რას მოითხოვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა?
ახალი რეზოლუცია „საერთო გაზეთთან“ ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ შეაფასა.
2026 წლის 24 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო კრიტიკული რეზოლუცია „დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება საქართველოში“. დოკუმენტს, რომელიც საქართველოში დემოკრატიის განგრძობად უკუსვლაზე მიუთითებს, მხარი 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, 5 წინააღმდეგი იყო, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.
- ბატონო ზაალ რას მოითხოვს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა?
- ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა კვლავ იმ იმ მოთხოვნების შესრულებას, გვაიძულებს, რაც წლების წინ შემოგვთავაზა. საქართველოს ხელისუფლების პასუხიდან ჩანს, რომ ისინი ამის გაკეთებას არ აპირებენ და მიდის ასეთი „მკლავჭიდი“. ამით კი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები ზიანდება, რაც აშკარაა.
- უფრო კონკრეტულად ?
- ამ რეზოლუციით მოითხოვს წინა რეზოლუციებში მოთხოვნილი რეკომენდაციების შესრულებას. ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო ხელახალი არჩევნების ჩატარება, ასევე, ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრების გათავისუფლება და, პრინციპში, ისეთი ცვლილებების გატარება, რომელიც „ოცნებას“ ჩააყენებს დასუსტებული სუბიექტის პოზიციაში, ხოლო ოპოზიციას გააძლიერებს.
- „ქართული ოცნება“ დათმობაზე წავა, თქვენ როგორ ფიქრობთ?
- ჯერჯერობით ამის ნიშნები არ იკვეთება.
ნაზი ბერიძე
