„დიხლოფოსის კანონი“
უფალო, ჩვენც დავიღალეთ!
ხელისუფლებას ვეკითხები: რეები არიან ეს არსებები? რატომ მჩაგრავს კანონი კანონმორჩილ მოქალაქეს?
უცხო ქვეყნების ლაბორატორიებში სპეციალურად გამოყვანილ ამ მავნებელ არარაობებს თავებს ვარახუნებინებდით ერთმანეთზე პირველივე მავნებლობაზე, მაგრამ მერე ჩვენ გამოგვიყვან დამნაშავედ და ეს რანაირი კანონია?
18 მარტიდან ძალიან სხვანაირად დავიღალე, გამოვიფიტე! არანაირი სურვილი აღარ მაქვს, კიდევ უფრო დავმძიმდე და დაგამძიმოთ, ამიტომ მსუბუქად გადავივლი...
საკუთარი თვალით მაქვს ნანახი ათასგვარი მავნებელი, ზოგი მიკროსკოპში, ზოგი თვალნათლივ: მახრა, ვაზის ფილოქსერა, ბუგრი, ტარაკანი, მუნი, „მანდავუშკაც“ კი, აი, ესენი რეები არიან?
„ანტიქართველი“, „სამშობლოს მოღალატე“, „უცხო ქვეყნის აგენტურა“, „უსამშობლო“ და ა. შ. შეფასებები მე არაფერს მაძლევს, რადგან ეს ისედაც თვითონვე გადმოფინეს წარბშუხრელად. ისინი არავის გამოუაშკარავებია, თვითონვე მოიხსნეს ნიღბები და პირიქით, სიამაყით გამოაცხადეს, რომ ერის სხეულზე გამოყრილი მუწუკები არიან, ინფექციური ავადობა, რომელიც ძალზე მარტივი მოსარჩენია, თუ ხელისუფლება „ექიმობას“ ითავებს, რაც ისედაც მისი მოვალეობაა – მე კანონი მინდა, რომელიც ამ უსახელო არსებების შემოტევებისგან დამიცავს!
იმ რატომღაც „შავბნელად“ მონათლულ დროში, „შინაური“ მწერებისთვის არსებობდა „დიხლოფოსი“, დასხამდი, მიასხ-მოასხამდი და მათ კვალს ვეღარ ნახავდი; ან რაღაც თეთრი, ცარცისმაგვარი იყო, იმით გახაზავდი წრფეს და შენს საზღვარს ცნობისმოყვარე ტარაკანი ვეღარ კვეთდა;
ბოქვენის იმ რაღაც ტილებისთვის იყო „რტუტნი მაზი“ და – გაქრა პრობლემა, აღარ არის!
ბაღ-ვენახი იყო და, დღემდე შხამქიმიკატები გამოიყენება მავნებლების შესამუსრად;
ფაროსანა უსაშველოდ გამრავლდაო და იმასაც ეშველა...
ეს რაღაცეები რა გახდნენ, რას მიკეთებს კანონშემოქმედი ორგანო, ერთი ეფექტური „შესასხურებელი კანონის“ მიღება დემოკრატიულად აკრძალულია?
ქუჩის ძაღლებს და კატებს ასტერილურებენ ან აძინებენ და ესენი რა აუღებლები გახადეს!
ხელისუფლება რომ ხარ, მე შენ გთხოვ – დამიცავი ჩემივე თავისგან, რადგან კაკო ყაჩაღივით რომ გამოვხტე მათ წინააღმდეგ, მე დამიჭერ და რა ვქნა კანონმორჩილმა ადამიანმა, მე რომ შენს დასაცავად გამოვვარდები, მე რატომ უნდა დამსაჯო?
ესენი იგივენი არიან, პირველები რომ გამოცვივდნენ გულზე სამგლოვიარო მიხაკებით და „შარლი ებდოს“ იმ დახოცილ თანამშრომლებს გლოვობდნენ, რომლებმაც მუჰამედი გააშარჟეს და ამიტომ გახდნენ მორწმუნე მუსლიმების მსხვერპლი.
მუსლიმურ სახელმწიფოშიც არიან ერთმანეთზე სამტროდ გადაკიდებული დაჯგუფებები ან ე. წ. პოლიტიკური პარტიები, მაგრამ წარმოგიდგენიათ ასეთი რამ მუსლიმანურ ქვეყანაში, რომ თავიანთ სულიერ წინამძღოლებს შეურაცხყოფას აყენებდნენ და მეჩეთებს აზიანებდნენ?
არც იმ ე. წ. ევროპულ დასავლეთში გამიგია, რომ რომის პაპსა და ვატიკანს ესხმოდნენ თავს, წმინდა პეტრეს ტაძარს უხამს წარწერებს აწერდნენ, ხატ-ღმერთებს სახეს უკაწრავდნენ და საღებავს ასხამდნენ;
არც ის გამიგია, რომ სადმე სინაგოგას დასხმოდნენ ებრაელები თავს;
არც ბუდისტები ესხმიან თავს თავიანთ ტაძრებს და, საერთოდ, არ გამიგია, რომ სადმე, რომელიმე რელიგიის ან ამ რელიგიებიდან გამომდინარე ცალკეული რელიგიური მიმდინარეობის წევრები ესხმიან თავს თავიანთ სალოცავებსა და თავიანთ სულიერ წინამძღვრებს, თუნდაც სულაც არ იყვნენ ღრმად რელიგიურები...
ამიტომ ვამბობ, ესენი ვიღაცები კი არა, რაღაცები არიან, რობოტისმაგვარი სულიერი არარაობები, რომელთაც ფოსტალას დონეზეც არ აქვთ განვითარებული ის ერთი უჯრედი მაინც.
ამჯერად იმ ცხრა + ორ „სამ პ“-ზე“ არ მაქვს საუბარი, ისინი მსუქანი ღლავები არიან. „სამი პ“ ვართ, პატიოსანი, პროფესიონალი და პატრიოტიო თუ რაღაც ასეთი რომ მოაბოდიალა ცნობილმა „ყ“-მ.
– რათა სამი? – წამიერად გამიელვა თავში.
– მაშ რამდენი? – ჩამეძია ეკოლოგიურ კატასტროფაში მოხვედრილი ფრინველის მსგავსი ვაშა ურაძე.
– ოთხი! – ვუთხარი და თითები გავატკაცუნე.
– მივხვდი, მეოთხეა პირუთველი! – გაუხარდა დურაკს.
– არა, ოთხი კი არა – ექვსი! – დავუზუსტე და გავინაბე, მაინტერესებდა, რას იტყოდა.
საგონებელში ჩავარდა, ნეტავ, „პ“-ზე კიდევ რა სიტყვა იწყება, ან ხუთს რატომ გადაახტა, მეხუთე რაღააო.
– პროევროპელი! – იყვირა აღმოჩენით გახარებულმა.
– მაშინ, ცხრა! – გავურთულე ტვინის კოლოფის რომელიღაც ჭანჭიკში.
– პროფესიონალი, პატრიოტი, პატიოსანი, პირუთვნელი, პროევროპელი – ხუთია! – ჩამოთვალა თითებზე.
– გეუბნები, ცხრა არის-მეთქი!
– ხუთი ცხრა არის? – ვაშა ურაძეს გაოცებისგან ცხვირნისკარტი წაუგრძელდა.
– პი...სტი, პრ...ი, პოლიტპრასტიტუტკა, პარაზიტი, – რამდენი გამოვიდა?
– უი, მართლა ცხრა ყოფილა... ჰოდა, იმიტომ ვართ ცხრა, მაგრამ იდეური ორი პარტია გვაკლია, – ჯერ გაიხარა, მაგრამ მერე საწყლად დაღონდა.
– ეგენიც თქვენს „პ“-ში გადიან, მართალი ხარ, – დავეთანხმე დიდსულოვნად.
– ბოლო-ბოლო, მაშ რამდენი? – დაინტერესდა ბედნავსი.
– ჯერ შენ არ გითქვამს, კიდევ რანი ხართ, შენი ჯერია! – დავტუქსე მე.
– რათა ცხრა, ათი! –პრაგმატული! – იყვირა გახარებულმა და ბედნიერი არლეკინივით გაიცინა.
– რათა ათი, მაშ თერთმეტი – პიზ...სოსი – დამარცვლით ვუთხარი და ისევ დავამწუხრე.
– ახლა რაღა ვქნა, თერთმეტია უკვე? – ფრიად შეწუხდა ვაშა ურაძე.
– ახლა, გადაინაწილეთ, ვინ რომელი ხართ და მინიფეხბურთი ითამაშეთ, ერთმანეთს შეუგდეთ, – დავარიგე უშურველად.
– კენტად რომ გამოვდივართ? – შეფიქრიანდა მინიფეხბურთით დაინტერესებული.
– ცხრაც კენტია, – შევახსენე და კვლავ დავამწუხრე.
– ჰოდა, რა ვქნათ? – ისე შემომჩივლა, შემეცოდასავით.
– ერთი მსაჯად დაიყენეთ, ან „ლელო“, ან „გახარია“, – შევთავაზე ვარიანტი, მაგრამ შევატყვე, რომ ჭკუაში არ დაუჯდა და გავეცალე.
მოვტრიალდი და, იმ ნახევარუჯრედიანებს გადავეყარე ისევ, ასე რომ გავურბივარ – ალექსანდრეს ბაღის კიდეზე ჩამომსხდარიყვნენ.
როგორც ჩანს, მობილურის კალკულატორს არ ენდვნენ და, ნამდვილ კალკულატორზე ხმამაღლა რაღაცას ანგარიშობდნენ და ვიღაცას მეგაფონით ჩასძახოდნენ რაღაცას. იმ ვიღაცის ძებნა დავიწყე თვალით და დავინახე, სათვალიანი ბიჭი იყო, გამხდარი, უფერული, უსიცოცხლო. გავერიე მარაქაში და მეტ-ნაკლებად მშვიდი ყოფაქცევის „შიგევროპელ“ გოგონას ვკითხე, ეს ბიჭი ვინ არის და ხელში რა უკავია, შებინდებულია და შორიდან კარგად ვერ ვარჩევ-მეთქი. ეგ ნორა ბებოს შვილიშვილიაო.
ვაი, სირცხვილო, ნორა ბებო არ უნდა ვიცოდე, ვინ არის?
და, ხელში რა უკავია-მეთქი?
გამანათლა. ნორა ბებო ვერაგი კომუნისტების დროს რომელიღაც დიდი ქარხნის ბუღალტერი ყოფილა და ისე პროფესიონალურად უფცქვნია წლების განმავლობაში უსაქონლო ბუღალტერიით სახელმწიფო, რომ დიდხანს ვერავინ მიმხვდარა, ხოლო როცა მიხვდნენ, ნორა ბებო უკვე მუხათგვერდის სასაფლაოზე განისვენებდა ბედნიერად გაღიმებული. ჰოდა, მის შვილიშვილს, იმ მადადაკარგულ ბიჭს, ხელში განსვენებული ბებიამისის ნაქონი ძველი ხის „ჩოთქი“ ეკავა და თითების ელვისებური მოძრაობით კალკულატორს უდარებდა რაღაცის რაღაცაზე ნამრავლს, ხან კი აკლებდა და უმატებდა.
ვერ გავიგე, რას გაჰყვიროდნენ, მაგრამ ვეღარც ამ გოგოს ვკითხე, მეთქი, ბოლო-ბოლო მიყვირებს, ყრუ ხომ არ ხარო და ახლოს მივიწიე – რიცხვებს გაიძახოდნენ, მაგრამ რაღაცებს აკლებდნენ და დავობდნენ, მართებული იყო თუ არა იმ ციფრის გამოკლება. დიდი ძალისხმევა დამჭირდა იმის გასაგებად, რას ანგარიშობდნენ – თურმე, ჩვეულებისამებრ, ქუჩაში საყვირლად ემზადებოდნენ და იმას ითვლიდნენ, უწყვეტი პროტესტის მერამდენე დღისთვის აქვთ ჩარიცხული და იმას ადგენდნენ, ზუსტად მერამდენე დღე უნდა ეყვირათ, ხოლო „უქმეები“ უნდა გამოეკლოთ თუ არა.
თვალები ზე აღვაპყარი, საფეთქელთან საჩვენებელი თითი დავიტრიალე და ამ დროს ვიღაცას მამა-მზე სააკაშვილის ოცნება გაახსენდა და ფურცელზე დაწერილი ტექსტის წაკითხვამდე განაცხადა, აი, ამ ოცნებისთვის უნდა ვიბძოლოთ ივანიშვილის პუტინის ოცნების წინააღმდეგო: „მადუროს ჰქონდა უფრო მეტი ფული ვიდრე ივანიშვილს. მადურო მე-14 წელი იყო ხელისუფლებაში, ისევე როგორც ივანიშვილი. მადუროც იჭერდა ოპოზიციონერებს ისევე როგორც ივანიშვილი.
მადუროც ასუსტებდა ოპოზიციას, როგორც ივანიშვილი. ოპოზიცია იქაც ძალიან დაქაქსული იყო და სულ გამოდიოდა ქუჩაში.
მადუროსაც ჰქონდა რკინის ბუნკერი, ისევე როგორც ივანიშვილს აქვს ძაბრის ფორმის რკინის ბუნკერი სოლოლაკის სასახლის ქვეშ. მადურომ ვერ შეასწრო ბუნკერში და ვერ შეასწრებს ივანიშვილიც.
არ არსებობს არცერთი პროცენტი შანსი, რომ ივანიშვილმა კიდევ დიდი ხანი შეინარჩუნოს ხელისუფლება. უბრალოდ, საკითხი იმაშია, გადარჩება თუ არა საქართველო, სანამ ივანიშვილი ჯერ კიდევ თავზე აზის მას.“
აბა, ამათ ოცნებებთან ჩემი ოცნებები რა მოსატანია!
ამათ ისეთი ოცნებები აქვთ, რომ დარწმუნებულები არიან, დღეს თუ არა, ხვალ მაინც აუხდებათ, მე კი მარადის ხელჩაქნეული ვარ, ჩემი ოცნებები ფანტასტიკის სფეროა, – სანამ მე მთვარეზე გავფრინდები, ვირიც ავა ხეზე და კრუხიც ისწავლის აკა კნებეკაიზესავით ფრენას.
ესენი რანი არიან, ამის ზუსტი განმარტება მჭირდება, მაგრამ მე ვერ ვარქმევ ვერაფერს, ჩემს სიტყვათშემოქმედების უნარს არანაირად არ შეუძლია ეს და ვიტანჯები!
ფაქტია, „დიხლოფოსის კანონია“ საჭირო და კიდევ: ერთი ფსიქიატრი და ერთიც „ადამიანთმცოდნე“, რომ ესენი განაცალკევოს და ამით უშველოს იმათაც და გვიშველოს ჩვენც, რიგით ადამიანებს, რომელთაც ცხოვრების ნორმალურ რიტმს გვირღვევენ ეს ნერვების, ტვინის, სისხლის და რაც კი რამეა, წურბელასავით ყველაფრის მწოველი წარმონაქმნები.
ზურა ოშხერელი

