ავგიას თავლა
ავგიას თავლა ბერძნული მითოლოგიიდან არის. ოცდაათი წელიწადი არ იწმინდებოდა, ააყროლა ქვეყანა და მხოლოდ ჰერაკლემ ითავა მათი გაწმენდა. ნამდვილად გმირობა იყო!
მეტად საშიშ ტენდენციაზე მინდა გესაუბროთ. სტენლი კრამერის კინოსურათი „ხომ ხოცავენ ქანცგაწყვეტილ ცხენებს“, მარათონულ ცეკვებს ეძღვნება, რომლის გამარჯვებული წყვილისთვის დიდი ფულადი ჯილდოა აღთქმული. და აი, ერგასი, ასერგასი დღეღამური ჭაპანწყვეტის შემდეგ გამოავლენს კონკურსი გამარჯვებულს, თუმცა ბედნიერი წყვილი შეპირებულ გასამრჯელოს ვერ ეღირსება. ეტყვიან: „ამ მარათონული ცეკვების საჭიროებებს შეეხარჯაო“ და სხვა გზა აღარ რჩება ფილმის გმირს, თუ არა შუბლში ტყვიის დახლა. დაახლოებით იგივე დღეშია უკრაინელი ახალგაზრდობა, ირანის ჯეელობა, საქართველის გოგო-ბიჭები თუ სხვანი და სხვაგან, როცა რაღაც აბსტრაქტული პერსპექტივებისთვის გავროშებივით ბარიკადებზე გადიან ისინი.
რა ხდება, რასთან გვაქვს საქმე?
ეს ახალგაზრდები თავისუფლების მირაჟული სახელით თავდაუზოგავად იბრძვიან არარსებული თავისუფლებისათვის და არც კი იციან, რომ უკლებლივ ყველა ე. წ. მეთავისუფლე ბოსების სათამაშო თოჯინები გამხდარან, მათი ავადმყოფური იდეალებისთვის კარგავენ ძვირფას ახალგაზრდულ ენერგიას, აუნაზღაურებელ დროს და, ხშირ შემთხვევაში, უფლის ნაბოძებ სიცოცხლესაც კი.
რომ არ ყოფილიყო გასული საუკუნის დამდეგს სტალინი - იოსებ ჯუღაშვილი, არ იქნებოდა კანტისეული მრავალერთიანობა ჩვენს პლანეტაზე სახელმწიფოების სიუხვის თვალსაზრისით. ბუნება სხვაგვარად განსჯის - ჭიანჭველა ჭიანჭველაა, ფუტკარი - ფუტკარი, ცხენი - ცხენი, ვირი - ვირი, მაგრამ მოვა ვიღაც ჭკუანაღრძნობი გენეტიკოსი, შეაჯვარებს მათ და მიიღებს შუალედურ, ერთსახოვან არსებას - ჯორს, რომელსაც გამრავლების უნარი არ გააჩნია. აი, ასეთი უმომავლო ეგზემპლარები სჭირდებათ მეთავისუფლე ბოსებს, ევროპარლამენტიდანაა ეს თუ ზოგადი გლობალიზაციის სივრციდან. თუმცა დავიწყნიათ ბედოვლათებს, რომ ბუნებაში მრავლად არიან პიროვნებები, რომლებიც საზოგადოების ინტერესებისთვის ყველაფერს აკეთებენ, რათა ფრთები შეეკვეცოს მსოფლიო ბატონობის ამბიციებს - ეროვნული ნიშნით მოისპონ სახელმწიფოები, აქციონ ისინი უეროვნო, უსულო ბიომასად და ამ გზით ჩამოშალონ ტრადიციული ქვეყნები, რათა შემდგომ ერთპიროვნულად დაეუფლონ მათ მატერიალურ თუ სულიერ სიმდიდრეებს.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაცილებით ჭკვიანი გამოდგა, ვიდრე მეგონა. მან „დიფ სთეითისთვის“ წყლის შეყენებით ნობელის პრემია მოსთხოვა შვედეთის აკადემიას. ამ დროს მშვენივრად იცის, რომ მისი ქვეყნის 62 მილიონი მილიონერი, საბოლოო ჯამში, სამჯერ მეტი რომაა და ლამის 180 მილიონს უტოლდება, თითსაც არ გაატოკებს ლოკალურ თუ მასშტაბურ ომებში. ტრამპი საერთაშორისო სამართალზე მაღლა აყენებს საკუთარ ამბიციებს და მზად არის, ბომბები ჩამოყაროს ყველგან, სადაც კი ანტიამერიკული ფსიქოლოგია გაიფაჩუნებს. ეს კი ლამის მთელი დედამიწაა - ევროპა-აზიით დაწყებული, აფრიკით, ავსტრალიით თუ თვით ამერიკით დამთავრებული. რადგანაც ამერიკის მოსახლეობას უკვე ძნელად ააღებინებ იარაღს ხელში, ახალი მეთოდოლოგია შეიმუშავეს გლობალიზაციის მამებმა, უნდა გამოჩხრიკონ ტლუ, უბირი მასა, აურიონ მათ გონება თავისუფლების ლოზუნგებით და მათი ხელებით გლიჯონ ეკლიანი ნარები. ამით ორი კურდღელია ერთდროულად დაჭერილი:
პირველი _ ეროვნულ სახელმწიფოებს მუდმივად დაძაბულ რეჟიმში მოუწევთ ცხოვრება და ვერაფრით განახორციელებენ თავიანთ ქვეყნებში ძირეულ გარდაქმნებს სწავლა-განათლების, ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობის გაშლის, სოფლის მეურნეობის აღორძინების კუთხით; ისინი ვერაფრით ამოვლენ სოდომ-გომორის ტრანსულ-ლესბოსური მიდრეკილებების დამანგრეველი ჭაობიდან; არასდროს მოუვათ გონებაში, რატომ აქვს ერთს ყველაფერი და 99-ს არაფერი.
მეორე - ალან დალესსა თუ ჯონ რატკლიფზე გაცილებით ადრე იცოდნენ ტიბეტელმა მოგვებმა საზოგადოების საცდუნებელი ხრიკების შესახებ. სააკაშვილამდე ათასწლეულების წინათ მიუთითებდნენ ისინი მოზარდებს ბუჩქებისკენ, რათა ახალგაზრდა თაობა მარად მართვადი ჰყოლოდათ. აი, რატომ გამოიგონეს გლობალისტებმა მზაკვრული იდეოლოგია - ომი ბომბის გარეშე, ომი ჯარისკაცი შვეიკის გარეშე. და აქ მთავარი როლი ისევ ფინანსურ წყაროებს ეკისრება, რომელსაც უხვად უწყალობებენ არასამთავრებო სექტორის წარმომადგენლებს მეთავისუფლეთა ბოსები; სოკოებივით ამრავლენენ ისინი უმაღლეს სასწავლებლებს, სადაც ზუსტი მეცნიერებების ნაცვლად, ანტიკაცობრიული იდეებით უტენიან ახალგაზრდებს ისედაც ცხელ თავებს.
მათთვის და ავგიას თავლის მათნაირი პერსონებისთვის გამოუყვია ურსულა ფონ დერ ლაიენს 10 მილიარდი აშშ დოლარი, რათა ვისაც სად უნდა, იქ ახუნტრუცოს და ვისაც სად უნდა, იქ იმატრაბაზოს წაგდებული ენით. თუმცა დაავიწყდა ბედნიერს და მასთან ერთად ათეულობით პოლიტიკან ქამელეონს, რომ მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია.
ქვეყნად იყვნენ და არიან დღესაც პლანეტარულ სიცოცხლეზე პასუხისმგებელი პიროვნებები ინტელექტუალურადაც და ფინანსურადაც, რომელთა შორის ბატონი ბიძინა ივანიშვილი გამორჩეულია. იგი არა მხოლოდ განუმეორებელი ქველმოქმედია, არამედ პასუხისმგებელია თავისი ქვეყნის დღევანდელობა-მომავალზე. იგი არაფერს დაგიდევს, რომ საამისოდ სასწორზეა შეგდებული არა მხოლოდ მისი ფინანსური უზრუნველი ცხოვრება, არამედ ოჯახის, შვილებისა და შვილიშვილების მერმისი.
დიახაც, ამიტომაც ასანქცირებენ მას, როგორც საშიშ მოვლენას. ბიძინა ივანიშვილის ფენომენს თეთრი ყორნის რანგში აღიქვამენ „დიფ სთეითის“ სულისჩამდგმელები, რადგან მის საქმიანობას გადამდები მუხტის ძალად აღიქვამენ. და მართლაც, უმეტესი მილიარდერი, პლანეტის, ხალხის ინტერესების პოზიციაზე თუ დადგა, ომების საშიშროება მსოფლიოს ერთხელ და სამუდამოდ აშორდება და ის აკუმულირებული თანხები, გამორიცხული არ არის, გლობალისტების ანტიადამიანური საქმიანობის გამოსასწორებლად შემოტრიალდეს _ იხსნას კაცობრიობა კარზე მომდგარი ეკოლოგიური თუ სოციალური კატასტროფისგან.
ამას წინათ ბატონმა კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიამ წერილების კრებული მისახსოვრა - „ისტორიულ-ლიტერატურული ათინათები“. მრავალ საინტერესო მასალას შორის ერთი განსაკუთრებულად დამამახსოვრდა, რომელიც შუაგულ ევროპაში გამომავალ ჟურნალ „მუზიონს“ შეეხება და რომელიც ანტიქართული გამოხდომებით ყოფილა გაძეძგილი. ავტორების მიერ აქ საკითხის უცოდინრობის მხარდამხარ უამრავი ფაქტი განგებ არის გამრუდებული და მათი დამკვეთებიც აშკარად იკვეთება - ჩვენი მეცეცხლური მეზობელი თავისი ამბიციური დიდი იმპერიომანიით.
იბადება შეკითხვა: კი, მაგრამ რატომ ეჩხირებათ თვალში ამ ბედოვლათებს ქართული, პროტოიბერიული ფასეულობანი, რომელსაც ინდოევროპული რასის შექმნის უმთავრეს წყაროდ მიიჩნებენ ფილოსოფიის ქურუმები - კანტი და ჰეგელი?
ჩვენი კაცობრიული ცნობიერება მესოპოტამიური ცივილიზაციის შედევრის „გილგამეშიანის“ იქით ვერ მიდის. მასში გარკვევითაა მოთხრობილი უფლის მიერ სამყაროს გაჩენის შესახებ; მოთხრობილია მსოფლიო წარღვნაზე, რომელიც 7 დღე-ღამეს გრძელდებოდა; მოთხრობილია კიდობანზე და ა. შ. ამ წყალმეტობის დროს კაცობრიობის გადამრჩენელ ადამიანს ზიუსუდრა ჰქვია სახელად, მის მოსახლეობას კი შავთმიანებს უწოდებდნენ. ამათ ნელ-ნელა შემოეთესლებათ თეთრთმიანი ხალხი და ამ ხანგრძლივი თანაცხოვრების განმავლობაში შავთმიანების ძალაუფლება საგრძნობლად შესუსტდება; შესაბამისად, ქვეყანასაც აქადი დაერქმევა, ხოლო კაცობრიობის წარღვნისგან მხსნელ პიროვნებას - უთანფიშთიმი. გაივლის გარკვეული პერიოდი და ახლა თეთრთმიანების კასტა გაცილებით მოღონიერდება, მესოპოტამია ბაბილონად გადაინათლება, ზიუსუდრა-უთანაფიშთიმი კი - ნოედ. რომ არა თიხის ფირფიტების გამოაშკარავება, ნოეს სემიტურ წარმომავლობაში ეჭვი არავის შეეპარებოდა.
აი, საითკენ მიგვაქანებს ჩვენ ავგიას თავლად ქცეული საფიცარი პროსპექტის ბაკქანალია; აი, სად დაასამარა უკრაინის ახალგაზრდული გენოფონდი 4-წლიანმა უგუნურმა ორომტრიალმა „დიფ სთეითის“ დამქაშების წყალობით; აი, საითკენ მიაჯალათებს თავისუფლების ზიმზიმით თვალაჭრელებულ ირანელ ახალგაზრდებს მეთავისუფლეთა უნასური წასისინებანი.
ამიერიდან არ მიკვირს, სოციალური ქსელის საჯინიბოს დემაგოგები თუ რისთვის ამხედრებულა ზოგი ცხენებზე, ზოგი ვირებსა და ზოგიც უშვილძირო ჯორებზე. მათ უკან ურსულა ფონ დერ ლაიენის კატეგორიის ხალხის საომრად წამქეზებელი ფული დგას. ამიერიდან რატომ უნდა გვიკვირდეს ამ სახსრების წყალობით აცვენილი ბურჭულაძეების, ბუღაძეების, დეისიძეების და სხვათა უხამსობანი. ამათი ყაიდისა არიან სოციალურ ქსელში გაჯეჯილებული ათასები, რომლებიც ჯორული სიჯიუტით მიტლინკაობენ ავგიას თავლებისკენ, ოცდაათ წელიწადზე მეტია. ბევრმა მათგანმა მოასწრო მიმიკრია და გასაოცარი სალტო-მორტალეთი ეროვნული ხელისუფლების პლატფორმიდან პროფაშისტური „ნაცმოძრაობის“ ჯურღმულში გადაშვებულა თვალის დაუხამხამებლად.
აკი, თქვა ხემ: „მე ნაჯახი რას დამაკლებდა, ტარად ჩემიანი რომ არ იყოს გაჩრილიო“; და გაჩრილან კიდეც ამ ცულებს ტარებად რუსთაველის მარათონულად მოხაფხაფე ახალგაზრდები თუ ირანის გაჟუჟული ჯეელობა, მსოფლის ერთბოლოიან ჯოხად გადაქცევის გზაზე. მაგრამ, საბედნიეროდ, საქართველოს ვერავინ დაუშლის, ჰყავდეს ზეზეური ლობი, საკუთარი მეხამრიდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელიც ოჯახური მონაგარის მეტ წილს ქართული სახელმწიფოს აღორძინებას ახმარდა და მოახმარს მომავალშიც, უფლის წყალობით!
ერთი სიტყვით, ურსულა ფონ დერ ლაიენის 10 მილიარდი აშშ დოლარი, მართალია, კვლავაც შეგვიქმნის პრობლემებს რუსთაველზე ხუნტრუცითა და ტლინკების ყრით, მაგრამ ნათქვამია: „მოვიდა სეტყვვა, დახვდა ქვაო“ და ამანაც თუ არ გაჭრა, გმირი ჰერაკლეც გამოიძებნება ალბათ, დროსა და სივრცეში, ზომაზე მეტად მოგროვილი დარდუბალას გასახვეტად!
გური ოტობაია
მწერალი

