საქართველო ჩასაბარებელი თავანი
„თავანი“ რატომღაც შეუცვლელი განმარტების მქონე ქურდული მენტალობის სიტყვა მეგონა, ისევე, როგორც „მუღამი“ და საგონებელში ვიყავი, რა სიტყვით შევცვალო, რომ ზუსტად გადმოვცე ის მნიშვნელობითი დატვირთვა, რაც მას აქვს-მეთქი და, ბიჯოს, მზამზარეული განმარტება ამომეწვერა.
თავანი _ ვალდებულება პირის ან პირთა ჯგუფის მიმართ, რომ შეასრულოს წინასწარ განსაზღვრული ქმედება რაიმე სახის დაპირისპირებაში მარცხის შემდეგ.
თავანის ძირითადი ქმედებაა ფულის ან მის სანაცვლოდ შეძენილი რაიმე ნივთის გადაცემა დაპირისპირებაში გამარჯვებული მხარისთვის ამ ნივთის ფლობის სრული უფლებით. თავანს ხშირ შემთხვევაში არ გააჩნია იურიდიული ძალა და მყარდება კაცობაზე.
თავანი _ ორ ადამიანს შორის სიტყვიერი შეთანხმების შედეგად დადებულ გარიგებაში დამარცხებული მხარისთვის დაკისრებული სანქცია, ძირითადად, ფულადი გადასახადის სახით.
ბავშვობაში ხშირად გამიგონია „თავანი მაქვს ჩასაბარებელიო“. რომ წამოვიზარდე და „ჯოკერის“ თამაში ვისწავლე, მეც მომიწია თავანის ჩაბარებამ, ყველაზე დიდი თავანი პურ-მარილი იყო, რომელიც ბოლო ორ ადგილზე გასულს უნდა ეკისრა. ჩვენ ერთად ვერთობოდით _ წაგებულ-მოგებულიც, მაგრამ მძიმე მდგომარეობა ჰქონდათ მათ, ვინც „კარტიოჟნიკობდა“, ფულზე თამაშობდა და წაგებული ფული ჰქონდა ჩასაბარებელი. თავანი ჩაბარდეს, ბიჭოო! _ აწეული ტონით ნათქვამი ეს ფრაზა სიკვდილის ტოლფასი იყო. მოგების რწმენით სათამაშოდ დამჯდარი (ძირითადად, „წამოკიდებული“, თორემ უეჭველი მოგების რწმენა რანაირად უნდა ჰქონოდა, ვინ მოაგებინებდა) წაგებულის ჩამბარებელიც იყო, მაგრამ ხდებოდა ისეც, რომ „იჭედებოდა“ და ამ დროს საუკეთესო გამოსავალი ნებისმიერი მიზეზით ციხეში ჩაჯდომა, ანუ „სროკზე წასვლა“ იყო.
პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, ჩემმა მეზობელმა უნივერმაღის ვიტრინა ჩაამტვრია აგურით და ბებიაჩემის დაქალები ჭორავდნენ, დიდი ფული წაუგია და განგებ ჩაამტვრია, რომ დაეჭირათო. მაშინ ამ ყველაფრის არსს ვერ ვხვდებოდი, მაგრამ ამოუხსნელ გამოცანად კი დამრჩა.
იქ, ციხეში, უკვე ქურდს შეაწუხებდი, რომელიც გადაგივადებდა ფულის ჩაბარებას, ან მოგებული გაპატიებდა საპატიო მიზეზის გამო. ვინღა დაგავალდებულებდა, დროზე ჩაბარდეს თავანიო, როცა პასუხი გქონდა: ციხეზე ვარ, ძმაო, რა თავანზეა ბაზარი?
ყველაფერზე თამაშობდნენ, მაგრამ სამშობლოზე?
ჰოდა, ამათი სამშობლოს გამყიდველი დედა რომ ვატირე, ამათი საქმეც ასეა, იმიტომ მიდიან კისრისტეხით უაზრო „სროკებზე“, რომ თავანი-საქართველო უნდა ჩაეტანათ დასავლეთელი „გოგო-ბიჭებისთვის“ და სამი წელია, რაც თავი ვერ დაადგეს რევოლუციას.
ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს, ამ სიაფანდ სროკზე მყოფებს ცივილიზებული სამყაროს „გოგო-ბიჭები“ გადაუვადებენ თავანის ჩაბარებას თუ აპატიებენ?
რა ვიცი, მე რომ ე. წ. დასავლეთ-ბიძია ვიყო, ვეტყოდი: მაგრად მკიდია, სროკზე ხარ თუ მთვარეზე _ თავანი ჩაბარდეს, თორემ...
ის „თორემ“ ისეთი საშინელი იქნებოდა, ჩიტებმა რომ უკან მოიტანეს შარშანდელი. ანეკდოტია: ჭიჭიკიამ იმფერი საფრთხობელა დადგა, შეშინებულმა ჩიტებმა შარშან რაც წაიღეს, ისიც დააბრუნესო. ჰო, ზუსტად ჭიჭიკიას საფრხობელასავით დავაშინებდი და რაც კი ოდესმე კაპიკი გადამირიცხავს საქართველოში ხელისუფლების შეცვლის მიზნით რევოლუციების მოსაწყობად, სულ ცენტ-ცენტად დავაბრუნებინებდი, ხოლო რომ ჩამაბარებდნენ, სიტყვას დავუგდებდი: ახლა ისემც გიქნიათ, თქვენებური, ქართული სარი გიძებნიათ-მეთქი...
საინტერესოა, იმ ევროპებში „ქურდულის“ აზრზე თუ არიან? მეც ვიკითხე, რაა, გათხოვილ კაცებსა და ცოლიან ქალებს აბლატავებენ, რა „ქურდული“ უნდა ესმოდეთ, პი&&&რასტული ესმით და როგორი გაგებაც აქვთ, ისეც იქცევიან... მით უმეტეს, უნდა მოსთხოვონ!
ჰოდა, ჩვენებს რომ „ქურდული“ ესმით, იმიტომაც ახავლებენ თავიანთი ნაცმოს დროშაშემოხვეულ აკაცუკ შნირებს ორ შაურად. მართალი თქვა ქალბატონმა თეა წულუკიანმა დროშაჩაცმული პაატა ბურჭულაძის დანახვაზე: „ყველა მომღერალს არ აქვს, როგორც ჩანს, მყარი ფსიქიკა და როცა უკვე ვეღარ მღერიან, ფსიქოლოგის სერვისს საჭიროებენ. ზოგი სასტიკად ბოროტდება და სატვირთო მანქანაზე იწყებს ჭყავილს (მაგ., ანიტა რაჭველიშვილი), ზოგი პოლიტიკაში ერთვება, მაგრამ რაკი პოლიტიკის ნოტები არ იცის, უბედურდება, საწყლდება, დაატარებს ქართულ დროშას მოსკოვში ნაყიდი “ადიალასავით” და ასე შეურაცხყოფს იმას, რისთვისაც თითქოს იბრძვის (მაგ., ოქტომბრელი პაატა ბურჭულაძე), ან კიდევ ხდება აგრესიული და იწყევლება თავწაკრული დედაკაცივით (მაგ., მზია ნიორაძე) და ა. შ. მოკლედ, ასაკთან და ხმის წასვლასთან ერთად, ფსიქოლოგები უნდა იქირავოთ ზოგიერთმა. ან მიბაძოთ და მაგალითი აიღოთ სხვა კოლეგებისგან, ვინც ღირსეულად განაგრძობს პოსტ-კარიერულ პროფესიულ ცხოვრებას. 5 ოქტომბრის დილას ეს დროშა მოსახსნელი იქნება მხრებიდან და უკუღმა რომ აცმევენ, ის „რუბაშკა“ მოსარგები ამავე მხრებზე.
პაატას არ უნდა „სროკზე“, მას არ აქვს თავანი ჩასაბარებელი, ის ნებაყოფლობითი შნირია, უბრალოდ, იავნანა უყვარს და კიდევ ფული. ამიტომ გამოიწელა ყელი, ვიღაცამ ხომ უნდა უხელმძღვანელოს ამ „შპანას“, ჰოდა, მე ნუ დამიჭერთო.
ლяკა ხოშტარიამ ლამის ოფიციალურად დაიგინა, გირაო არ გადამიხადოთ, ჩემი კაი, თორემ ამას პირად შეურაცხყოფად და გულში დანის ჩარტყმად მივიღებო. ახი არ არის, გირაო გადაუხადოს ვინმემ, ანუ ჰუმანური დანის ჩარტყმით ძალით გამოაგდონ „სვაბოდაზე“?
ნეტავ, ის მამალი ქალი ისევ ციხეშია, ქალების „ქურდად“ რომ ზის? უბრალოდ, მაინტერესებს, ჩვენი „ელ-დარა“ მოერევა თუ ისა. მაგრამ „ელ-დარა“ ჭკვიანია, „მგიმო“-ში იმასაც ასწავლიდნენ, ციხეში როგორ უნდა მოიქცეს და ინსტრუქციას გაჰყვება.
დაკავებიდან 15 წუთი არ იყო გასული, 9 მლნ რომ ჩაერიცხა რუსეთიდან და მცირედი თუ შესწირა „ციხის დებს“, რა უჭირს, თვითონ მაინც ბლომად დარჩება. ისე, რა „კრიჟანი“ ყოფილა, 9 მილიონს რომ კაპიკი მოაკლდეს, 9 მილიონი აღარ იქნებაო და ნეტარად იჯგიმება 9 მილიონდაიმედებული, თანაც, მანამდე 4,5 მლნ-იც ჰქონდა გადმორიცხული. იმათ, მგონი, იმიტომ გადმოურიცხეს სასწრაფოდ, რომ გირაო გადაეხდა _ ეს ამბავი როგორ არის, რა პონტში სჭირდებათ გაშიფრული ორმაგი აგენტი?
რა სოლიკო ვირსალაძე და მისი დეკორაციებით დადგმული სპეკტაკლები, ბნელა?
ვერაფერი გავიგე, რა თამაშია, აქეთ „კგბ“ მაოცებს, იქით ევროპულად გადანგრეულების „კგბ“. ჰო, იმათიც „კგბ“ არის, აბა, ევროსაბჭოთაკავშირში რა უწყება იქნება. მე ხომ არ ვიგონებ, კაია კალასის მამა კომუნისტური პარტიის ცკ-ის უმაღლესი ფუნქციონერი იყო, პაპა _ „ნკვდ პოლიცია“ და იდეეებით „კრემლიოვსკი შლიუხა“ იქნება თუ გერმანელი „დოიჩე შლაფენ-შლაფენ“, რა დიდი განსხვავებაა? მხოლოდ კალასის მამა-პაპანი? _ უნიჭო ბებია-ქალი ურსულადან რომ დაიწყო და მერცი-კვერცხით დამთავრო, შუაში ფაშისტების მთელი ნაყარი აღმოგიცენდება თვალსა და ხელსშუა.
ჰო, ეს ასეა, მაგრამ რაღაცნაირად მეცოდებიან დიდი ბანი და მისი მომბანელები, შეატენეს რევოლუციის მოწყობა და თვითონ სანატორიუმებში წავიდნენ ყველაფრისგან თავდასაღწევად, იქით ეტყვიან _ რა თავანი, ციხეში ვიყავიო და აქეთ ეტყვიან _ ჩემგან რა გინდათ, მე რა რევოლუცია მოვაწყვე, ნარზე ვიჯექი ციხეშიო.
გაუმარჯოს მხსნელ ციხეს!
არ მინდა გვარ-სახელების გახსენება, თორემ დღეს რომ თავი მოაქვთ ზოგიერთებს, მე პუტჩში მონაწილეობა არ მიმიღია, მაგ დროს ციხეში ვიჯექიო, _ იგივე ვარიანტი იქნება...
ამ გარეთ დარჩენილმა პოლიტბატებმა რა იციან რევოლუციის მოწყობისა, ან რუსთაველის პროსპექტის გადაწვას შეეცდებიან, ან ვერა ზასულიჩს გამოძებნიან. სულაც ზინაიდა კონოპლიანნიკოვას გამოძერწავენ, მით უმეტეს რომ იდეალური გვარი აქვს, პირდაპირ და ნეტარად გაისმის გვარის ფუძედ „კანაპლია“. ისე, კაპლანის ქალსაც იპოვნიან და სოფია პეროვსკაიასაც, მით უმეტეს, რა „სვეცკურად“ ჟღერს „პეროვსკაია“... კი მოუშალეს მთელ პეროვსკაიაზე კაფე-ბარები და „რაღაცის“ ტაილანდური მასაჟის ცენტრები, მაგრამ მაინც...
მე კი „ვალაითებ“, მაგრამ ამათ ჭკუა კი არ დაუშლით, რომ მკვლელობებზე წავიდნენ _ გამოატვინე და მიუშვი! გამოტვინებულები უკვე არიან, ახლა მიშვებაღა დარჩა. არადა, ამბად დადის, რომ ბალტიისპირეთში იარაღით ბრძოლისთვის ამზადებენ რაღაც ჯგუფს. არა, რაა, მაგარი ბატები არიან-მეთქი, _ მე თუ გავიგე, ვისაც უნდა გაეგო, იმას უფრო ზედმიწევნით არ ეცოდინება ეგ ამბავი?
მოკლედ, მაგრად მეცოდება რუსთაველის პროსპექტზე ობოლ მარგალიტად რევოლუციის მედროშედ დარჩენილი დროშაშემოხვეული ბანი, რომელსაც „გმირმა ხაბემაც“ კი გადაასწრო ტვინის ერთი არხის გახსნაში მაინც.
სხვაფრივ კი, ხალხს აინტერესებს, ნატა ფერაძემ რომ ხატს საღებავი შეასხა, სამი დღე „იჯდა“ და ლяკამ, კახა კალაძის საარჩევნო პლაკატზე რაღაცის წარწერით, რა დააშავა ისეთი, რომ „ვირის აბანო“ მეტად ეკუთვნისო?
მე რაგინდ ავხსნა, ე. წ. განათლებულები, „საბჭოთა გადმონაშთების“ გარდა, გაზეთს არ კითხულობენ, ტექნიკის სიახლეებში ცხოვრობენ და ამიტომ, იქიდან აუხსნას ვინმე კომპეტენტურმა, ეგებ, დაოკდნენ...
ზურა ოშხერელი


