„ბოროტების ყვავილებს“ გაჯეჯილება არ ეღირსებათ!!!

„ბოროტების ყვავილებს“ გაჯეჯილება არ ეღირსებათ!!!

ვინც ვერ გამოიცნობს გამოცანას: „თეთრი ხნული, შავი _ თესლი, თესლი მთესველს ეუბნება“, კითხვას ნუღარ გააგრძელებს, ვერ გაიგებს, რას ვწერ და ამაოდ მოცდება.
ჩემდა სამწუხაროდ, აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს, ისეთებს, ასაკის გამო მაინც დაბრძენებულები რომ მეგონენ, თავში ორპირი აქვთ, ძალიან უჭირთ წაკითხულიდან აზრის გამოტანა. ზოგადად კი, გაქნილ ჩასაფრებულს ჩემი ყველა ფრაზა ჩასაფრებულის პოზიციიდან ნათქვამად ეჩვენება. ამიტომ, იძულებული ვარ, თუ შევატყობ, რომ შესაძლოა, რასაც ვამბობ, ძნელად გასაგები აღმოჩნდეს ვინმეებისთვის, ყოველთვის წავუმძღვარებ ხოლმე გამოცანას.

მექსიკური ფილოსოფიური ანდაზა-თქმაა: „მათ სცადეს ჩვენი დამარხვა, მაგრამ არ იცოდნენ, რომ თესლები ვიყავით!“
მექსიკაში ვიღაცებმა, ეტყობა, არ იცოდნენ და ანდაზაც ამიტომ გაჩნდა მათთან, მაგრამ ჩვენ კარგად ვიცით, რომ სარეველა თუ ფესვიანად არ ამოძირკვე, მისთვის თავის წასხეპას აზრი არ აქვს, მაინც განაგრძობს სიცოცხლეს და ახლიდან გაიკეთებს თავს, რომლიდანაც ისევ ჩაიყრება თესლები მიწაში და უფრო მეტი სარეველა ამოვა.
ჰოდა, ეგრეა! 2012 წელს მხოლოდ თავი წაესხიპა კეთროვან „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ ამ „ბოროტების ყვავილმა“ თესლები ერთხელ რომ ჩააბნია ნიადაგში, მას შემდეგ ყრის და ყრის თესლებს, ამოდის და ამოდის, მავანთ კი უკვირთ, საიდან ჩნდებიანო? შხამქიმიკატების გამოყენება აგვიკრძალეს და მოვჩანჩურობდით აგერ, აქამდე, მარტო გამარგვლა არ შველოდა.
ჩვენ, ძალიან რომ თავი მოგვწონს, 30 წელი ერთი რაღაც საცდელი ლაბორატორია ვიყავით, ჩვეულებრივი ცდისპირები, საცდელი მეურნეობებით გადავსებული ტერიტორია, აინტერესებდათ, ყამირზე თესლები თუ გაღივდებოდა და იხარებდა.
კი, შეძლებისდაგვარად ამოიწვერენ, მაგრამ გაჯეჯილებისა რა მოგახსენოთ.
„ბოროტების ყვავილის“ თესლებმა რომელიღაც აქციაზე თავად დაიკავეს ხელში თეთრი ტრაფარეტი, სადაც შავით წააწერეს: „მათ ცადეს ჩვენი დამარხვა, მაგრამ დაავიწყდათ, რომ თესლები ვართ!“ 
არა, შვილოსა, არ დაგვიწყებია, არა! 
გულმავიწყობაზე გაფაციცებულები, როგორც გვჩვევია, იცოცხლე, მაგასაც დავივიწყებდით, მაგრამ გვაცლიან? ცალკე „ბოროტების ყვავილები“ დაშრიალებენ ბოროტად და ცალკე მათი გაფრქვეული თესლები დაჭყივიან, ერთი ბოროტება არ აქვთ ბოლომდე მოთავებული და მეორეს იწყებენ. ერთხანს აწონვა დავაპირე, მათ მიერ ჩადენილი ბოროტებებიდან ყველაზე დიდი ბოროტება რომელია-მეთქი და ვერ დავალაგე რიგის მიხედვით.
მათ მიერ ქვეყნის წინაშე ჩადენილი ყველა ბოროტება ერთნაირი ბოროტებაა, მაგრამ ცალკეულ კონკრეტულ პირთა მიმართ გამოვლენილი ქმედებები თავიანთ სამუშაო რვეულში ისე აქვთ დახარისხებული, სახელსაც რომ ვერ მიუსადაგებ _ უზრდელობაა, უხამსობაა თუ რა არის, ვერ დააწმინდავებ, როგორ ახსენო...
ბატონ შალვა პაპუაშვილს რომ არ ეთქვა, პირადად მე, წარმოდგენა არ მქონდა და ვერც წარმოვიდგენდი, რომ „ჯაან ევლოპული“ ლიეტუვადან გადმოუღიათ ის წამოწყება, რომელიც ფარულად, ალბათ, ისევ გრძელდება. ეჭვი არ მეპარება. ამერიკაში მყოფმა ქართველმა ემიგრანტმა დაწერა სოცქსელში, რომ აშშ-ის რომელიღაც პატარა ქალაქში მიმტანად მუშაობს და ტრამპის მომხრეებს საჭმელში უფურთხებს _ რა კარგი რამე მასწავლეთო.
შალვა პაპუაშვილი: „ისე, რომ ვიცოდეთ, საჭმელში ჩაფურთხება და ამგვარი ზურგსუკან საქციელი ლიეტუვური სტილია და ყოველთვის ყველაზე სამარცხვინო ქცევად ითვლებოდა. ფაქტია, რომ ყველაზე არაქართული პროტესტის მომსწრე ვართ, რომელიც ლიეტუვადან გადმოღებული ამ სამარცხვინო ქცევის იმედადაა.“
მხოლოდ მაგის იმედად რატომ, კედლებზე ჯღაბვნით რომ სიამოვნება ვერ მიიღეს და კონკრეტულ პირებთან მივარდნები სარისკოდ ეჩვენათ, ქვეცნობიერმა გაიღვიძა და უკარნახა: გოგოებო და ბიჭებო, თქვენ ხომ „შიგევროპელები“ ხართ, შეასხით ფრთები ურალოგანიას და მიეცით გასაქანი ომორაშსო.
ვინც „შიგევროპელი“ არ არის, რას ნიშნავს ან ერთი, ან მეორე, რატომ და საიდან უნდა იცოდეს, ამიტომ, ვიფიქრე, მოკლედ განვმარტავ-მეთქი, მაგრამ მომერიდა და იმედი დავიტოვე, რომ სრული განმარტების გარეშეც ადვილი მისახვედრი იქნება. 
ეს კი იქნება ადვილი მისახვედრი, მაგრამ იმ „გმირს“, რომელმაც სცენაზე და ფაქტობრივად, მსოფლიოს წინაშე რუსეთის დროშაზე მოშარდა, ვინ მიახვედრებს, რომ ამ ქცევით ჯერ საკუთარ თავს დაასაქმა, შემდეგ იქ მყოფებს, რომლებიც აღტკინებულები უკრავდნენ ტაშს მისი შარდის ბუშტის ესოდენ გარჯას.
საქმე ის არის, რომ ამ „გმირს“ რუსულ სტრიმინგზე „Яндекс Музыка“ და „В Контакте“-ზე აქვს განთავსებული თავისი კომპოზიციები და დიდი სიამოვნებით იღებს იქიდან გამომუშავებულ რუსულ ფულს. მამრი ლяკა გოგიევნა ხოშტარიას პონტშია, რა, ვითომ რომ რუსოფობი ხარ და რუსულ ფულს გულში იხუტებ, თანაც რუსულ საქმეს აკეთებ.
საბჭოთა კავშირის დროს, მახსოვს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო უწყება ლეონიდ ბრეჟნევის შარდის მოპოვებას ცდილობდა, რათა დაედგინა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ანალიზების პასუხების მიხედვით. მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ გავიდოდა წლები და კრემლის „ხმა“, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა ლისის ტბაზე ერთი ვინმე ტიპის მოშარდვაზე ყურადღებას სერიოზულად გაამახვილებდა.
დილიდან არაერთი ზარი გაისმა კომენტარის გაკეთების თხოვნით უცნობი ანტიგმირის საქციელზე, რომელმაც რუსეთის სამფეროვანი დროშით რაღაც წარმოდგენა მოაწყო თბილისში. უპირველესად, დროშა დროშად დარჩება, რაგინდ ჩაიდინოს შეშლილმა და მეორე, რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები ამ აღმაშფოთებელ ქმედებას შესაბამის შეფასებას მისცემენო, _ თქვა ზახაროვამ და გაიარა. 
ზახაროვამ კი გაიარა, მაგრამ კადიროვმა ჩამოიარა _ ისეთი თქვა დალაგებულად და წყნარად, რომ რა ვიცი, „გმირის“ ადგილზე მყოფს, პუტინის კი არა, ფანატიკოსი კადიროველების უნდა ეშინოდეს. საქმე ის არის, რომ ასეთი ფაქტი „მუქთაზე“ აქამდე ჯერ არ გატარებულა. დროშის დაწვაზე რეაქცია არ ექნებოდათ, გამიზნულ შეურაცხყოფაზეა აქცენტი. იმ ქვეშაფსიას შეუთვალეს, ბოდიში მოუხადე ხალხს და არა რუსეთის ხელისუფლებასო, მაგრამ არ გაიგონა, რომ მისი საქციელით მხოლოდ რუსეთი კი არა, ის კავკასიელი ხალხიც შეურაცხყო, ვინც რუსული დროშის ქვეშაა, თან აქვე ახლოს, სამეზობლოში.
ვინაიდან საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გამოცხადებული აქვს, რომ არ თანამშრომლობს ოკუპანტი ქვეყნის საგამოძიებო ორგანოებთან, კავკასიაში ჩადენილი უმსგავსო საქციელი არაოფიციალურად „გასარჩევად“ პუტინის შვილობილ კადიროვს გადაეცა.
ზოგადად, პუტინმა ისიც კი იცის, კასპში, ერთ დიდ კლდეში რა ადგილას დევს არსენა ოძელაშვილის შვიდასი თუმანი და, ის აღარ იცის, რომ „გმირი“ საქართველოს ხელისუფლების რუპორი კი არ არის, არამედ ფულისმოყვარე ჩვეულებრივი გამოქანთარებულია, როგორებიც თავისტკივილად მრავლად გვყავს აკაცუკების არმიის სახით? _ ამიტომ იყო ზახაროვას სიტყვა მოკლე და ამიტომ მოიხსენია შეშლილად „გმირი“.
გრიშა ონიანმა გამამხიარულა _ ერეკლეა თუ რა ჩემი შარბანყურბანააო და ისე ჩაახუჭუჭა, ვეღარ გავიგე, ვინ ვის უნდა დააშარდოს...
ეგ კი არა, ვინ ვის რას ედავება, ის ვერ გაგვიგია: ნიკა გვარამია და ნანული ჟორჟოლიანი გიგა ბოკერიას დაჭერას ისე მონდომებით ითხოვენ, ბოკერიას „მანგუსტა“ ცოლიც წამოიკიდეს და ახლა სამ ხმაში ითხოვენ „მთვლემარე პითონის“ დაჭერას;
თამარ ჩერგოლეიშვილი გვარამიას აგინებს და „ბოზად“ რაცხავს;
ნიკანორ მელია სანამ „გარეთ“ დასუნსულებდა, აზრზე არ იყო, ვის ემუქრებოდა, მაგრამ ყველას ემუქრებოდა და ისე შეიჭრა როლში, გირაოს გადაუხდელობის გამო სასამართლოს წინაშე წარდგენილმა მოსამართლეს შეასხა წყალი და ისე ზეგავაჟკაცდა, მისი ინტერესების დამცველი გვარამია უხმო გაზივით გაიპარა;
ვაშლი ვაშლის ხიდან შორს არ ეცემაო და მელიას მსგავსად, გიორგი გახარიაც ყველას ებრძვის, ოღონდ ახლა სასოწარკვეთილია, ვერ გაუგია, საიდან გადადგეს მელიას გამო;
ეს რომ „ხაბემ“ შეიტყო, შეშინებულმა მოკრძალებულად იკითხა, „სასო“ რა არის, მეც ხომ არ წარმკვეთენო? 
„ჯენ ზი“ ვითომ მიშას ებრძვის;
სალომე სამადაშვილი საკუთარი თავის გარდა ყველას ებრძვის, განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაციას აუბზუა ცხვირი;
მეორე სალომე ვერ გვაგებინებს, ვის ებრძვის, არადა, რაც ძალი და ღონე აქვს, იბრძვის;
ანა წითლიძე არ ჩანს, ამბობენ, მაიმუნის ჩუტყვავილა მაინცდამაინც მას დაემართაო;
იაგო ხვიჩიას ზოგჯერ ისე უნათდება გონება, საკუთარი ძაღლი ვეღარ ცნობს; 
პოლიტკრუნჩხვებში ჩავარდნილი კოტიკოს თინიკო დროდადრო ისეთს შეიკივლებს ხოლმე, რომ ძმებ ბერძენიშვილებს გადმოგდებული ენა ეყლაპებათ შიშისგან;
საქმე ის არის, რომ აგრესია მარტივი ცხოველური თავდაცვითი რეაქციაა. ის ავტომატურად ირთვება ყველაზე პრიმიტიულ ინდივიდებშიც კი და აბსოლუტურად არ საჭიროებს ინტელექტს. ჰოდა, ნუღარ გაგიკვირდებათ, რომ აკაცუკებიცა და მათი მსგავსნიც აგრესიულები არიან.
იუმორიც თავდაცვითი რეაქციაა, მაგრამ რთულია, რადგან მოითხოვს აბსტრაქტულ აზროვნებას, გარკვეული ცოდნის ბაზას, განვითარებას და გემოვნებას, ჰოდა, აბა, ეს ყველაფერი საიდან უნდა ჰქონდეთ „ბოროტების ყვავილისგან“ აღმოცენებულ თესლებს?
მოკლედ, ყველა თვითონ წყვეტს, ცხოველის დონეზე დავა, თუ ადამიანი იქნება...
რა ვიცი, აბა, მე მხოლოდ ძაღლი მახსენდება, რომელიც ნებისმიერ ხეს მიადგება ყველას თვალწინ და აიშვერს უკანა ფეხს, კატაც კი მოკრძალებულად აკეთებს ამ საქმეს, მალავს. ესენი კი ასეთი ქცევით ამაყობენ, ალბათ, ამიტომაც დაარქვეს თავზე დაშარდვას „ოქროს წვიმა“...
ოე, მარია ზახაროვა, პუტინ ბიძიას უთხარი, ზურამა თქვა, თქვენი დროშის დედაც ვატირე, ვის დაჰკარგვიხართ, შუაგულ თბილისში პარლამეტის წინ ქალმა მოგვიფსა, ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტს კაცმა მიაფსა, გმირთა მოედანზე აფხაზეთში დაღუპულთა სულისა არც კაცს შერცხვა და არც ქალს, ვიღაცას ზედ საფლავზეც დააფსა ქალმა და რა დროს თქვენი დროშაა, ვერა ხედავ, რა ფსმის კამპანიაა გაჩაღებულიო? 
არა, რა, „ბოროტების ყვავილის“ თესლები არ უნდა დამარხო, ამოდიან _ უნდა ამოძირკვო!

ზურა ოშხერელი