პატრიარქის სახით ჩვენმა ქვეყანამ ზეციურ საქართველოში დიდი მეოხი შეიძინა

პატრიარქის სახით ჩვენმა ქვეყანამ ზეციურ საქართველოში დიდი მეოხი შეიძინა

პატრიარქის ზეციურ საქართველოში გასაცილებლად, მთელი ქართველი ერი შეიკრიბა, ეს აკაცუკები კი, სოციალურ ქსელში იქნება თუ სხვაგან, ღვარძლსა და ათას სისაძაგლეს ანთხევენ. მათ აკაცუკებიც ჰქვიათ, მავნებლებიც, აგენტებიც, უსაქმურებიც, ღვარძლიანებიც, უვიცებიც, უზრდელებიც და ყველა ის ცუდი სიტყვა, რაც კი ამქვეყნად არსებობს, მათთვის არის მოგონილი. სოციალურ ქსელში ჩვენს უწმინდესზე უამრავ სიბინძურეს წერენ. 
ცხადია ეს მათგან მოსალოდნელიც იყო, არც მიკვირს. მათგან სიბინძურის მეტს, სხვას რას უნდა ველოდოთ. მაგრამ მე გული ერთ რამეზე მწყდება _ ნორმალური ადამიანები აღშფოთებულები რომ აზიარებენ, ნახეთ, ამ უნამუსოებმა რა დაწერესო. ვერ ვხვდები, რა საჭიროა მათი ნანთხევი ღვარძლისა და ბოღმის გაზიარება და ამით საკუთარი ველის დაბინძურება. წარმოიდგინეთ, ქუჩაში ვიღაცის გადაყრილი ნაგვით სავსე პარკი რომ ვიპოვოთ და აღშფოთებულებმა ახლობლების ოჯახებში დავიწყოთ მისი ჩამოტარება, ნახეთ, ვიღაცამ ქუჩაში ნაგავი დააგდოო და ასე მოვიაროთ მთელი საახლობლო. ერთი რამ უნდა გავიგოთ და კარგად გავაცნობიეროთ, რომ მათ საქციელებზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის. ისინი ჩვენთვის არ არსებობენ იმიტომ, რომ ქართველები, ჩვენი თანამემამულენი, თანამოქალაქენი არ არიან. ამიტომ, ჩემთვის მართლა გაუგებარია, მათი გავრცელებული ღვარძლი ჩვენ რატომ უნდა ვაზიაროთ და ამით ერთმანეთს ნერვები ვუშალოთ?! უბრალოდ, ჩუმად, დავსევდიანდეთ, ასე პატივისცემით გავაცილოთ ჩვენი პატრიარქი და ცხოვრება განვაგრძოთ. იმიტომ, რომ როგორც მეუფე შიომ თქვა: პატრიარქის სახით ჩვენმა ქვეყანამ ზეციურ საქართველოში დიდი მეოხი შეიძინა. აი, ასე სოლიდურად, ღირსეულად ჩავათავოთ ეს ყველაფერი. აკაცუკები ჰქვიათ, თუ ვინც არიან, მათგან როდესმე ვინმე სიკეთეს მოელის?! წარმოიდგინეთ, აქით უგულავამ თქვა რაღაც, იქით კიდევ ვიღაც სხვამ. კი ბატონო, საყურადღებოა ის, რომ ისინი არ იცვლებიან. არც უნდა გვქონდეს იმედი, რომ ოდესმე შეიცვლებიან და უცებ ჭეშმარიტი მორწმუნენი გახდებიან, ან ეკლესიის კედლებს თავს დაახლიან. ისინი ხომ ისე იქცევიან, რა დროსაც და როგორც სჭირდებათ. გავიხსენოთ, სააკაშვილს როცა სჭირდებოდა ხან ყაზახი იყო, ხან ქართველი, ერთ დროს რუსიც, სომეხიც იყო, თუ არის კიდევაც, წყალბურთელიც იყო, ფეხბურთელიც მოჭიდავეც, ვიმეორებ, გააჩნია, როდის როგორ სჭირდებოდა. სინამდვილეში, მას არც ყაზახი უყვარს, არც სომეხი და არც ქართველი, ასევე, არც ფეხბურთი და არც წყალბურთი. დიახ, სააკაშვილს და მის მიმდევრებს არც პატრიარქი უყვართ, არც საქართველო, ზოგადად ადამიანი არ უყვართ და რაზე უნდა ველაპარაკოთ.
პატრიარქი გარდაიცვალა თუ არა, მაშინვე პოლიტიკური თემებით სპეკულირება დაიწყეს _ ხელისუფლებამ ყველა პატიმარი გაათავისუფლოს და სწორედ ეს იქნება პატრიარქის ხსოვნის პატივისცემაო. ეს რას ნიშნავს? _ საქართველოს მტრები, რომლებიც სასჯელს საკმაოდ მძიმე დანაშაულებისთვის იხდიან, გარეთ უნდა გამოვუშვათ იმიტომ, რომ პატრიარქი გარდაიცვალა?! ერთი ტკივილი არ გვეყოფა და კიდევ, აქვთ ბოღმით უნდა გავსკდეთ?!  
ისე გათავხედდნენ, სააკაშვილმა ბრძანა, ჩემი ტაძარში პატრიარქთან გამოსამშვიდობებლად მიყვანა, ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდაო. ერთიანობისკენ გადადგმული ნაბიჯი იცით, რა იქნება? _ ამ ვაჟბატონს დილეგის კარი რომ ჩაუკეტო და გასაღები შორს მოისროლო. ესენი რა გაერთიანებაზე საუბრობენ, როცა თავიანთვე ჩამოყალიბებულ ერთობაში, ორ საათში ერთმანეთს დაერივნენ. ვისთან გაერთიანებაზე ვლაპარაკობთ, ირინა სარიშვილთან?! თუ მეგის ქარდავასთან, ან თინა ხიდაშელთან?! 

გია იაკობაშვილი