სააკაშვილს საქართველოც უნდა მოეკლა...
იმდენად მომყირჭდნენ ეს უსამშობლოები, საკუთარ თავს შევპირდი, ამათ გამო ტვინს აღარ გადავიქექავ და ხელსაც აღარ გავისვრი-მეთქი, მაგრამ, რომ არ ჩერდებიან?
მაინც, რა დაუმთავრებლები არიან...
ცალკე ნოემბერმა შემახსენა, რომ ახლა „ენმ“ ან გლოვას გამოაცხადებს „ვარდების რევოლუციის“ რომელიღაც წლისთავზე, ან, მიუხედავად იმისა, რომ მგლოვიარეები არიან, ფარის წინამძღოლი ვაცი ციხეში ჰყავთ, მაინც იზეიმებენ, _ ამათსას რას გაიგებ, როგორც უბრძანებენ გარედან, ისე მოიქცევიან შიგნით-მეთქი. ჰოდა, ორივე ისეთი ვერსია იყო, რომელიმე უეჭველად გამართლდებოდა და გამართლდა კიდეც.
ჯერ კიდევ ე. წ. ვარდების რევოლუციამდე, როდესაც შემდგომ „ენმ“-ს „შანტრაპას“ „ახალგაზრდა რეფორმატორები“ ერქვათ, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა უკვე ჰქონდათ.
ცალკე, წლევანდელმა ნოემბერმა ისიც შემახსენა, რომ ნიურნბერგის პროცესის დაწყების 80 წლისთავია.
მაშინ, არ გამოუვიდათ, მაგრამ ისეთი ჟიმჟიმი ჰქონდათ ატეხილი, რომ გენპროკურორს ხმის ამოღების საშუალება არ მისცეს.
მათ ეგონათ, რომ გენპროკუროს უნდა წაეკითხა ის დასკვნა, სადაც მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე იყო საუბარი. მას უკვე შესაბამისი კვალიფიკაცია ჰქონდა მიცემული და ადგილზე დააკავებდნენ ყველას სახელმწიფოს წინაშე შეთქმულებისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის მუხლებით...
ო’ბრაენმა კი თქვა, ჩვენ საქართველო 1992 წლიდან გვყავდა უკვე მიზანში ამოღებულიო, მაგრამ საეჭვო ფსიქიკის მქონე მიხეილ სააკაშვილი იმ დროს ჯერ კიდევ არ იყო შერჩეული „ლიდერად.“ ასე რომ, „შეშინებული რეფორმატორების“ გამო არც ვაშინგტონი შეწუხებულა, არც ჩვენი ელჩი, თედო ჯაფარიძე დაუბარებიათ სადმე და არც სხვა ვინმე, მაგრამ საკუთარი პერსონები როგორღაც ხომ უნდა გამოეყვანათ „ციხიდან“ და თავს იპიარებდნენ, ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურები ვართ, ოკეანის გადაღმაც კი ზრუნავენ ჩვენს უსაფრთხოებასა და თავისუფლებაზეო. არადა, იმ დროს ხმა გავრცელდა, აშშ-ის საელჩოს მიმართა სააკაშვილმა, სადაც მიუთითეს, საიდანაც დირექტივებს იღებ, პოლიტიკური თავშესაფარიც იმათ მოგცენ, ჩვენგან რა გინდაო. ასეთი ტყუილებით მოდიან დღემდე.
ზოგადად, პატარა ქვეყნის შვილებს უკუღმართი კომპლექსი აქვთ. გავიგეთ, რომ ისტორიული ძნელბედობის ჟამს ხან თურქთან, ხან სპარსთან, ხან მონღოლთან, ბოლოს კი, რუსთან ძმობითა და მეგობრობით აშინებდა ერთი ქართველი მეორეს და, ხშირ შემთხვევაში, მთლიანად საქართველოს, მაგრამ ახლა სხვა დროა და სხვა კავშირებია მნიშვნელოვანი. რატომ მივტირით რაღაც ე. წ. დასავლურ ორგანიზაციებს და არ ვცდილობთ ქვეყნებთან მეგობრობას, უპირველესად, ყველა მეზობელთან, რატომ ვერ ხვდებიან, რომ უნდა გამოვიდნენ არარსებული დემოკრატიის დაბანგულობიდან და რეალობაზე გადაეწყონ?
დღევანდელი საქართველოს უბედურების სათავე ხომ სწორედ ეს გახდა, _ ძალაუფლების სიყვარულისა და ზედმეტი ამბიციების გამო, გუშინ აღზევებული გუშინწინდელი მდაბიოები დღეს საკუთარი სამშობლოს მტრებად იქცნენ.
სიმულანტ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ტყუილები იმთავითვე გაუტკბა და ეგონა, რომ, როგორც შევარდნაძის კორუმპირებული და განუკითხაობის დამკანონებელი ხელისუფლებისგან თავმობეზრებული ნაკლებად ინფორმირებული საქართველოს იმდროინდელი პროლეტარიატი მოატყუა, ისე მოატყუებდა იგივე „პროლეტარიატსაც“, ახალგაზრდა უწიგნურებსაც, გაქნილ წიგნიერებსაც და დანარჩენ მსოფლიოსაც, მაგრამ რაღაც ვერ გათვალა.
საერთოდ, ამ არაკაცის შესახებ ძალიან ცოტა რამ იცის საქართველომ. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ჩვენს თვალწინ გაიზარდა, მისი ბიოგრაფია ბნელით არის მოცული, რაც საშუალებას აძლევს, რომ ხან სამი უნივერსიტეტის დიპლომით მოიწონოს თავი, ხან პრესტიჟულ იურიდიულ კანტორაში მუშაობით, ხან ოდესის გუბერნატორობით, ხან ტრამპთან მეგობრობით და ა. შ.
საქართველოში არავინ კითხულობს, საბჭოთა კავშირის დროს კიევის უნივერსიტეტიდან გარიცხული სააკაშვილი როგორ გახდა საბჭოთა კავშირის საელჩოს თანამშრომელი _ ასეთი რამ, საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში, ალბათ, ერთ-ერთი უიშვიათესი შემთხვევაა;
ჩვენს საზოგადოებას არ აინტერესებს, თორემ უმარტივესი არითმეტიკით მტკიცდება, რომ სააკაშვილს, გარდა კიევის უნივერსიტეტისა, არცერთ სხვა უნივერსიტეტში არ შეეძლო სერიოზული ხანგრძლივი განათლება მიეღო.
რაც მისი აქტიურად გამოჩენის დროს ვიცოდით, ის იყო, რომ იმ დროს 34 წლის ბრძანდებოდა და მას შემდეგ მოუშორებელ ჯიბლიბოდ გვექცა. აქედან ათი წელი იყო გასული, რაც საქართველოში იმყოფებოდა. დარჩა 24 წელი. ამ ოცდაოთხი წლიდან 17 წლისამ სკოლა დაამთავრა, ორი წელი მსახურობდა ჯარში. დარჩა 5 წელი. ხუთი წლის განმავლობაში როგორ შეიძლებოდა, ერთ სააკაშვილს სამი უნივერსიტეტი დაემთავრებინა, ამ ხუთი წლიდან კი თითქმის ოთხი წელი კიევის უნივერსიტეტში ესწავლა?
ეს მარტივი არითმეტიკა იმიტომ გავიხსენე, რომ ხაზი გამესვა ფსიქოპათიაში კარგად ცნობილ ტიპაჟთან, რომლისთვისაც საკუთარ თავზე წარმტაცი ლეგენდების შეთხზვა ჩვეულებრივი ამბავია. რაც ჩვენმა მოსახლეობამ და მასზე პათოლოგიურად შეყვარებულებმა იციან სააკაშვილის შესახებ, უმეტესობა თვით სააკაშვილის მიერ შეთხზული ზღაპარია, ხოლო დანარჩენი შტრიხები მისი ბიოგრაფიიდან, სკოლის დამთავრების შემდეგ, ბნელით არის მოცული.
აი, ასეთი დაუდგენელი ბიოგრაფიის მქონე პიროვნება იყო საქართველოს მწამებელი პრეზიდენტი და მას მისტირიან დღემდე ქართველი პათოლოგები და უცხო ქვეყნების ფულიხვეტია ბიუროკრატები.
იმ დროს საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილი ვიყავით მტკიცე ანტიმიშისტები. ჩვენ გარდა, თითქმის სრულიად საქართველო ისეთი მალემრწმენი და გულუბრყვილო აღმოჩნდა, რომ მისი მოტყუება კარგად შერჩეული ლოზუნგებითა და კარგად ორგანიზებული პიარით ძალზე ადვილად მოხდა.
ვისაც სააკაშვილის დემენცია არ გადასდებია, ემახსოვრება მისი განცხადება, თითქოს, ჩვენ პრეზიდენტის გადაყენება და ხელისუფლების ხელში ჩაგდება გვინდოდა. ეს შევარდნაძის მხრიდან იყო უკვე აშკარა, სერიოზული ბრალდება და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში პირდაპირი დადანაშაულებაო. დავიჯერო, არ გახსოვთ ამ „ნაგლის“ ეს „ნაგლობა?“ მათ, თურმე, არც შევარდნაძის გადაყენება სდომებიათ და არც ხელისუფლების ხელში ჩაგდება!
არამხოლოდ სააკაშვილს, არამედ ბევრ სხვასაც ჰგონია, რომ საქართველო ღრმა სკლეროზითაა დაავადებული და პირწმინდად აქვს დავიწყებული, ვინ იყვნენ და საიდან მოვიდნენ ეს კრებსითი უსამშობლო სააკაშვილები...
...ნოდარ დუმბაძის მეუღლე ავარიაში რომ მოჰყვა და ცოტა ხნით მახსოვრობა დაკარგა, ერთ ქალბატონს, რომელსაც მისი ვალი ჰქონდა, შეწუხებულს უკითხავს ბატონი ნოდარისთვის: როგორაა ქალბატონი ნანული, მართალია, მახსოვრობა დაკარგაო? _ კი, დაკარგა ცოტათი, მარა, ის ახსოვს, შენ რომ მისი ვალი გაქვსო, _ უპასუხია ბატონმა ნოდარს.
საქართველოს საქმეც ასეა. მართალია, კი დაკარგა მცირე ხნით მახსოვრობა, მაგრამ ის ნამდვილად ახსოვს, რა ვალი მართებთ ზემოთნახსენებ „ამხანაგებს“ საქართველოსი. ეს ის ვალია, რომელიც არც დავიწყებას და არც რესტრუქტურიზაციას არ ექვემდებარება.
„ამათ უნდოდათ, რომ ჩვენთვის სახელმწიფო დანაშაული მოეკერებინათ, მაგრამ აქაც უნიათოები გამოდგნენ, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანეს“, _ „საყვედურობდა“ სააკაშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას და იმ შემთხვევაში მართალი იყო, მაგრამ ახლა რატომ არის უკმაყოფილო, შნო რომ ჰქონია?
ხელისუფლებამ, მიზეზთა გამო, მალევე საქმე მართლაც ვერ მიიყვანა ბოლომდე, რითაც, ძველ და ახალ „გადამტრიალებლებს“ დაუსჯელობის ილუზია განუმტკიცა. ამით, ფაქტობრივად, წაახალისა სხვადასხვა ჯურის ავანტიურისტები და პროვოკატორები, რომლებიც დღემდე ბედავენ და ღიად აშანტაჟებენ სახელმწიფოს, მაგრამ ცხვირის წატეხვამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი რომ აშორებთ, ნეტავ, ტანი რატომ არ უგრძნობთ? _ მათი მაკომპრომეტირებელი მასალები ჯერჯერობით დასტა-დასტად დევს, მაგრამ გადაშლის ერთ დღესაც მკაცრი მოსამართლე...
კონტრაბანდა, ფულის გათეთრება, უსამშობლოებისთვის ათეულობითმილიონიანი გრანტების უცხოეთიდან გადმოქაჩვა და განაწილება, უცხო სახელმწიფოთა ინტერესების შესაბამისად ინფორმაციული დივერსიების განხორციელება, კონკრეტული პოლიტიკური დაჯგუფებების ინტერესთა აქტიური ლობირება, საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ცალკეული სამხედრო-პოლიტიკური აქციების უზრუნველყოფა, საბოტაჟი.
ყველაფერს რა ჩამოთვლის. პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვა არაფერია, თუ არა კრიმინალური ინტერესების საფუძველზე გაერთიანებული ადამიანების წრე, რომლებიც სისხლხორცეულად არიან დაინტერესებულები თავიანთი კრიმინალური იმპერიის აღდგენით..
სამწუხაროდ, საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი ჯერ კიდევ ვერ აანალიზებს შექმნილ ვითარებას და ვერ ხვდება, რომ ის ამჯერადაც გამოყენებულია უზნეო პოლიტიკოსების მიერ საკუთარი მერკანტილური ინტერესების მისაღწევად და უთავოდ დადის რუსთაველზე „მასოვკის“ ნაწილად. საზოგადოების ეს ნაწილი აბსოლუტურად არაინფორმირებულია თუ აბსოლუტურად გამოთაყვანებული, ვერ დამიდგენია.
მკვლელი სისტემის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმიტომ იყო დანიშნული „დემოკრატიის შუქურად“, რომ შეკვეთა ჰქონდა მიღებული _ საქართველოც უნდა მოეკლა! სამწუხაროდ, საზოგადოების ნაწლილისთვის ამის გაგება ძალიან ძნელი ყოფილა...
ეს სამმაგი აგენტი, თავის გაგებაში საქართველოსა და უკრაინის „ნაციონალური გმირი“ მიხეილ სააკაშვილი, ისევ იგივე „კაგებეშნიკი“ „ვერბლიუდია“, რაც იყო; ისევ ის შუბლისძარღვგაწყვეტილი ნაგავი ადამიანია, რაც იყო. მას ვერაფერი შეცვლის...
საქართველო ისევ გადარჩა, ვერ მოკლა სააკაშვილმა!..
„ვერბლიუდი“ ახლა ვითომ ციხეშია, სინამდვილეში კი ციხის „ლუქსში“ კოტრიალობს თავ-ფეხიანად ლაჩარი და იგივე „კაგებეშნიკი“ „ვერბლიუდია“, რომელსაც სამშობლო არასდროს ჰქონია. მისი სამშობლო ყოველთვის იქ იყო, სადაც კარგად ჩასკდებოდა ყოველმხრივ...
ქვეყნის პრეზიდენტი რომ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობას სხვა ქვეყნის გუბერნატორობაზე გადაახურდავებს, არცკი ღირს სახსენებლად, მაგრამ განგებ გავიხსენე, „გამხმარი ვარდების დღე“ მივულოცე ყველა უსამშობლოს...
მაია ჭელიძე

