მოღალატეები მამა უილსონმა დაიბარა
წინა კვირის სამშაბათს, ჩვენ რომ გადაგვეკიდა, აშშ-ელმა სენატორმა ჯო უილსონმა ცნობილი ქართველი მოღალატეები, სალომე ზურაბიშვილი და თინა ხიდაშელი ჰელსინკის კომისიის სხდომაზე ჩაიყვანა და სულ გამყიდველურ-მოღალატური რაღაცები ალაპარაკა. პრინციპში, ალაპარაკა რა, მაგათ არც წაქეზება უნდათ, არც თითის წაკვრა, უმაგისოდაც კარგად ლაპარაკობენ, პროფესია აქვთ ეგეთი, პირწავარდნილი აგენტები არიან, თინა ძალო ტაივანის განხრით „მოღვაწეობს“, სალომე ბაბო - ევროკავშირის განხრით. შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონს საქართველოდან გაძურწული დავით კეზერაშვილი აფინანსებს, ჩვენი ხელისუფლების წინააღმდეგ განცხადებებს 1000 დოლარად აკეთებინებს. ისიც უნდა გაცნობოთ, რომ მისტერ ჯოს 200 წლის სიდედრი ჰყავს მიბარებული უპატრონოთა სახლში, ის ხშირად უარს აცხადებს წამლების მიღებაზე, ჯოს ცოლი მივარდება ხოლმე და სცემს. ამიტომ, ნუ დავძრახავთ, მისტერ ჯოს თვეში 1000 დოლარი სიდედრის კეთილდღეობისთვის სჭირდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ჯო უილსონმა რამდენიმე თვის წინ თავისი დავთრების მიხედვით შეადგინა „MEGOBAღI აქტი“, სადაც ჩაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროამერიკული გზიდან გადაუხვია და გეზი ჯერ რუსეთისკენ აიღო, შემდეგ ჩინეთისკენ, ბოლოს კი ირანისკენაც. მართალია, ამ ბებერ ქოფაკს მტკიცებულებები ვერ მოაქვს, მაგრამ ხომ არაკუნებს, „მოწმეებიც“ ხომ ჩაჰყავს სხდომებზე და სისულელეებს ალაპარაკებს? სამწუხაროდ, ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩა საზოგადოების რაღაც ნაწილი, რომლისთვისაც ნებისმიერი უცხოელი პოლიტიკოსის ნათქვამი უტყუარი ჭეშმარიტებაა. სწორედ ასეთი მონუსხულ-დამთხვეულები დარბიან რუსთაველზე და ჯღნავიან, რომ საქართველო რუსეთისკენ მიექანება.
მოკლედ გავეცნოთ, რა თქვა ჯო უილსონმა სხდომაზე, შემდეგ განვსაჯოთ, უნდა იაროს თუ არა მაგ სიმართლით კორუმპირებულმა ქოფაკმა. ესე იგიო, ამბობს უილსონი, „ქართული ოცნების“ მთავრობა, რომელმაც არჩევნები გააყალბა, ქართველ ხალხს დიქტატურისკენ მიათრევსო. ჰო, კინაღამ დამავიწყდა, უილსონმა სხდომა ასე დაასათაურა: „პარტნიორიდან პრობლემამდე - საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“. ჯერ ერთი, რა ვალდებული ვართ, თავები სულ პროამერიკულობაზე გვქონდეს დადებული, ხომ შეიძლება თავისუფლები ვიყოთ და არავის დაკრულზე არ ვცეკვავდეთ? გადახვევაო, ეს კატასტროფააო, ეს ანტიდემოკრატიულიაო, რატომ არის კატასტროფა და ანტიდემოკრატიული, თუკი საკუთარ ქვეყანას ჩემი ხალხის ინტერესებით ვმართავ? ან სად ჩანს ანტიამერიკულობა? სად არის პრორუსულობა თუ პროჩინურობა? „ქართული ოცნება“ 13 წელიწადი ხელისუფლებაშია და ერთხელ არ გაუხედავს რუსეთისკენ. რა ვიცი, ფაშინიანი და ალიევი ლამის ყოველი კვარტლის ბოლოს მოსკოვში სხედან, პუტინს ხელს ართმევენ და დახურულ კარს მიღმა ელაპარაკებიან. თვითონ ამერიკელები პუტინს წითელ ხალიჩებს უფენენ და ტაშს უკრავენ. ტრამპი ჩინეთთან დაახლოებას ცდილობს, საკუთარი ქვეყნის ინტერესები ამოძრავებს. მათთვის ყველაფერი მოსულა, ჩვენთვის არც მოსულა და თურმე სასტიკად აკრძალულიც ყოფილა. ჩვენ ასე გვაცხოვრეს 1992 წლის მერე და ახლა, როცა თვალებში გამოვიხედეთ, როცა სხვის დაკრულზე ცეკვა შევწყვიტეთ, იქ, ზემოთ „უმფროსები“ გაბრაზდნენ. „უმფროსიც“ არის და „უმფროსიც“, ავაზაკი ჯო უილსონი რომ დაგადგება „პრისტავად“, ეს სასაცილოც არის და სატირალიც. მისი მტკიცებით, თურმე „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ გააჩნია და მან საქართველო ავტორიტარული კონტროლის ლაბორატორიად აქცია. მეტიც, მატყუარა უილსონი იმასაც ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნება“ მჭიდროდ მუშაობს ომის დამნაშავე პუტინთან:
აქ, წესით, სალომე ბაბოს და თინა ძალოს ტაში უნდა დაეკრათ და აღტყინებულებს ეყვირათ: ბიიიის... ბიიიის... ბიიიიიის! ალბათ, იყვირეს კიდეც, მე არ გამიგია. ყოველ შემთხვევაში, თუ ამდენი ვერ გაბედეს, ტანში სასიამოვნო ჟრუანტელი მაინც დაუვლიდათ. ჟურნალისტიკაში თითქმის 40 წლის სტაჟი მაქვს, მთელი ცხოვრება ვიღაცებს ვუსმენ, ვიღაცებს ვაკვირდები და გეფიცებით, ერთი ადამიანისგან ამდენი ტყუილი არ გამიგონია, მისტერ უილსონმა ყველა რეკორდი მოხსნა. კი, ბატონო, მატყუარებისა და ფლიდების მეტი რა მინახავს, მაგრამ ნებისმიერს ბევრ ტყუილში ერთი სიმართლე მაინც გამოურევნია. ეს არა, ეს მიდის და მოდის, უბერამს და უბერამს, ცრუობს და ცრუობს, ერთ სიმართლესაც არ ურევს წამლად.
უილსონის შემდეგ სხდომაზე გამოვიდა ასევე ბებერი ქოფაკი სტივ კოენი. ესეც კონგრესმენია, მაგრამ ამას სიდედრი არ ჰყავს მიბარებული უპატრონოთა სახლში, 150 წლის ასაკში გარდაეცვალა და დღემდე გულნატკენია. ასევე გულნატკენია იმაზე, რომ „ქართული ოცნება” ქართულ კოშმარად იქცა. მისტერ კოენი ძალიან განიცდის, რომ „MEGOBAღ აქტს“ სენატი ვეღარ მიიღებს, რადგან ერთმა სენატორმა შეძლო მისი ჩაკვლა. კოენი უფრო შორს მიდის, თურმე, როცა ბიძინა ივანიშვილი პირველად დაინახა, არ მოეწონა:
„არ მომწონს ადამიანების გარეგნობით განსჯა, მაგრამ როდესაც ბიძინა ივანიშვილი პირველად დავინახე, ყველა ნიშანი ჰქონდა, რაც მოგვიანებით ილონ მასკშიც დავინახე - მდიდარი, ამპარტავანი, ელიტისტი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე, და ვიფიქრე, ეს არის დადებითი პერსონაჟი“?
ხედავთ? ამ გაცვეთილ ბებერს არც ივანიშვილი მოსწონებია, არც მასკი, ოლიგარქები არიანო. კი, მაგრამ თავისი „უმფროსი“ ტრამპი არ არის ოლიგარქი? არ არის მილიარდერი? ღარიბია? ჯავარჰალალ ნერუსავით კალოშებით დადის? ესენი სხვის თვალში ბეწვს ამჩნევენ, თავიანთში კიდევ დირეც არაფრად მიაჩნიათ.
და აი, მივადექით მთავარ მოღალატეებს, სალომე ზურაბიშვილსა და თინა ხიდაშელს. ზურაბიშვილის თქმით, „ქართული ოცნება” სულ უფრო ანტიამერიკული და პრორუსული გახდა, საჯარო პოზიციებმა სულ უფრო აგრესიული ანტიამერიკული ტონი გაიჩინეს. არა, რააა, ამას მაინც თავისებური ქართული აქვს, ანტიკური და არქაული (სტილი დაცულია):
„ქართული ოცნების” ლიდერები აქტიურად აღრმავებენ კავშირებს, რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან. ვითარება უკიდურესად რთულია დემოკრატიული უფლებების, თავისუფლებების და ადამიანების მდგომარეობის მხრივ. მე დღეს, აქ, იმ ხალხსაც წარმოვადგენ, რომლებიც ციხეში არიან. დღეს პირველად სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში საქართველოში მმართველმა რეჟიმმა ზურგი აქცია პარტნიორობას. საკუთარი თავისა და ქვეყნის დისტანცირებას და იზოლირებას ახდენს სანდო პარტნიორისგან და სულ უფრო თანხვედრაში ხდება აშშ-ის მოწინააღმდეგეებთან. მიდის საჯარო თავდასხმები აშშ-ის წარმომადგენლებზე - ვფიქრობ, ელჩი, რომელიც ჩემს უკან ზის, დამეთანხმება. აშშ-ს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოწოდებებს აბრალებენ. მიდის თავდასხმები პრეზიდენტ ტრამპზე პერსონალურად და მის ადმინისტრაციაზე“.
ბოლო ნახეთ, საქართველოს ხელისუფლება თავს ესხმის პრეზიდენტ ტრამპს და მის ადმინისტრაციასო. შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი დააბრალო, მაგრამ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე თავდასხმა? ოოო... ეს უკვე დიდი ნაძირლობაა და მე საერთოდ არ მრცხვენია, ამას რომ ვამბობ. ესე იგი, ეს ჩვენი ყოფილი მთავარსარდალი (სამწუხაროდ, იყო) ზუსტად ქოფაკ უილსონის „რამაზეა“ აკრეფილი და იმეორებს იგივეს. რა ვქნათ, როგორც ჩანს, ესეც ჩვენი ქვეყნის სახადია, უარესებიც გვინახავს, ამათზე ჭკვიანი მტერიც გვყოლია. თინა ხიდაშელმა პირდაპირ გამოაცხადა, ამერიკის გარეშე საქართველო ვერ იარსებებსო. დამიჯერეთ, ასეთი რამ კომუნისტებსაც კი არ უკადრებიათ, მაგალითად, ედუარდ შევარდნაძემ თქვა, ჩვენი მზე ჩრდილოეთიდან ამოდისო. თინასაც რომ ეთქვა, საქართველოს მზე ამერიკიდან ამოდისო, არ გამიკვირდებოდა, მაგრამ არ იარსებებსო, ეს უკვე გადაჭარბებული მგონია, თუნდაც ერთი მიზეზის გამო - საქართველო საუკუნეების განმავლობაში არსებობდა ამერიკის გარეშე. მოდი, თავი დავანებოთ მარჩიელობას და დავუჯეროთ მეცნიერებს: დმანისში აღმოჩენილი ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები უძველესია მთელ ევრაზიაში, რომლის ასაკი 1 800 000 წელია. ჰმ... სად იყო ამერიკა, რუსეთი და ტაივანი, როცა ვარსებობდით ჩვენ? სხვათა შორის, ყველა დროში აქ მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდა და კიდევაც ამოვა. ცხონებული ბებიაჩემი იტყოდა ხოლმე, ამერიკა მალე ჩაიძირებაო, „ეფრემ ვერდში“ ეგრე წერიაო. ღმერთმა დაიფაროს ამერიკა, მაგრამ თუ მართლა ჩაიძირა, საქართველო მაინც იარსებებს.
მოკლედ, თინა ხიდაშელმაც მაგრად „ისახელა“ თავი ჯო უილსონის წინაშე, იგი მზად იყო, მისთვის მუხლებიც დაეკოცნა, მაგრამ თავი შეიკავა, ამას უსუფაშვილი ვერ გამიგებსო:
თინა თავის „ამპულაშია“, იგი ტაივანის აგენტი გახლავთ და ბუნებრივია, ჩინეთის წინააღმდეგ გამოდის. ვაშინგტონში გამოძახებული ორივე მოღალატე ამბობს, რომ რუსეთთან შემწყნარებლობა სახიფათოა და ახლა აღარ არის ორაზროვანი პოლიტიკის დრო. რა უნდა გააკეთოს თეთრმა სახლმა? ზურაბიშვილის თქმით, რეალური შედეგები უნდა დადგეს მათთვის, ვინც ხელისუფლებაშია და ვინც ანგრევს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, ახშობს განსხვავებულ აზრს და საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ გზას. ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთესს და ვინ არის ეს უკეთესი? თვითონ, ე. წ. ლეგიტიმური პრეზიდენტი, რომელიც ძლივს დავდეთ ტახტრევანზე და ჩამოსვლა აღარ უნდა? თუ სალომე ბაბო პრეზიდენტი იქნება, თინა ძალოს თავდაცვის მინისტრად გაამწესებს და ქვეყანას ერთად გააბრწყინებენ ევროატლანტიკურ სივრცეში.
გელა ზედელაშვილი
ბოლოთქმა
მაშინ, როცა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის ეზოში კონსერვატორ ჩარლი კირკს კლავენ... მაშინ, როცა ჩრდილოეთ კაროლინაში ჩასულ უკრაინელ გოგონას, ირინა ზალუცკას ქუჩაში ყელს ჭრიან... მაშინ, როცა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს პირდაპირ ესვრიან, ვგულისხმობ დონალდ ტრამპს... მაშინ, როცა ამ ქვეყანას თავისი პრობლემები თავზესაყრელი აქვს, ვიღაც ბებერი ქოფაკები საქართველოდან ჩასულ არარაობებთან ერთად სხედან და იმაზე ბჭობენ, როგორ ინგრევა აქ დემოკრატია და როგორ მიდის „ზადნით“ პლურალიზმი. თურმე საქართველო აშშ-ის გარეშე ვერ იარსებებს, დაიღუპება. რა ვქნა, მეტი რა გითხრათ? ისე, მაინც ბედი გვქონია, რომ ასეთი უტვინო მოღალატეები გვყავს. თქვენი არ ვიცი და... მე ახლა თვალნათლივ ვხედავ, როგორ ჩადიოდნენ ამათი წინაპრები ისპაჰანში ჩვენი მეფეების დასაბეზღებლად. მერე დროება შეიცვალა, ახლა რუსეთში დაიწყეს სიარული, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგიერთის წინაპრები მესამე რაიხთანაც კი თანამშრომლობდნენ. ამჟამად დაბეზღებისა და ქვეყნისთვის ძირის გამოთხრის არეალი უფრო ფართეა - უნდათ ევროპარლამენტში ჩავლენ, უნდათ - აშშ-ში, ორივეგან გამოიძებნებიან დუპლეტები, რომლებიც ამათ მოუსმენენ. ერთი ეგ არი, ვინც ამათ უსმენს, დროზე ადრე ქრებიან პოლიტიკური ველიდან. კი იცინის ზოგიერთი გამოთაყვანებული, მაგრამ საქართველო მართლა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანაა, მოღალატეები, აგენტები და გაქსუებულები ვერაფერს აკლებენ.

