ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

ხალხს აქვს უფლება - იცოდეს...

(დასასრული. დასაწყისი „სგ“ N15)

1538 წელს ბელგიის ქალაქ ბრიუგეში მოქსოვილ გობელენზე, რომელიც ცნობილია სახელით „ზაფხულის ტრიუმფი“, გამოსახულია გამარჯვებული მონარქის ტახტზე ასვლა და ბავარიის ეროვნულ მუზეუმში ინახება. გობელენზე, გარდა ჩვეულებრივი საგნებისა და ადამიანებისა, გამოსახულია ამოუცნობი რამ. ერთი შეხედვით მისი აღმოჩენა მარტივი არ არის, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით, ცაში რამდენიმე უცნაურ ობიექტს შეამჩნევთ, რომლებიც საეჭვოდ გამოიყურება _ ისინი „მფრინავი თეფშების“ მსგავსია. როგორ და რატომ მოხვდა გობელენზეც ეს ამოუცნობი ობიექტები ?
დაისვა შეკითხვა: ამო-ს გამოსახვა, შიშველი რეალობა იყო თუ პოლიტიკური ან რელიგიური ხრიკი?
ძველ დროში, შესაძლოა, რელიგიურ ხრიკად ჩაეთვალათ, გნებავთ, პოლიტიკურ ხრიკად, მაგრამ ახლა ეს ორივე ვერსია აბსურდულად გამოიყურება.
ძველ ნახატებში აღმოჩენილი ამოუცნობი მფრინავი ობიექტები აბნევს ხალხს. ზოგიერთი ამ უცნაურ ობიექტებს გარკვეულ ღვთაებრივ ატრიბუტებს უკავშირებს, მიაჩნიათ, რომ ისინი სიმბოლოა იმისა, რომ ზეციური ძალები მხარს უჭერდნენ კონკრეტული მმართველის ძალაუფლებაში მოსვლას. ამ ვარაუდის არსებობაში მეცნიერები ხაზს უსვამენ მკაფიო პოლიტიკურ ქვეტექსტს. მხატვრები სპეციალურად ასახავდნენ საგნებს ცაში, რითაც აჩვენებდნენ, რომ მმართველს ღვთაებრივი მხარდაჭერა ჰქონდა; რომ მხატვრული დიზაინი იქცა სტრატეგიულ მანევრად, რომელიც იქმნებოდა იმისთვის, რომ ადამიანები მმართველის ძალაუფლების ლეგიტიმურობასა და მის ღვთაებრიობაში დაერწმუნებინა.
ჩნდება შეკითხვა: როდიდან მიიჩნეოდა დისკის ფორმის მფრინავი ობიექტები ღვთაებრივი ჩარევის სიმბოლოდ? და თუ ასეა, რატომ?
თუ იმ ეპოქის ხალხი მფრინავ თეფშებს ღვთაებრიობას უკავშირებდა, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ისინი ცაში მსგავს ობიექტებს ხედავდნენ და მათ „ღვთაებრივ“ მოვლენებს უკავშირებდნენ?
ასეა თუ ისე, შუა საუკუნეების ხელოვნებაში ხშირად გვხვდება სხვადასხვა ღვთაებრივი ნიშანი. ისინი გამოსახულია როგორც ღრუბლები სხივებით, ასევე, ადამიანებით, რომლებიც მცურავ ღრუბლებზე ან სხვა მფრინავ ობიექტებზე დგანან.
საკვირველი წინააღმდეგობრივი სიტუაციაა თვით მეცნიერებში, რაც მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ წარმოდგენა არ აქვთ, რაზეა საუბარი, მაგრამ რაღაც უნდა თქვან. სხვაგვარად როგორ აიხსნება ეს ურთიერთგამომრიცხავი დამოკიდებულება?
ვინ „გვაკითხავს“, გაურკვევიათ, მაგრამ ჩვენთან რას ეძებენ ისინიო? _ თუ არ არსებობენ, მიუხედავად არაერთი გამომსახველობითი ნიმუშისა, შეკითხვა რატომღა გაჩნდა?
ამოუცნობ მფრინავ ობიექტებთან დაკავშირებით ყველაზე სახალისო ის არის, რომ აშშ რუსეთს აბრალებდა, მისი სამხედრო ტექნიკის სახეობააო და რუსეთი აშშ-ს, არადა, ხელოვნების ნიმუშები, რომლებზეც ეს ობიექტებია გამოსახული, იმ დროს არის შექმნილი, როდესაც არც აშშ არსებობდა და არც რუსეთი, ერთგან აბორიგენი მოსახლეობა დარბოდა მშვილდ-ისრით, მეორეგან საწმერთული რა იყო, ის არ იცოდნენ და ცაში ვინ აიჭრებოდა...
ვნახოთ კლასიფიკაცია, ვინ „გვაკითხავს“:
1. გრეები – პატარა, ნაცრისფერი კანი, დიდი შავი თვალები; ყველაზე ხშირად ნახვად უცხოელებად მიიჩნევენ.
2. რეპტილიანები – ქვეწარმავლების მსგავსები; გავრცელებულია თეორია, რომ კულისებიდან მართავენ ძალაუფლებას.
3. პლეიადელები – ადამიანებს ჰგვანან; მშვიდობიანები და ცნობიერების ამაღლებაზე არიან ორიენტირებული.
4. ნორდიკები – მაღალი, ღია ფერის თმა/თვალები; გამონაკლის შემთხვევებში, თანამშრომლობენ ადამიანებთან.
5. ინსექტოიდები – მწერის მსგავსები; კოლექტიური აზროვნებით და საკმაოდ ძლიერ ინტელექტით.
6. არქტურიანები – სულიერი და მაღალგანვითარებული; კოსმიური ჰარმონიის მცველებად ითვლებიან.
7. სირიანები – დაკავშირებულნი არიან უძველეს ცოდნასა და ტექნოლოგიებთან.
8. ზეტა რეტიკულიელები – გრეების უფრო მოწინავე ვარიანტი; განსაკუთრებული ინტერესი აქვთ გენეტიკისადმი.
9. ანუნაკები – უძველეს კულტურებში „ღმერთებად“ მოხსენიებულნი, რომლებიც, ზოგი თეორიით, დედამიწაზე დაბრუნებულები არიან.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ხელოვნური ინტელექტით შექმნილი უცნაური ფოტო გამოაქვეყნა, სადაც იგი ხელბორკილებიან უცხოპლანეტელთან ერთად არის გამოსახული. ფოტომ სოციალურ მედიაში დიდი აჟიოტაჟი და დაბნეულობა გამოიწვია. ნაწილი ფიქრობდა, რომ ეს უბრალოდ, სატირული მემე იყო, ნაწილი კი მას შესაძლო მინიშნებად აღიქვამდა უცხოპლანეტელებისა და UFO-ს თემებზე, რაზეც ბოლო პერიოდში აშშ-ში ინტერესმა იმატა. სოციალური ქსელების მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ, თუ რას გულისხმობდა ტრამპი ამ ვიზუალით. ზოგიერთმა ეს „არალეგალური უცხოპლანეტელის“ თემის ირონიულ გაგრძელებად მიიჩნია, სხვებმა კი შეთქმულების თეორიებთან და აშშ-ის საიდუმლო არქივებთან დააკავშირეს.
ბოლო დღეებში ტრამპმა AI-გენერირებული რამდენიმე სხვა უცნაური გამოსახულებაც გამოაქვეყნა, მათ შორის კოსმოსურ სადგურში, სამხედრო სცენებსა და „შპაცე Fორცე“-თან დაკავშირებული ვიზუალები. 
რამდენიმე კვირის განმავლობაში პენტაგონმა UFO-ებთან დაკავშირებული ცალკეული ფაილები გამოაქვეყნა, რასაც საზოგადოების მხრიდან უდიდესი ინტერესი მოჰყვა _ ვებგვერდს მილიარდზე მეტი ადამიანი ეწვია. ომის დეპარტამენტის განცხადებით, მალე კიდევ უფრო მეტი მასალა გასაჯაროვდება.
მეცნიერების ნაწილი დადასტურებულად აცხადებს, რომ არსებობს არამიწიერი ცივილიზაციის სულ მცირე 4 განსხვავებული სახეობა:
„ნაცრისფერები“ (Gრეყს): კლასიკური უცხოპლანეტელები, როგორებსაც ხშირად ფილმებში ვხედავთ.
„​ნორდიკები“ (Nორდიცს): ჰგვანან ჩვეულებრივ ადამიანებს (მაგალითად, შვედებს), თუმცა სიმაღლეში დაახლოებით 2 მეტრზე მეტნი არიან.
„​ინსექტოიდები“ (Iნსეცტოიდს): მწერის მსგავსი არსებები, რომლებიც ვიზუალურად ჩოქელას მოგვაგონებენ.
​რეპტილოიდები (ღეპტილიანს): ხვლიკის მსგავსი, ქერცლიანი არსებები გრძელი კუდით.
​ოთხივე სახეობის წარმომადგენლებს, ადამიანების მსგავსად, ორი ხელი და ორი ფეხი აქვთ.
​ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელს უშლიან სპეცსამსახურები და გარკვეული გავლენიანი ჯგუფები (Dეეპ სტატე), რადგან ეს ყველაფერი ძალაუფლებასა და კონტროლს უკავშირდება.
ის, რომ არაერთი მეცნიერი და ინსაიდერი, რომელიც ამ თემაზე მუშაობდა, გაუჩინარდა ან გარდაიცვალა, ოფიციალურად გაცხადდა.
პენტაგონის მიერ გამოქვეყნებულ მასალა შეიცავს ამოუცნობი ობიექტების 20-ზე მეტი სამხედრო ვიდეოს, სახელმწიფო დეპარტამენტის ძველი დეპეშებს და NAშA-ს ჩანაწერებს, ასევე, დაზვერვის ოფიცრის ანგარიშს დედამიწის თავზე მოძრავი „სუპერცხელი“ ბურთის შესახებ.
პენტაგონის მიერ გამოაქვეყნებულ გასაიდუმლოებულ დოკუმენტებში, სადაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების შესახებ არის ჩანაწერი, საქართველოც არის ნახსენები.დოკუმენტში მოხსენიებულია 2001 წლის 30 ოქტომბრით დათარიღებული დიპლომატიური დეპეშა, რომელიც მოსკოვში მდებარე აშშ-ის საელჩოდან ვაშინგტონში გაიგზავნა. მასში აღწერილია რამდენიმე დღით ადრე საქართველოში, კოდორის ხეობაში განვითარებული მოვლენები. დოკუმენტში აღწერილია 2000-იანი წლების დასაწყისში საქართველოს თავზე ე. წ. ამოუცნობი მფრინავი ობიექტების „გამოჩენის შემთხვევა”.
ნათქვამია, რომ 2000 წლის 28-29 ოქტომბერს რუსულმა თვითმფრინავებმა დაბომბვები განახორციელეს ჩრდილო-აღმოსავლეთ აფხაზეთში _ ეს ინფორმაცია პენტაგონს მიაწოდა აშშ-ის ელჩმა ალექსანდრ ვერშბოუმ, მაგრამ ეს შემთხვევა გაურკვეველი დარჩა, რადგან რუსეთის მხარე აბსურდულს უწოდებდა თვით ქმედებას და კატეგორიულად უარყოფდა რუსეთის ავიაციის მონაწილეობას რაიმე სახით და სულაც, რუსეთის თვითმფრინავების გამოჩენას საქართველოს საჰაერო სივრცეში. აშშ-ის მხარე სკუპტიკურად იყო განწყობილი, თუმცა სხვა ახსნაც არ ჰქონდათ. საბოლოოდ, გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა, „ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ყოფილიყო“. როგორც უკვე ითქვა, საქართველოში არაერთი ამო-მოვლენაა დაფიქსირებული, მაგრამ ახლა მე მაინტერესებს, ან რუსეთს, ან ამო-ს რატომ უნდა მიეტანა იერიში ჩრდილო-აღმოსავლეთ აფხაზეთზე? ერთი პასუხი მაქვს, მაგრამ მიზეზთა გამო ვერ და არ ვიტყვი. არადა, მგონია, რომ ასეა _ ამო-ს ნამოქმედარია, ხოლო რატომ, ეს რუსეთის მხარემ დადასტურებულად, მე კი დაუდასტურებელი ეჭვით ვიცი...
ასეა თუ ისე, მოკლე საგაზეთო ვარიანტით, ვფიქრობ, მცირეოდენი სიახლე მაინც ვთქვით. ამდენად, ჩვენ ამით ვასრულებთ, პენტაგონი კი განაგრძობს ამო-სთან დაკავშირებული იმ ფაილების გამოქვეყნებას, ალბათ, რომელსაც მიზანშეწონილად თვლის, ჯეი დი ვენსს კი ჯერ ვერ შეუღწევია იმ გასაიდუმლოებულ ადგილებში, რომლებიც ამ საკითხებში არაკომპეტენტური პირებისთვის დახურულია...
მაკა ჯაყელი