მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანოფობია - ნორმალურობის შიში

მაია ნიკოლეიშვილი: ადამიანოფობია - ნორმალურობის შიში

გვესაუბრება სასამართლო სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი:

_ ქალბატონო მაია, სამი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხმა პარლამენტიდან საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლა. ოპოზიცია ამას რეპრესიებს უწოდებს და ევროსასამართლოში გასაჩივრებით იმუქრება. რა პროცესს ვადევნებთ თვალს?
_ ზოგადად, არ მგონია, აკრძალვები რაიმე შედეგის მომტანი იყოს. პირადად მე აკრძალვა არ მიყვარს, რადგან საბჭოთა ადამიანი ვარ და გამოცდილი მაქვს, ეს რასაც ნიშნავს. მაგრამ მეორე საკითხია ის, რომ დღეს მსოფლიოში, ნეოლიბერალურ სამყაროში აკრძალვების მოდა შემოვიდა. მაგალითად, გერმანიაში რიგი პარტიები აკრძალეს, რუმინეთში არჩევნებში გამარჯვებული პირი უცებ ჩახსნეს, ზოგან, კომუნისტური პარტიაა აკრძალული, არც საფრანგეთი და მარინ ლე პენი დაგვავიწყდეს, რომელიც სასამართლომ ევროკავშირის ფულის უკანონოდ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო... ევროპაში ოპონენტებს აკრძალვით იშორებენ, მაგრამ ჩვენთან ეს პროცესი განსხვავებულია. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ხელისუფლება ოპონენტებს კრძალავს. კოლექტიური ნაცები ოპონენტები არ არიან, ისინი უცხო ქვეყნიდან კონსტიტუციური წყობის შესაცვლელად დაფინანსებული ჯგუფები არიან, რომლებიც ნეოლიბერალების „რელიგიის“ გამგრძელებლებად მოგვევლინენ. დიახ, ეს რელიგიის დონეზეა აყვანილი. ვგულისხმობ რუსოფობიას, რაც მათი ძირითადი რელიგია და სრული იდიოტიზმია. მაგრამ რა ქნან? _ სხვამ არაფერმა იმუშავა, ეს არის მათი გამაერთიანებელი, მაიდენტიფიცირებელი იდეა. 
აი, ასე დაიყო საზოგადოება არამარტო საქართველოში, არამედ მთელ დასავლურ სამყაროში. გავიხსენოთ ტრამპის პირველი პრეზიდენტობის პერიოდი, რა დროსაც ბაიდენმა მთელი საარჩევნო კამპანია იმის ძახილში გაატარა, ტრამპი პუტინის აგენტიაო. თუ გინდა ადამიანი დასაჯო, გარიყო, უნდა თქვა, რომ ის რუსეთს თანაუგრძნობს. ანუ, რუსოფობია მარკერია, რითაც ადამიანები იდეოლოგიურად ორ ბანაკად იყოფიან _ რუსოფობებად და ნორმალურებად. ზოგადად, ნებისმიერი ფობია ავადმყოფობაა. ამას სხვაგვარად ვერ შევხედავ. ავადმყოფობის გარდა, სხვა რა უნდა უწოდო მდგომარეობას, როცა ადამიანი, კლიშეების ზეგავლენით, სიძულვილის მორევში ეშვება. 
აქ უკვე ფობია შიში აღარ არის, ცხოველური სიძულვილია, რაც რუსოფობიით დაიწყო. ეს სიძულვილი ნებადართული, წახალისებულია, რაშიც ჩვენთან ფულსაც კი იხდიან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს სიძულვილი გარდაცვლილზე, ცოცხალზე, ყველაზე თანაბრად გავრცელდა. ანუ, ყველა განსხვავებულზე, რუსოფობიამ საშინელი შედეგები გამოიწვია. რუსოფობია ძირითადი მარკერი, პროექტია, რომელიც სიძულვილის კულტივირებას, დაშვებას და ყველასა და ყველაფერზე მის გავრცელებას მოიცავს. ეს ფობია ადამიანის გონებას იმდენად ზღუდავს, რომ იგი გარდაცვლილზე ანგარიშსწორებასაც არ ერიდება. იმავე „მენიუში“ შედის ადამიანოფობია, ანუ ნორმალურობის შიში. 
პრაქტიკულად, დღეს რას ვხედავთ? _ გერმანიაში სქესის შეცვლის მსურველების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ეს ადამიანოფობიაა. ექიმი ვარ და კარგად ვიცი, გამორიცხულია, ამდენ ადამიანს ფიზიოლოგიურად სქესთან იდენტიფიკაციის პრობლემა ჰქონდეს. ეს როლური იდენტიფიკაციის პრობლემაა. ანუ, საკუთარი სქესის ვერმიღების პრობლემა, რაც ფსიქოლოგიური პრობლემაა ისევე, როგორიც რუსოფობია _ შიში, რამაც ფესვები, ლამის გენეტიკურ დონეზე გაიდგა. შედეგად, მათი შვილებიც და შვილიშვილებიც ამ სიძულვილში ცხოვრობენ. ასევეა ადამიანოფობიის შემთხვევაშიც, მას არც საზოგადოებისთვის და არც ამ კონკრეტული პირებისთვის პოზიტივი არ მოაქვს. სქესთან იდენტიფიკაციის ფსიქოლოგიურმა პრობლემამ ფესვები იმდენად ღრმად გაიდგა, რომ საზოგადოებები უკვე მას ექვემდებარება. 
ტრამპმა თითქოს ეს პროცესი შეაჩერა, მაგრამ ფსიქოლოგიურად დაღუპულ ადამიანებს რა უშველის?! ეს კაცობრიობას წინ დახვდება. იმის ნაცვლად, რომ სქესის შეცვლის საკითხით ფსიქიატრები და ფსიქოლოგები დაინტერესდნენ, ყოველივე ევროკავშირის კანონმდებლობების დონეზეა წახალისებული. ასე ხდება ადამიანების, კლიშეების დონეზე, ზომბირება, რომელთაც ადამიანური ბედნიერებისგან აშორებენ და ფობიებით ავსებენ. ასეთი ადამიანი ძალიან საშიშია. ჩვენ ცოტა ხანში ვნახავთ, რომ ეს ხალხი სოციუმისთვის საშიში გახდება. ფობიები, პირველ რიგში, ჯერ იმას ანგრევს, ვისშიც ჩაბუდებულია, ამის შემდეგ სოციუმს. ჩვენ ეს საფრთხე ჯერ კიდევ წინ გვაქვს. ამ საოცრად არეულ, აშლილ ადამიანებს საყრდენები გამოცლილი აქვთ. ვიმეორებ, ეს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგური პრობლემაა.
_ ამ ყველაფრის ფონზე პარტიების აკრძალვის საკითხი როგორ გამოიყურება?
_ ამის გვერდით „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა, ალბათ, უფრო ქართული საზოგადოების წინაშე გაღებული ხარკია. ნაცრეჟიმმა უამრავი ოჯახი გაანადგურა და ეს აკრძალვა, ერთგვარად, მათი სიმშვიდისთვისაა. მართალი გითხრათ, ვეღარც კი ვხედავ, სად არის „ნაცმოძრაობა“. ეს ფანატიკოს ადამიანთა სექტაა, რომელთაც ოპონირებაც კი არ შეუძლიათ. თუ გერმანიასა და საფრანგეთში ოპონენტებს ებრძვიან, აქ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“ ოპონენტს ვერ დაარქმევ, იმდენად დეგრადირდა და სიძულვილში, ფობიებში ჩაიძირა. ეს სუბიექტები თავიანთი უსუსური, უსახური თავმჯდომარეებით, პოლიტიკური პარტიები აღარ არიან. ისინი პოლიტიკაში კი არა, ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობაში მონაწილეობენ. აი, ასეთ მძიმე რეალობაში გვიწევს ყოფნა. ამიტომ ვიმეორებ, ამ პარტიების აკრძალვა სააკაშვილის რეპრესიების მსხვერპლთათვის ხარკია. ნაცების აკრძალვა ცოტა ადრე რომ მომხდარიყო, როცა ჯერ კიდევ პარტიად იწოდებოდნენ, გაღებული ხარკი ბევრად წონადი იქნებოდა. ნაცებმა შექმნეს რეჟიმი, რომელმაც ბევრი ადამიანი დაასახიჩრა _ აი, ეს არის მათი აკრძალვის ფუნდამენტი. 
რეალურად, ამას პარტიის აკრძალვას ვერ დავარქმევთ, რადგან პარტიები არც არიან. რა ქნან, ხელისუფლებაში დაბრუნება უნდათ, თან ამაში უცხოეთიდან ფულს უხდიან. საქმე ის არის, რომ მათი პატრონებიც ფულს ათეთრებენ _ თანხის ნაწილი საქართველოში გადმოიტყორცნება და აქიდან „ატკატით“ უკან ბრუნდება. ასე რომ, საქართველოში ჩვენი ნერვების ფასად დიდი ფული თეთრდება. მიტინგზე მყოფები გაიძახიან: ოჯახი გვყავს სარჩენიო. მარჩენალს მიტინგზე რა უნდა?! ესენი ფულს არა ინტელექტუალური შრომით, არამედ მიტინგზე დგომაში იღებენ. 
_ იქ ახალგაზრდებიც დგანან...
_ ახალგაზრდების იქ დგომაში, მათ დეფორმირებაში, წვლილი ჩვენც მიგვიძღვის, რადგან ამდენი ხანია, განათლების სისტემა სავალალო მდგომარეობაშია. სკოლის სახელმძღვანელოებში ისეთი უგემოვნო ნაწარმოებებია შესული, რომ მომისაჯო, ბავშვი კი არა, მე ვერ წავიკითხავ. ფიზიკის, ქიმიის, მათემატიკის მიმართ ინტერესი გაქრა. ასე მომსახურე პერსონალის ქვეყანა გავხდებით. აუცილებელია, ბავშვმა ფიზიკა, ბიოლოგია ისწავლოს, რათა გააცნობიეროს, ცოცხალ სამყაროს ერთმანეთთან რა საერთო აქვს. ამას რომ გაიაზრებს, მერე აღარ იტყვის: გუშინ კაცი ვიყავი და დღეს ქალად ყოფნა მინდაო. ეს უცოდინრობის შედეგია.
_ უცოდინარი ახალგაზრდების ნაწილი რუსთაველის გამზირის გადაკეტვას, კანონის გამკაცრების მიუხედავად, ჯიუტად განაგრძობს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს ათწუთიანი ქუჩის გადაკეტვები და პოლიციელების წვალება?
_ პოლიციელების წვალებამ დამღალა. ამ ადამიანებისთვის ცხოვრება კომპიუტერული თამაშია. მათთვის პოლიციელი ადამიანი კი არა, მოწინააღმდეგეა. რას აღწევენ გზის გადაკეტვით?! ვიმეორებ, ეს იმ ფულის „გაპრავებისთვის“ კეთდება, რომელსაც დონორები აგზავნიან. დიახ, დღეს რუსთაველის გამზირის გადაკეტვა ფულის გათეთრების მიზნით ხდება. ერთ რამესაც დავაკვირდეთ: როცა რაღაც მიზნისკენ მიდიხარ, თუ ხედავ, რომ შედეგი ვერ დადგა, მეთოდი უნდა შეცვალო. ესენი მეთოდს არ ცვლიან. ანუ, რა გამოდის? _ მათ მიზნის მიღწევა კი არა, მხოლოდ ვითომ ამ მიზნისკენ სვლა უნდათ. ეს იდიოტიზმია _ ვერ ხვდებიან, რომ კლდეზე თავის რტყმით, არფერი გამოდის. 
პირდაპირი მნიშვნელობით, მახსენდება რამდენიმე ადამიანი, რომლებიც პარლამენტის კედელზე ქვებს აკაკუნებდნენ. ეს ხომ ფსიქიატრიაა _ დგახარ, კედელს ქვას ურტყამ და ეს არ გბეზრდება. როცა ეს შედეგს არ იძლევა და მაინც იმავეს განაგრძოებ დასკვნა ერთია: მათ მიზნის მიღწევა არ უნდათ. თორემ, პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობა რომ ნდომებოდათ, პარლამენტში შევიდოდნენ. დასავლეთი ფულს სწორედ იმ კაკუნში იხდის. თუ რა მიზნით, ზემოთ უკვე მოგახსენეთ. თურმე, სამშობლო უყვართ და ამის დასამტკიცებლად რუსთაველის გამზირი უნდა გადაკეტონ, თუნდაც ათი წუთით! რატომ ჰგონიათ, რომ მათ უყვართ და სხვას _ არა. 
ზოგადად, ნორმალურ ადამიანებში რაიმე საკითხზე მსჯელობა დიალოგის ფორმით ხდება და არა კედელზე ქვების კაკუნით, კივილით, გინებით, სიძულვილით. სიძულვილით ნაბიჯს წინ ვერ გადადგამ, მხოლოდ უკან თუ წახვალ. მართლაც უკვე ძალიან სასაცილოები გახდნენ, გამარგინალდნენ და. მეტიც, საზოგადოებაში სიძულვილიც კი გამოიწვიეს. ჯერ დავცინოდით, ახლა მოსაბეზრებლები გახდნენ. მაგალითად, მე, გულწრფელად გეტყვით, მათ მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას კი არ გამოვიყენებდი, ფსიქიატრიას ჩავრთავდი. სამწუხაროდ, დღეს ქართველ ფსიქიატრებში მათი თანამოაზრე ბევრია. მე ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიურ ექსპერტიზას ჩავატარებდი და პატიმრობის საკითხს მერე გადავწყვეტდი. 
ადამიანს, რომელსაც ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, ციხე ვერ შეცვლის. აქ საზოგადოებისგან იზოლირება, ან იძულებითი მკურნალობაა საჭირო. საზოგადოების ეს ნაწილი რომ ნამდვილად დასნებოვნებულია, ამას საქართველოს და ევროპის ლიბერალური „ბაბლის“ მაგალითზე კარგად ვხედავთ. ეს ადამიანები ზომბირებულები არიან. ადრე ასეთ ადამიანებს გამოულოცავდნენ ან კოცონზე დაწვავდნენ, ახლა ამას ვერ ვიზამთ, ამიტომ მათ დახმარება სჭირდებათ. ქმედითი ნაბიჯებია გადასადგმელი. ჩვენ თუ დავიწყებთ ამ პრობლემის მიხედვას, ალბათ, მერე სხვა ქვეყნებშიც მიექცევა ყურადღება, რასაც ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ჩარევის გარეშე ვერ მოვერევით. როგორც ექიმი, გეტყვით, რომ ჩვენი და სხვა ქვეყნების საზოგადოებებსაც, ეს ყველაფერი ათი-ოცი წლის მერე ძალიან სახიფათოდ მოუბრუნდებათ. ეს ადამიანები საშიშები გახდებიან. ეს იქნება ლუზერების არმია, დამსხვრეული ადამიანები, რომლებიც საზოგადოებისთვის, სოციუმისთვის ძალიან საშიში იქნებიან. ამიტომ ამ პრობლემას დროულად უნდა მიეხედოს. 

თამარ შველიძე