არაფერი, ანუ - ვერაფერი!

არაფერი, ანუ - ვერაფერი!

29 ივნისს, 20 საათის შემდეგ, თბილისში, რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ მადამ ექს-პღეზიდანი მიედ-მოედებოდა და მისი „ფანები“ ხან უსტვენდნენ, ხან ტაშს უკრავდნენ. 
სალომე ზურაბიშვილმა ასე დაიწყო - უნდა მოგილოცოთო, უწყვეტ პროტესტს შვიდი თვე შეუსრულდაო. 
აქ ერთი ქართველის მონათხრობი გამახსენდა: პარიზში ვარ, შუადღეს ერთ-ერთ კაფეში შევედი ყავის დასალევადო. გავიხედე, ქუჩაში დაახლოებით 100 კაცი მოდის, რაღაცას ყვირიან, პლაკატები უჭირავთ, თან დროშებს აფრიალებენო. სალაროსთან მჯდომ ქალბატონს ვეკითხები, ვინ არიან და რა უნდათო? რა ვიცი, ესენი სამი წელიწადია ეგრე დადიან, რაღაცას აპროტესტებენ, მაგრამ აღარავის აინტერესებსო. ჰოდა, ეს კიდე იძახის, შვიდი თვეო. რა არი, სალომე ბაბო, შვიდი თვე, ხალხი ევროპაში 3-4 წელიწადია, დადის. 
გავყვეთ მადამ „ლეგიტიმურას“ გამოსვლას, რომელიც აშკარად ნაყლაპში იყო... ვიღაცებს უნდათ, გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმაო, გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთო. მთავარი ის არის, რომე რეჟიმი ვერ იმარჯვებს, ეს ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. შედეგი სახეზეა. შედეგი არის ის, რომ „ქართულ ოცნებაში“ დაიწყო ჩამოშლა, ერთმანეთის ჭამა, სრულ იზოლაციაში არიან დანარჩენი მსოფლიოსგან, ეს არის ჩვეულებრივი კლასიკური დიქტატორის და დიქტატორული რეჟიმების ბოლო ეტაპიო.
იცით, რა მაინტერესებს? როდესაც ამ ქალს სარკოფაგის კარი გაუღეს და უთხრეს - წადი, საქართველოში ხალხი ჭკუაზე დაარიგეო, ის რატომ არ უთხრეს, ცოტა დალიე, ბევრი არ დალიოო? ან ის რატომ არ უთხრეს, „თხა და გიგო“ მაინც წაიკითხეო? ბოლო-ბოლო, თუ სარკოფაგიდან მუმიის გამოგზავნა აუცილებელი იყო, ბარემ ლენინი გამოეგზავნათ, იმან წერა-კითხვა მაინც იცოდა და ერთი სერიოზული რევოლუციაც უკვე მოხდენილი ჰქონდა. მე ყოველთვის ვამბობ და მომავალშიც ვიტყვი - ჯერ ბოროტება რა არის და... თუ ამ ბოროტებას უნიჭოები სჩადიან, ეგ მთლად საშინელებაა. დამიჯერეთ, ბოროტების კეთებასაც სჭირდება ნიჭი, რათა ის ბოროტება რაღაც ეტაპზე სიკეთედ მოგეჩვენოს. არ დაიჯერებთ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი დამთავრდა და ამერიკელმა გამომძიებლებმა ნიურნბერგის პროცესის მომზადება დაიწყეს, საჭირო იყო მოწმეთა ჩვენებები, უფრო სწორად, გერმანელი ხალხის პოზიცია. იცით, გერმანელების უმეტესობა რას აცხადებდა? ჰიტლერი ჩვენთვის კარგი იყო, მან გზები დაგვიგო, შუქი ჩაგვირთო, ეკონომიკა ააღორძინა, გარეთ რას აკეთებდა, არ ვიცით და არც გვაინტერესებსო. ამაზე დოკუმენტური ფილმია გადაღებული, გერმანელების მსჯელობა ერთი-ერთზე ჯდება ჩვენებური ავადმყოფი „ნაციონალების“ მსჯელობასთან. 
კარგი, როგორც ბიძინა ივანიშვილი იტყვის ხოლმე - რაც არი, ეგ არი და ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, რაც არი. მადამ „ლეგიტიმურა“ ამტკიცებს, რომ ეს „ქართული ოცნებისთვის“ ბოლო სტადიაა... აგერ, თურმე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჩავიდა აზერბაიჯანში, სომხეთში და არც გამოუხედია ამათკენ, თურმე ეს არის ამათი რეალური მდგომარეობა, ეს არის სისუსტე, ეს არის ამათი დაშლა-ჩამოშლა. იცით, მე ფაქტობრივად გავიზარდე ფილმ „სპარტაკზე“, ალბათ, იცით, ეს არის შედევრი მონების ცხოვრებასა და აჯანყებაზე. კირკ დუგლასი იყო ჩემი კერპი ამერიკულ კინოში და როცა სიტყვა „მონას“ ახსენებენ, ეგრევე ეს კაცი მიდგას თვალწინ. ჩემთვის მონა ყოველთვის იყო დაჩაგრული და თავისუფლებისმოყვარე ადამიანის სიმბოლო, მაგრამ ვუყურებ ამ ქალს, ვუყურებ მის გარშემო მობოდიალე ზომბებს და ესენი სულ სხვანაირი მონები არიან. როგორი სხვანაირები?  ესენი იქით ილტვიან, მონის უღელს ეძებენ, რათა მყარად დაიდგან და ათრიონ. შეიძლება პანჩური ამოარტყან, არ გვჭირდებით, უინტერესოები ხართო, მაგრამ ამას არ იმჩნევენ, მონობა უნდათ, ეს მათი გენეტიკაა. 
დავუბრუნდეთ ისევ 29 ივნისის მოვლენას... ესენი მთელ საქართველოს ელოდებოდნენ რუსთაველზე, მაგრამ მეჩხერი აქცია გამოუვიდათ. 
აქციაზე გამომსვლელების აზრით, დღეს დუმილი მორჩილებას ნიშნავს, საჭიროა რევოლუცია, დამხობა, ციხეში ყველას ჩალპობა და ჰაეეეე, თავისუფლება.
ხაზარაძის ხელქვეითის, ირაკლი კუპრაძის აზრით, ყველამ უნდა შეარჩიოს ისეთი პოლიტიკური სტრატეგია, რომლითაც არათუ საკუთარ ჯანმრთელობას, არამედ ივანიშვილს დააზიანებენ. ნახეთ, როგორი ღრმააზროვანი მინიშნებაა - ჰელენ ხოშტარიას გაუგორა კოჭი, არ იშიმშილო, შენი ჯამნრთელობა არ დააზიანო, ივანიშვილი დავაზიანოთო. ამას რამდენჯერ მივმართე, კისერი დაიბანე-მეთქი, მაგრამ არ შვრება. 
არ დამავიწყდეს, აქ აუცილებლად უნდა აღვნიშნო მადამ ყოფილი პღეზიდანის „ისტორიული“ სიტყვა:  
„გამარჯვება ამ რეჟიმზე არ მოვა არც არჩევნებში მონაწილეობით, არც შიმშილობით, არც არაფერი ხერხით, ერთადერთი ბრძოლა არის ერთობის ბრძოლა - არ უნდა მივცეთ მათ საშუალება, რომ თავიანთი სისუსტე და დაშლა ჩვენი შიდა დაპირისპირებებით გადაფარონ - იშლებიან ისინი, ვძლიერდებით ჩვენ“!
ხედავთ, როგორი რწმენა და აღმაფრენაა? „იშლებიან ისინი - ვძლიერდებით ჩვენ“! სანამ ბაბო ამ „ისტორიულ“ სიტყვებს ამოუშვებდა პირიდან, წინა დღეს თავის ნირწამხდარ „მრევლს“ მოუწოდა: „მე ვიქნები იქა, თქვენც იქნებით იქა“!
თქვენი არ ვიცი და... მე მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ აზრებს იმ სარკოფაგის პრესსამსახური აწვდის, საიდანაც გამოაგზავნეს. 
ერთობა! - ეს სიტყვა გვესმის მუდმივად, ერთიანდებიან, იშლებიან, კინკლაობენ, ისევ ერთიანდებიან, მეორე დღეს ერთმანეთს ლანძღავენ და იცით, ეს რას ნიშნავს? ჯერ ერთი, შექსპირმა თქვა მეფე ლირის პირით, არარაისგან არ იქმნება არარაიცა-ო და მეორეც - ნაგავი გინდა ერთად დაყარე, გინდა - დაანაწევრე, მაინც ნაგავია. ასეა ეს! 
ციხეში გაშვებული ჭიჭე ვაშაძის „პადელნიკი“ პაატა მანჯგალაძე ამბობს, მგონი, შიმშილობა არ უნდა გვჭირდებოდეს ერთმანეთთან პოზიციების შეთანხმებისთვის, ახლა ჩვენი ერთიანობით როგორღაც უნდა დავანგრიოთ ივანიშვილის გეგმაო. რის დამნგრევია ეს არარაიცა?
ჯერ კიდევ ამა წლის 15 მარტს აცხადებდა მადამ ყოფილი პღეზიდანი, ერთიანობა გარედან შემოგზავნილი თემააო, ვიღაცამ შემოგვიგზავნაო. როგორც ჩანს, ეჭვი რუსებზე ჰქონდა. ახლა „პლასტინკა“ გადაატრიალა - პასუხი ყველაფერზე არის ერთობა, ერთობა არის გამარჯვებაო. აშკარაა, ზემოდან მისტერ ყუფარსონმა დარეკა და ბრძანა, ერთობა უნდა ვიხილოო.
ყველაზე ზუსტი დიაგნოზი მაინც „ევროპათმცოდნე“ ანი წითლიძემ დასვა:
„რა გავიგეთ? მერამდენედ არაფერი, რა საჭიროა მიკიბ-მოკიბვა, როცა ჭეშმარიტების გზა მარტივი დასანახია“?
შემთხვევით არ მიხსენებია ანი წითლიძის „ევროპათმცოდნეობა“, ბიოგრაფიაში უწერია, რომ ევროპათმცოდნეობის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. თქვენ თუ სადმე ასეთი ფაკულტეტი იცით, ან მომწერეთ, ან დამირეკეთ, შემატყობინეთ, არ დამიმალოთ.
როგორც ჩანს, ამასაც რევოლუცია სწყურია. სხვათა შორის, ამ უდღეურთა თავყრილობაზე ბევრმა წამოიძახა - რევოლუცია გვინდა, ყველას ვიმახსოვრებთ, ყველას დავსჯითო... ანუ, ყველას გადავუღუნავთო. 
აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას წრე დაარტყეს, ერთხანობას მზერა ზემოთ, სადღაც მიაპყრეს და დასარტვილი ინდაურებივით ზანტად დაიშალნენ. ამბობენ, იქ, ზემოთ ჯო უილსონი გამოისახაო, მაგრამ დანამდვილებით ვერაფერს გეტყვით, ეგ მარტო მაგათ დაინახეს.

გელა ზედელაშვილი