უშენობა მიჭირს, საქართველო!

უშენობა მიჭირს, საქართველო!

ყველა იმ ადამიანის მშურს, ვინც საათობით რიგში დგას და ჩვენს პატრიარქს ზეციურ საქართველოში აცილებს. მეოთხე დღეა ვათენებ ტირილში. ვინც იმას მეტყვის, შენ რა გიჭირს, ამერიკაში ცხოვრობო, მე გეტყვით, რა მიჭირს:
- უსიყვარულობა მიჭირს!
- სამშობლოსგან შორს ყოფნით სუნთქვა მიჭირს!
- იქ რომ არ ვდგავარ, სადაც ჩემი ერი დგას, ის მიჭირს!
- ჩემ ხალხთან ერთად სიხარულს და დარდის რომ ვერ ვიზიარებ. ის მიჭირს!
უშენობა მიჭირს, საქართველო!

ნინო სახვაძე


*  *  *
უხდება ქართველს, ცრემლიც და გლოვაც –
ვამბობთ: ეპოქა დასრულდა დიდი...
ვჩურჩულებ ჩემთვის: მსგავსი თუ მოვა?!
რადგან, რჩეული... უფალთან მიდის!
ზაურ ნაჭყებია


პატრიარქის ფორმულა

დიდებულმა ქართველმა ერმა, საქართველოს ბრწყინვალე ხალხმა, უდიდესი მადლიერება გამოხატა ადამიანისადმი, რომელიც მთელი ცხოვრება ღმერთს ავედრებდა საქართველოს და საოცარი რიტუალით ღმერთთან შესახვედრად, იმ სოფელში გააცილა!
ილია II 2026 წლის 22 მარტს თბილისში, სიონის ტაძარში დაკრძალეს! 
ილია II-მ საქართველოს დაუტოვა მოქმედების სახელმძღვანელო ფორმულა: “ღმერთი, სამშობლო, ადამიანი”! 
პატრიარქის ფორმულა კოდიფიცირებულია!
მასში ლოცვა საყოველთაო, ადვილად გამოსაყენებელ ფორმაშია გადაყვანილი:
ღმერთი - „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა,”
სამშობლო - „ქვეყანასა ზედა მშვიდობა,“
ადამიანი - „კაცთა შორის სათნოება.“
“დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება”.

მიხეილ ჯიბუტი