ედიშერ გვენეტაძე: წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო...
გვესაუბრება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ედიშერ გვენეტაძე:
_ ბატონო ედიშერ, წინა კვირას ერი კათოლიკოს-პატრიარქს გამოემშვიდობა. რა დაგვანახა უწმიდესის გარდაცვალებამ?
_ პატრიარქის გარდაცვალებამ უმთავრესი რამ დაგვანახა: ქუჩაში გრძელ რიგებში მდგომი ქალი, კაცი, ბავშვი, მოხუცი თუ შეზღუდული შესაძლებლოებების პირები, ზოგადად, ქართველი ერი, იმ ურყევმა რწმენამ გააერთიანა, რასაც მამული, ენა და სარწმუნოება ჰქვია, რომლის განსახიერებაც პატრიარქი იყო. დიახ, ქუჩაში ზღვა ხალხი გამოვიდა, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო უწმიდესისთვის, რომლის სახელი მამულს, ენას და სარწმუნოებას უკავშირდება. ცალკე იდგა ერთ მუშტად შეკრული ქართველი ერი და ცალკე იყვნენ აკაცუკები, რომლებზეც აკაკიმ ჯერ კიდევ როდის დაწერა: არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითაო. მათთან ერთიანობაზე ან მათ გამოსწორებაზე საუბარი გამორიცხულია. ყორღანაშვილებთან, ბერბიჭაშვილებთან ქართველმა ერმა რაზე უნდა ილაპარაკოს?! ან, რა ველაპარაკოთ იმ არსებებს, რომლებიც სამეგრელოს ტყეებში ზვიად გამსახურდიას მოსაკლავად დასდევდნენ?! მათი მოქცევა შეუძლებელია, რადგან ეშმაკის ნაშიერნი არიან.
მსგავსი ფარისევლობა, რასაც ეს აკაცუკები სჩადიან, წარმოუდგენელია: ვითომ პატრიარქის ღვთივ მიცვალებას გლოვობენ, ვაი-ვიში აქვთ ატეხილი გავერთიანდეთო და გულზე მჯიღს იცემენ, ამ დროს კი, რას ამბობენ? _ ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ რუსოფილი შიო დანიშნაო. ხვდებით, საქმე რასთან გვაქვს? ვინმეს მართლა ჰგონია, რომ ეს ღვთის პირიდან გადავარდნილები ვერ გრძნობენ, რას აკეთებენ, რამდენად დიდ დანაშაულს სჩადიან ღვთისა და ერის, ასევე, პირადად ილია მეორეს ხსოვნის წინაშე?! არა, ბატონებო, ყველაფერს მშვენივრად ხვდებიან, უბრალოდ, ამ უხსენებლებს, სატანის მოციქულებს დავალება აქვთ მიღებული, რომ ილაპარაკონ, ილია II რუსეთის აგენტიაო. ამაზე საუბარს უკვე ღიად, ტელევიზიების საშუალებითაც აღარ ერიდებიან. თუ ასე არ იტყვიან, დავალების მიმცემებისგან დოლარ-ევროებს ვეღარ მიიღებენ. ეს „მგლოვიარენი“ _ 50-60 კაცი ქვეყნის, ქართველი ერისთვის უმძიმეს დღეებში, რუსთაველის გამზირზე აკაცუკობდნენ. საზოგადოებამ დაინახა, რომ, როგორც პოლიკარპე კაკაბაძის შედევრში „ყვარყვარე თუთაბერშია“ ნათქვამი: მათი გამოსწორება არ იქნება. მოსახლეობის ჯანსაღმა ნაწილმა უნდა გააცნობიეროს, რომ ისინი ქვეყნის მტრები არიან, რაც ჯერ კიდევ უწმიდესის გარდაცვალებამდე დაადასტურეს.
თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე ფაქტს მოგახსენებთ: თინა „ტაივანჩიკმა“ პირდაპირ მიუთითა, მარნეულში ტერორისტების მოსამზადებელი უნივერსიტეტი გვაქვს და საქართველო დაბომბეთო, რაც მას მისმა პატრონებმა ათქმევინეს. ეს ხაზი გივია თარგამაძემ განაგრძო, რომელსაც უბრძანეს: თინას მხარი აუბიო და მანაც ორკესტრირებულად დასვა შეკითხვა, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დაბომბვას რატომ აგვიანებთო. ეს თემა დააგვირგვინა ღენერალმა ვახტანგ კაპანაძემ, რომელმაც განაცხადა: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ყველაზე დაუცველი მონაკვეთი საქართველოშია და დაბომბეთო. კიდევ კარგი, ამერიკას ბაიდენის ადმინისტრაცია აღარ მართავს, თორემ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საქართველოს დაბომბავდნენ. პატრიარქის ღვთივ მიცვალებამ აქაური მეხუთე კოლონა კიდევ ერთხელ თავიდან ბოლომდე გააშიშვლა და დაგვანახა, რომ კოლექტიურ „თინა ტაივანჩიკებს“ ერთი სული აქვთ, როდის აღიგვება საქართველო პირისაგან მიწისა, მაგრამ ამას ვერ ეღირსებიან. მათ ერთი მიზანი აქვთ _ უცხოელი პატრონების მიერ გადმოგდებული გამოხრული ძვლის გარეშე არ დარჩნენ. აგერ, უკვე, 35 წელია ამ „ძვალს“ გემო გაუგეს და თავიანთი უსამშობლო თითებით ებღაუჭებიან. დიახ, პური მათი არსობისა უცხოელი პატრონების მიერ გადმოგდებული გამოხრული ძვალია და არა ქრისტეს ხორცი, რასაც ქრისტიანული სამყარო ქრისტეს სისხლთან ერთად 12 აპრილს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ეზიარება.
ამ ყველაფრის მერე მათ გამოსწორებასა ან მათთან ერთიანობაზე ლაპარაკი, გამორიცხულია! ესენი ყორღანაშვილები, ბერბიჭაშვილები და ის სხვა მოღალატეები არიან, რომლებიც აღა მაჰმად ხანს მიუსხდნენ და უთხრეს: ქართველებს მეზარბაზნეები არ ჰყავთ და უკან მობრუნდითო. ამ აკაცუკების ადგილი ვირის აბანოშია. ნეოტროცკისტი აკაცუკები პირდაპირ გვეუბნებიან: უნდა დაგხოცოთ, გაგანადგუროთ, პირისაგან მიწისა აგღავოთო. ასეთ ადამიანებთან ზნეობაზე, ქრისტიანობაზე, ადამიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
_ არც ნჯო-ები და არც მათი პატრონები, პატრიარქის გარდაცვალებას სამძიმრით არ გამოხმაურებიან. სამაგიეროდ, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობებს არ იშურებენ.
_ დიახ, არავის ეგონოს, რომ ეკლესიის დისკრედიტაცია მხოლოდ აქაური უსამშობლოების, ნჯო-ების, კრებსითი მეხუთე კოლონის შემოქმედებაა. არა, ბატონო, ეს გარე ძალებიდან მოდის, რომლებიც თავიანთ „შეგირდებს“ კაჟაია ბულავასავით ხელს აუქნევენ და ესენიც მაშინვე ბღავილს იწყებენ. 17-22 მარტს გამოჩნდა, რომ ამ ძალებს საქართველოში 35 წლის ნამამაძაღლარი გეგმა საბოლოოდ ჩაუვარდათ, რაც სწორედ ამ დღეებში გახდა მკაფიო. ამიტომაც პატრონებმა, აქაური აგენტურის მიერ შეხვილიფებული ფულების მოკითხვა დაიწყეს. დიახ, თანხა შეჭმულია, საქმე კი _ გაუკეთებელი.
აქვე მინდა, მკითხველის ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო: პატრიარქის გარდაცვალებამ ქუჩაში მოსახლეობის 40% გამოიყვანა მაშინ, როცა ირანში აიათოლა რუჰოლა ხომეინი (რომელსაც ოფიციალურად იმამს უწოდებენ) რომ გარდაიცვალა, გარეთ მხოლოდ ხალხის 18% გამოვიდა. სხვათა შორის, პაპის _ იოანე პავლე მეორის გარდაცვალების გამო მთელ მსოფლიოში მოსახლეობის მხოლოდ 12% გამოვიდა. ამდენად, ეს იშვიათი მოვლენა იყო, რაც ქართველ ერს ჯერ კიდევ არ აქვს გაცნობიერებული. როგორც ზემოთაც აღვნიშნე, ქართველისთვის მამული, ენა და სარწმუნოება პატრიარქში განსახიერდა.
ცალსახად გამოიკვეთა, რომ ქართველი ხალხი თავის სამშობლოში არ დაუშვებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ლგბტ პროპაგანდას, ომში ჩაბმას. მას, ასევე, სურს იცოდეს, რაში ხარჯავენ ე. წ. ნჯო-ები, იგივე მეხუთე კოლონა უცხოეთიდან შემოსულ თანხებს. ქართველი ხალხი უკომპრომისოა შემდეგ საკითხშიც _ ის მის მიერ არჩეული ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას არ დაუშვებს. ჩვენს ერს ე. წ. გასაბერი ეკლესიების გაგონებაც კი არ სურს. დიახ, იგი არ დაუშვებს მართლმადიდებლურ ეკლესიებში მდედრობითი სქესის დიაკვნების, მღვდლების, ეპისკოპოსების არსებობას. როგორც იცით, ანგლიკანური ეკლესიის ისტორიაში პირველად, უმაღლეს რელიგიურ პოზიციაზე ქალი დაინიშნა.
_ ბატონო ედიშერ, აკაცუკებმა პირველი ლედის დისკრედიტაციაც სცადეს, რომელიც ვაშინგტონში მელანია ტრამპის მიწვევით მნიშვნელოვან სამიტზე იმყოფებოდა.
_ აკაცუკები რთულ სიტუაციაში არიან _ ხედავენ, რომ ეკლესიასთან ბრძოლაც პირნათლად წააგეს. ამიტომ ახლა პირველი ლედის დისკრედიტაციაზე გადავიდნენ და სრული ბაკქანალია მოაწყვეს. ჯერ ამბობდნენ, ვაშინგტონში ბაგრატიონი არავის მიუწვევია, იგონებსო, მერე იქ ჩასულს ინგლისურის ცოდნა დაუწუნეს. თამარ ბაგრატიონმა პირველი ლედები და პირველი ქმრები რომ ახსენა, ხომ მთლად გადაფიჩინდნენ და რა კუდი აღარ მოაბეს. ამ დროს მშვენივრად მიხვდნენ, პირველმა ლედიმ რაც იგულისხმა. ვინ ქილიკობს? – ის ხალხი, რომელთაც სამეგობროში, ერთმანეთში იმდენი ქმარი და ცოლი ჰყავთ გამოცვლილი, რომ ძველი კოლმეურნეობის ბუღალტერს ამის ჩამოჩოთქვა ნამდვილად გაუჭირდებოდა. ესენი ხომ ზნეობასთან მწყრალად არიან. მათ სძულთ საქართველო, პატრიარქი, მამული, ენა, სარწმინოება და, ზოგადად, ქრისტეს სჯული. ეს ის სექტაა, რომელიც ბოლო 35 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა და ყველაფერზეა წამსვლელი.
_ ახლახან, სასამართლომ ხოშტარიას წელიწად-ნახევრით პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიცია ამბობს, ოთხი შვილის დედა ფლომასტერით გაკეთებული წარწერის გამო დაიჭირესო. ევროპარლამენტი კი მას სინდისის პატიმრად აცხადებს და დამნაშავის გათავისუფლებას ითხოვს.
_ ოთხი შვილის დედობა და პოლიტიკოსობა ინდულგენცია არ არის _ ვინც კანონს დაარღვევს, სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს. ხოშტარიას შეეძლო სასამართლოს მიერ დაკისრებული გირაოს თანხა გადაეხადა, თუმცა ამას დემონსტრაცუილად არ აკეთებს. მას უნდა, ციხეში იყოს და თავი წამებულად წარმოაჩინოს. ჰოდა, იჯდეს, დღეს ციხე მისნაირებისაა და მშვიდობაში მოიხმაროს. ხოშტარიას დამცველ პროდასავლელებს მინდა ვკითხო: ლიაკას მამა გოგია ხოშტარია, რომელმაც ზვიად გამსახურდიას უღალატა, კრემლისგან დღემდე ასი ათასობით რუბლს იღებს. თუ ლიაკა ხოშტარიას მართლა ასე სძულს კრემლი და გამეტებით ებრძვის პუტინს, ნუთუ, ამ უკანასკნელმა არ იცის, რომ მამამისს სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებს?! გამოდის, პუტინი დედამიწაზე ყველაზე დიდი დემოკრატი ყოფილა, რადგან ლიაკა ხოშტარია რუსეთის მტერია, კრემლის ასაღებად ემზადება, პუტინმა ეს იცის და გოგია ხოშტარიას ვითომ მემკვირეობის ფულებს ურიცხავს?! სწორედ ესაა საკითხვი. მაგრამ, ვაი, რომ საკითხავიც აღარ არის და ყველაფერი დღესავით ნათელია.
_ ვაშაძემ განაცხადა, ხელისუფლებაში მოსასვლელად ვემზადებითო. გვარამიამ კი, ჩვენი სახით ახალ ხელისუფლებას ხედავთო. რის იმედზე არიან?
_ წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, სწორედ მათზეა ნათქვამი. ისე არიან გამობაიდენებულნი, რომ მგონი, ამერიკის პრეზიდენტი ისევ ბაიდენი ჰგონიათ. ხომ გახსოვთ, რა გახარებული ჩამოვიდა წინა წელს ჭიჭიკო ვაშაძე ვაშინგტონიდან და პირდაპირ „ტვ-პირველის“ ეთერში ბრძანა: ამერიკაში გადაწყდა, საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოსო. ამ ვაჟბატონს ჭიჭიკო მე შევარქვი. ადრე მხოლოდ სახელმწიფო ტაქსები არსებობდა და ისე მანქანით თუ წაგიყვანდა ვინმე, მას ჭიჭიკოს ვეძახდით. ეს ჭიჭიკოც, ფული თუ არ ჩაუკუჭე, ისე ნაბიჯს არ დგამს. ჭიჭიკო ვაშაძე პროფესიით იურისტია, თუ არ ვცდები, საჯარო მმართველობაზე დისერტაციაც აქვს დაცული და ამიტომ მინდა ვკითხო: საქართველოს კონსტიტუციაში სადმე წერია, რომ ამერიკამ აქ ხელისუფლება უნდა შეცვალოს?! ძალიან კი იყო მოწადინებული, მაგრამ ხელისუფლების შეცვლის მაგივრად, თავი ვირის აბანოში ამოყო გვარამიასთან ერთად. ვერც კი ხვდებიან, რომ ეკრანზე თავიანთი გამოჩენით ქართველ ხალხს უფრო და უფრო უმტკიცებენ იმ აზრს, რომ მათი ადგილი ქვეყნის ხელისუფლებაში არ არის. კარგია, ხშირად გამოჩნდნენ: ჭიჭიკო, გვარამია, გუბაზა, მისი ბურვაკი, თინიკო ბოკუჩავა, ანთილიყო და სხვები _ ამით სამარეს თავად ითხრიან, ცხადი ხდება, რომ „წითელი აქვთ ანთებული“ და ხელისუფლებაში ვერასდროს გაჭაჭანდებიან.
თამარ შველიძე

