კორესპონდენტობიდან „იუესაიდ“-ის დირექტორობამდე, ანუ „ჩრდილოვანი სამანტა“
არ ვიცი, რომელი უფრო მი- ესადაგება `კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო~ თუ `კოკა წყაროზე ტყდება~, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ტრამპმა გამოაქვეყნა `დიფ სთეითის~ ცალკეული ფიგურანტების ფოტოკოლაჟი სათაურით `ჩრდილოვანი ბანდა~. ფოტოკოლაჟზე ის ადამიანები არიან გამოსახული, რომლებიც ამერიკის ეროვნული დაზვერვის დირექტორის, ტულსი გაბარდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, 2016 წლის სადაზვერვო მონაცემების გაყალბე- ბასთან დაკავშირებულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. მათ შორის არის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამაც.
ობამას კარგად ვიცნობთ მსოფლიო და მასზე იმდენია ნათქვამი, ისევ ტრამპის ადმინისტრაცია და თვით ტრამპი თუ იტყვის რაიმე ახალს, მაგრამ `ჩრდილოვანი ბანდის~ კიდევ ერთ-ერთი წევრი, სამანტა პაუერი ნაკლებად, რომ ვინმეს სცოდნოდა. სწორედ მის შესახებ იკითხა ტრამპმა, როგორ იშოვა სამანტა პაუერმა ამდენი ფულიო?
გულუბრყვილობით არ უკითხავს ტრამპს, ჩემზე უკეთ მან იცის, როგორც იშოვა ამ ქალმა 30 მლნ დოლარი, რომელსაც წლიური ხელფასი 180000 დოლარი ჰქონდა...
სრულებით არ მივაქცევდი ყურადღებას ვიღაც ამერიკელ მილიონერ ქალს, მაგრამ ეს ქალი რომ `ყურადღებას აქცევდა~ ჩემს სამშობლოს აგერ აქამდე და თან ძალიან ცუდად, მეც ამიტომ დავუთმე მცირე ყურადღება.
ეს ქალი, სამანტა პაუერი ჟურნალისტობდა და როგორც საერთაშორისო კორესპონდენტი, კონფლიქტის ზონებში მუშაობდა ზიმბაბვეში, ბოსნიაში, რუანდაში, სუდანში, კოსოვოსა და აღმოსავლეთ ტიმორში. შემდეგ იგი პრეზიდენტ ობამას სპეციალური თანაშემწე ყოფილა, საიდანაც აშშ-ის ელჩად ამოჰყო თავი გაეროში, ბოლოს კი `იუესაიდ~-ის დირექტორად დასვეს. ჩვენ კი, ფართო საზოგადოებამ, მაინც არ ვიცოდით მისი ვინაობის შესახებ, ანკი, რატომ უნდა გვცოდნოდა, საკმარისი იყო, რომ ვიცოდით ორგანიზაცია `იუესაიდი~ და ამ ორგანიზაციის მავნებლური საქმიანობის შესახებ.
შესაძლოა, რომ დღემდეც არ გვცოდნოდა მისი არსებობის შესახებ, თვითონ რომ არ გამოედო თავი და მისი სახით კიდევ ერთი `მბრძანებელი~ არ გამომტყვრალიყო. პირადად მე, მხოლოდ 2023 წელს `აღმოვაჩინე~ ეს ქალი, ოღონდ, მაშინაც არ ვიცოდი ვინ იყო, მხოლოდ მისმა აღნაგობამ მიიქცია ყურადღება და ვიკითხე, ამ ქალს შია და არ აჭმვევენ თუ `კონცლაგერგამოვ-ლილია~, რატომ აქვს ტანჯული სახე-მეთქი? რომ მითხრეს, ვინც იყო, მივხვდი რატომაც ჰქონდა ასეთი იერი _ მასზე ასახულა მისი საქმიანობის შედეგების უარყოფითი ენერგია...
გავიხედე და ისევ გამოჩნდა ეს ქალი, ამჯერად იმ არამკითხე მოამბეების თანმდევად, `გამჭვირვალობის კანონზე~ რომ გვიკიჟინებდნენ, არ მიიღოთ ეს კანონიო და უკვე კარგად მივიგდე ყური.
მოკლედ, ეს ქალი ხან საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ ინიცირებული `უცხოური გავლენის აგენტების~ კანონპროექტიდან მოგვიდგა, _ შემოთავაზებული უცხოური აგენტების კანონები სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკუერ მომავალს, მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, უარი თქვას ამ შემოთავაზებულ კანონზეო, იქვე ჩარჩენილები ვეგონეთ, მფრინავი ხალიჩის ზღაპრების რომ სჯეროდათ გამონატოებულებს; ხან საქართველოს პარლამენტის მიერ `უცხოური გავლენის გამჭვირვალობის~ შესახებ კანონპროექტის მიღებიდან მოგვიდგა, _ აშშ გმობს საქართველოს პარლამენტის კენჭისყრას `უცხოური გავლენის~ კანონმდებლობის წინსვლის შესახებ. ამ კანონპროექტმა, შესაძლოა, შეაფერხოს საქართველოს მომავალი ევროკავშირში, რომელსაც ქართველების უმრავლესობა უჭერს მხარს და საფრთხეს შეუქმნის აშშ-სა და საქართველოს შორის გრძელვადიან პარტნიო- რობასო.
არ გასჭრა მისმა შეგონებებმა და არ დაცხრა ისიც, _ საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვი-
ტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების თავდასხმა და დაკავებაო. ქალს თვალსა და ხელსშუა ეცლებოდა მუქთა ფული და ისხავლებდა, აბა, რას იზამდა?
ეს ქალი ბოლომდე მაინც ვერ იჯერებდა, რომ ფულის საჭრელი ოფისიც უუქმდებოდა, ფუ- ლის საჭრელი დაზგაც და ელონ მასკის სიტყვები `სამანტა პაუერი მართავდა `იუესაიდ-ს~ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში და იგი იყო პასუხისმგებელი მთელ მსოფლიოში არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიცემულ უთვალავ მილიარდზე~, — მის მომძლავრებულ მადაზე დაჭედებული ბოლო ლურსმანი იქნებოდა.
ქალს პულიცერის პრემია (ჯოზეფ პულიცერის მიერ დაარსებული ამერიკული პრემია, რომელიც ამ შემთხვევაში გადაეცა როგორც გამორჩეულ ჟურნალისტს ბეჭვდურ მედიაში) აქვს მოპოვებული და 2011 წელს ლიბიაში ნატო-ს ინტერვენციის მთავარ არქიტექტორად მოიხსენიებდნენ, რადგან მხარს უჭერდა სამხედრო ძალის გამოყენებას ჰუმანიტარული დაცვის საფარქვეშ, ამას მოელოდა? მერე რა, თუ ლიბიაში განვითარებულმა შედეგებმა რეალურად ქაოსი და განადგურებული ქალაქები მოიტანა, რამაც თავის მხრივ ექს- ტრემისტული ჯგუფები გააჩინა, ლტოლვოლთა კრიზისი დაიწყო და მისმა პოლიტიკამ უფრო მეტი ზიანი მოუტანა სამყაროს, ვიდრე სიკეთე. სამაგიეროდ, ლიბია წარუმატებელი ინტერვენციის საუკეთესო მაგალითად იქცა _ მთავარია `საუკეთესო~ იყოს და რა მხრივ ითქმება, რა მნიშვნელობა აქვს...
სხვათა შორის, ამ გალეული ქალის როლი სირიის ინტერვენ- ციაშიც კარგა გვარიანია და რა შედეგიც დადგა, ვხედავთ.
მისი ქორწინება კას სანსტეინთან _ ობამას ადმინისტრაციის კიდევ ერთ გამოჩენილ ფიგურასთან და მისი კავშირები, მთლიანობაში კი ლივლივი საზოგადოების ზედა ფენებში, აკადემიურ სფეროსა და სამთავრობო სექტორში, შორს წაგვიყვანს. მთავარი ის არის, რომ ძალადობის მოყვარე ქალი ჰუმანიტარული დახმარების საფარქვეშ აშკარად გამოკვეთილი გეოპოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებდა. ის კიდევ ცალკე საკითხია, ვითომ რას ხმარდებოდა ამერიკული გადამხდელების მილიარდები. ჩამონათვალი რომ მოვისმინე, მის ნაცვლად მე შემრცხვა _ რა ტრანსგენდერი ვირთხები, წინადაცვეთები და ლორშემოხვეული პაპაია...
`იუესაიდი-ის~ მკვლელობა არის ავტოკრატების გამარჯვება ყველგან~, _ ასეთი სათაურით გამოაქვეყნა `ნიუ იორკ თაიმს-მა~ სამანტა პაუერის წერილი, რომელიც ამ ორგანიზაციის დირექტორის თანამდებობას 2021 წლიდან 2025 წლამდე იკავებდა. ჰუმანიტარული ფრთის ქვეშ რეებს იტყუება, იქით იყოს, მაგრამ რა თქვა, ნეტავ, გაიაზრა? _ სააგენტომ გამოიმუშავა პოლიტიკური კაპიტალის უზარმაზარი მარაგი 100-ზე მეტ ქვეყანაში, რამაც გაზარდა იმის ალბათობა, რომ, როდესაც აშშ სერიოზულ თხოვნებს წაუყენებს ამ ქვეყნების ლიდერებს, მაგალითად, რომ გაგზავნონ სამშვიდობო მისიები ომის ზონაში, დაეხმარონ ამერიკულ კომპანიას ახალ ბაზარზე შესვლაში ან მოახდინონ კრიმინალის ექსტრადირება აშშ-ში, ისინი ამას დათანხმდებიანო.
ვაი, `იუესაიდ~-ის მიერ დაჩოქილ 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და მათ ლიდერებს, რო- მელთა შორის საქართველოც იდგა ყურმოჭრილი...
იკვნესა და იქადაგა სამანტამ, — მომავალ თაობებს გაუკვირდებათ, რომ ჩინეთის ქმედებებმა კი არ შეარყია აშშ-ის პოზიცია, გლობალური უსაფრთხოებები და გზა გაუხსნა პეკინს, რომ გახდეს არჩევითი პარტნიორი მთელ მსოფლიოში, არამედ სწო- რედ ამერიკის პრეზიდენტმა და მილიარდერმა, რომელსაც მან მისცა შესაძლებლობა, რომ ჯერ ესროლა და შემდეგ დაემიზნებინა, გაანადგურეს ინსტიტუტიო...
მოკლედ, ამ ქალს ვერაფრით წარმოედგინა, რომ მისი კოკა ყოველთვის ვერ მოიტანდა წყალს, ზუსტად წყაროზე გაუტყდებოდა და მოისვრიდნენ კიდეც წვინტლივით. რატომ ვერ წარმოედგინა და იმიტომ, რომ კორესპონდენტობიდან `იუესაიდ~-ის დი- რექტორობამდე ე. წ. ამერიკულ ელიტასთან ღრმა კავშირებით აღზევდა და უფრო წინსვლას თუ არა, ჩამოვარდნას ვერაფრით ვერწარმოიდგენდა.
უცნაურად უცნაური კაცი აღმოჩნდა ტრამპი, ვის გამოსდებს სარმას, წინსწრებით თვითონაც არ იცის...
მაია ჭელიძე

