სულელები ჭკვიანების წინააღმდეგ
სატელევიზიო დებატებზე წერას აღარ ვაპირებდი ორი მიზეზის გამო - ჯერ ერთი, რომ ე. წ. ოპოზიციონერთა საცოდაობით დავიწვი და მეორეც, გამოგიტყდებით, იმავე ე. წ. ოპოზიციონერთა მიერ წყლის ნაყვა მომბეზრდა. აღარ ვაპირებდი-მეთქი, მაგრამ 10 მარტს „პირველ არხზე“ ისეთი დებატი „გაიჩითა“, რომ არ გამოვეხმაურო, არ შემიძლია, პირდაპირ დანაშაული იქნება.
ესე იგი, აქეთ, არიან ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი და კლინიკა „ვივამედის“ დირექტორი ნინო ნადირაძე. მეორე მხარეს, ანუ ე. წ. ოპოზიციას წარმოადგენენ რეჟისორი გიორგი სავანელი და „გირჩი - მეტი თავისუფლება“-დან გამოქცეული ცოტნე კობერიძე.
არ ვიცი, იცნობთ თუ არა ოთხივეს კარგად და ხვდებით თუ არა, როგორი თანაფარდობაა დონეების მხრივ, მაგრამ ჩემსას მაინც მოგახსენებთ: ჩემი ღრმა რწმენით, აქ ფარდობითობა არის 0.
გადაცემის წამყვანმა მაკა ცინცაძემ საუბარი მშვიდად დაიწყო, ალბათ, იმ იმედით, რომ დისკუსია ბოლომდე კონსტრუქციულად წარიმართებოდა. ცოტნე კობერიძემ ისე მიხლართ-მოხლართა სათქმელი, ბევრი ვერაფერი გავიგეთ - თურმე ქვეყანაში რომ სიძულვილის ენაა გამეფებული, ეს „ქართული ოცნების“ ბრალია. თურმე პატრიოტებს ებრძვიან არალეგიტიმური წარმონაქმნები. სავანელმა, რომელიც ცნობილია თავისი გიჟმაჟური გამოხდომებით და თვალების გადმოკარკვლებით, თავიდან ცოტა დარბაისლური დაიჭირა - მეო, ვიღაცები „ოლე-ოლას“ რომ მღეროდნენ, არ მომწონდაო, არც მელოდიაა კეთილხმოვანიო, არც მიზანი კეთილშობილურიო. ეს ამბავი ცოტა მეუცნაურა, ჯერ გიორგი ვაშაძის უცაბედმა დაწყნარებამ დამაეჭვა, ახლა ამისმა გადარბაისლებამ. როგორც ჩანს, იქ, ზემოთ „დიფ სთეითაანებში“ ამათ „უმფროსი“ შეუცვალეს, რომელმაც შედარებით დარბაისლური სქემა შეიმუშავა. უახლოეს მომავალში ნახავთ, ამ ტაქტიკას სხვებიც აირჩევენ და დაიწყებენ, ჩვენ ყოველთვის მშვიდობა გვინდოდა, უბრალოდ, „ქართულმა ოცნებამ“ სიგიჟეები „ჩაგვიდოო“, ჩვენ არაფერ შუაში ვართო.
სწორად დაუსვა იდიოტებს საკითხი ნინო ნადირაძემ! მლანძღავთ, ცილს მწამებთ, რუსეთუმეს მეძახით და ასე რანაირად უნდა გადამიბიროთო? მართლაც, ამათ ხომ ტალახიანი გზა აირჩიეს?
ნინო ნადირაძე ეკითხება ორივეს, პირდაღებულები რომ სხედან მის წინ: ხელისუფლებას ებრძვით, „ოცნების“ შეცვლა გინდათ, იქნებ, მითხრათ, პრემიერ-მინისტრად ვის მოიაზრებთო? ცოტნე კობერიძემ ეგრევე წამოიძახა, დაუფიქრებლად გაამჟღავნა - ბორის ჩელე ყურუას მოვიაზრებ პრემიერ-მინისტრად, რა პრობლემააო? გგონიათ, იხუმრა? სულაც არა, ბორის ჩელე ყურუა მისი კუმირია, ისინი ერთად წამოვიდნენ გირჩ ზურაბას პარტიიდან. ამ კობერიძეს ისე აქვს ტვინი დაკონსერვებული, მეტი ვერავინ წარმოუდგენია პრემიერ-მინისტრად. სვანელმა თავი შორს დაიჭირა, მე ამ შეკითხვაზე თავს შევიკავებო, ალბათ, იცით, 9 პოლიტიკური სუბიექტი რომ გაერთიანდაო, იქ ითათბირებენ და კანდიდატურას წარმოადგენენო. ვინ რა უნდა წარმოადგინოს? ან რომ წარმოადგინოს - მერე რა? ალბათ, სარკოფაგიდან წამოაგდებენ ვინმეს და გვეტყვიან, ახალი სახეაო. მაგ თითოკაციან სუბიექტებს გაერთიანება არ უწერიათ, სანამ მეორედ დასხდებიან „სტოლთან“, თამარა ჩერგოლეიშვილი დასცხებს თინა ბოკუჩავას-მეთქი. ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი, მე რომ მაგათ დატაკებას და მალაყზე გადასვლას ერთ-ორ თვეში ველოდებოდი, აგერ, წინა კვირას ამოჭამეს ერთმანეთი, თამარა ჩერგოლეიშვილმა სულ თახსირები ეძახა „ნაცებს“. საქმეში პეტო ცისკარიშვილიც ჩაერთო და ბოკუჩავა გამოლანძღა, მისი მხარე არ დაიჭირა და ისიც გაბაზრდა, ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარეობიდან ხსნიანო. ისე, სადაც სტაჟიანი პეტოა, იქ „უმფროსად“ ბოკუჩავას რა უნდა?
მოკლედ, ნინო ნადირაძემ კარგად გაიფინა თავხედი უვიცები და გააბითურა - რუსეთუმეს რომ ეძახით ამ ხელისუფლებას, სად ნახეთ ამათი რუსეთუმეობაო? მიშა სააკაშვილი მახსოვს, საბაჟოზე რომ იდგა და რუსებს ეხვეწებოდა, მოდით, ჩაგეხუტოთო. ამ ხელისუფლებისან მსგავსი არავის გაუკეთებიაო. ან მე რატომ მეძახით რუსეთუმესო? რა შემამჩნიეთ საამისო, მოსკოვის ბილეთი მიჭირავს ხელში თუ ბიზნესები მაქვს რუსეთშიო? ნინო ნადირაძემ ფარჩაკებს ის წამოაძახა, რითაც „ნაცების“ ზოგიერთი „თვალსაჩინო“ წარმომადგენელი სულდგმულობს. შენ რომ შემთხვევით წახვიდე მოსკოვში რამე საქმეზე, აეროპორტში უამრავ აკაცუკს ნახავ ჩრდილოეთით მიმავალს. ვინც ამას შეამჩნევს, ეხვეწებიან, არ გაგვთქვათ, არსად არ თქვათო. აბა, კობა ნაყოფია რომ რუსეთუმეს დაგიძახებს, რომელსაც რუსეთში ბიზნესებიც აქვს და ბინებიც აოხრია, ხომ უნდა იცინო? ჩვენ ასეთ რაღაცებზე ვიცინით, მაგრამ ისინი სერიოზულად მსჯელობენ, რომ საქართველოს მხოლოდ პრორუსული კი არა, რუსული ხელისუფლება ჰყავს. რუსო, რუსო-ს ძახილი ვერ მოიშალეს, ესეც დიდი შეცდომა და სიჩლუნგეა, ეროვნება არ უნდა აქციო სალანძღავ სიტყვად, დაუშვებელია. ეგ არასდროს მოხდება, მაგრამ დავუშვათ, მოხვედი ხელისუფლებაში, მერე? რუსეთთან არ გექნება ურთიერთობა? ომს გამოუცხადებ? ხალხმა რა დაგიშავა? ჩვენ პოლიტიკას ვემსხვერპლეთ და ვემსხვერპლეთ იმიტომ, რომ შეცდომები დავუშვით, ემოციებს ავყევით, ზედმეტი წარმოდგენები შეგვექმნა საკუთარ თავზე.
ბონდო მძინარაშვილმაც კარგად „მოუხაზა“ ე. წ. ოპო ბიჭებს, აუხსნა, ამ ქვეყანაში ვინ აღვივებს სიძულვილს, ვინ ცდილობდა, პატიოსანი ადამიანებისთვის საჭმელში ჩაეფურთხებინა, სადარბაზოსთან დახვედროდა, შეურაცხყოფა მიეყენებინა. სხვათა შორის, ამ დებატიდან მეორე თუ მესამე დღეს სარკოფაგიდან წამომდგარმა ირინე სარიშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც თავისნაირ ჩმორებს მოუწოდებს, სადაც არ უნდა იყოს, „ქოცები“ უნდა დავაჩმოროთო, ქუჩაშიო, მაღაზიაშიო, ტრანსპორტშიო.
დაახლოებით 40 წუთი გაუძლეს „დარბაისელმა“ ე. წ. ოპოზიციონრებმა, ასე თუ ისე, ისმენდნენ, მაგრამ შემდეგ მაინც გამოაჩინეს თავიანთი მოცვეთილი ბრჭყალები. ამას, ამ სავანელს ისე დაეწყო თვალების კარკვლაი საკვირველი. მეო, ისეთი სუფთა ვარ, ვერაფერი რომ ვერ მომიძებნეს, პედერასტობა დამაბრალესო. ჰო, კიდევ ის დამაბრალეს, რომ თურმე მახინჯიც ვყოფილვარო. ხედავთ, როგორ სწყენია? ესენი ცეცხლით და მახვილით უტევდნენ პარლამენტის შენობას, პოლიციელებს „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ასახიჩრებდნენ, „იმედისა“ და „პოსტივის“ ჟურნალისტებს რას არ ჰკადრებდნენ და სავანელი ამბობს, მახინჯი მიწოდესო, პედერასტი დამიძახესო. შვილო, შე ვირიშვილო, უარესი რამე რომ არ დაგიძახეს და არ გიწოდეს, არ გიკვირს?
გელა ზედელაშვილი

