ჩემი ფეხები იცოდითო? რუსეთი რო დიდია და რუსი ხალხიც რო დიდია, ეგ არ უნდა გცოდნოდათო? მოიკუნტნენ, მაგიდასთან მიუცუცქდნენ, დაიწყეს ხვნეშა და კვნესა, არ ვიცოდით, საიდან უნდა გვცოდნოდაო? რა, ჩვენ ასაკში შენ იცოდიო? ვიცოდიო! - მიუგო ტრამპმა. ურსულა ლანდერ ბაიდენს დაგრეხილი ფეხები უფრო დეეგრიხა, შურდულის ტარს დაემსგავსა. სხვებს ჭირის ოფლმა დაასხა და ხელები სად წაეღოთ, ვეღარ გაეგოთ.
მე ნამდვილად არ მინდოდა, ასეთი დასაჭურისებული დასავლეთი მენახა - აშკარაა, იქაც დიდი რეორგანიზაციაა ჩასატარებელი. გვითხრან, კაცო, გვთხოვონ, წერილობით მოგვმართონ, კრებაზე განვიხილავთ და დავეხმარებით, ჩავუტარებთ რეორგანიზაციას, ვეტყვით, როგორ უნდა იცხოვრონ ღირსეულად. აბა, სხვანაირად როგორ იქნება? ხომ ჩავუტარეთ ჩვენ 1945-ში რეორგანიზაცია?
ისე, პერიოდულად ბატონ ტრამპსაც მოუნდება ხოლმე მაგარი საქმეების გარჩევა, რამდენიმე დღის წინ გამოვიდა, ჯორჯ სოროსი და მისი ვაჟი უნდა დავსაჯოთ, ეგენი რევოლუციურ რაღაცებს აფინანსებდნენ და ხალხს აქეზებდნენო. დალოცვილო, სოროსი რას მაიმუნობს და რას მიედ-მოედება, ჩვენ გვკითხე ქართველებს, სულ კაკალ-კაკალ მოგიყვებით და ისეთებს გეტყვით, თვალები შუბლს იქით გადაგივა. ასეა ეს.
გელა ზედელაშვილი

