შხამიანი ქალი
1994 წლის 19 თებერვალს კალიფორნიის შტატის ქალაქ რივერსაიდის კლინიკაში 31 წლის გლორია რამირესი მიიყვანეს. ქალი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იყო. აღენიშნებოდა: არტერიული წნევის მკვეთრი ვარდნა, სუსტი პულსი და გაძნელებული სუნთქვა. იგი გონზე იყო, თუმცა მისი რეაქციები უცნაური და არაადეკვატური ჩანდა.
ექიმებმა იცოდნენ, რომ პაციენტს ონკოლოგიური დაავადების ბოლო სტადია ჰქონდა. ისინი ყველაფერს აკეთებდნენ: ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია და გულის სტიმულაცია დაიწყეს, თუმცა გლორიას მდგომარეობა სწრაფად უარესდებოდა.
როდესაც მედიკოსებმა გამოკვლევა დაიწყეს, მათ უცნაური დეტალები შენიშნეს. ქალის კანს ამოუხსნელი ცხიმოვანი ბზინვარება ჰქონდა, ხოლო ჰაერში იგრძნობოდა უჩვეულო სუნი _ რაღაც ხილისა და ნიორის ნარევის მსგავსი.
სისხლის აღებისას მედდამ ამიაკის მძაფრი სუნი იგრძნო, ხოლო შპრიცში კრისტალების მსგავსი ნაწილაკები გაჩნდა. რამდენიმე წამში მედდა გონებადაკარგული დაეცა. შემდეგ ცუდად გახდა თერაპევტი. ამის შემდეგ კიდევ ერთი იქ მყოფი ექიმი დაეცა უგონოდ. საბოლოოდ, რეანიმაციულ ბლოკში 23 მედმუშაკი დაზარალდა. ხუთ მათგანს სერიოზული გართულებები განუვითარდა, ხოლო ექიმ ჯული გორჩინსკის რამდენიმე თვის განმავლობაში ყავარჯნებით სიარული უწევდა შინაგანი ორგანოების დაზიანების გამო.
აშკარა იყო, რომ ეს სინკოპე არ იყო. სინკოპე სამედიცინო ტერმინია. უბრალო ენით, ეს არის გონების ხანმოკლე დაკარგვა, რომელსაც იწვევს თავის ტვინის სისხლმომარაგების შემცირება, განპირობებული წნევის ან გულისცემის სიხშირის უეცარი დაქვეითებით. მისთვის დამახასიათებელია სპონტანური განვითარება და ასევე სპონტანური უკუქცევა – ცნობიერების სწრაფი, სრული აღდგენა. სინკოპეს ცნება გამორიცხავს კრუნჩხვას, კომას, შოკს და სხვა მდგომარეობებს, რომლებიც ცნობიერების შეცვლით ვლინდება.
მიუხედავად იმისა, რომ სინკოპეს მიზეზი უმეტესად კეთილთვისებიანია, ადამიანთა მცირე ნაწილისთვის, შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის მანიშნებელი იყოს. სინკოპე საკმაოდ ხშირია, რადგან მისი გამოწვევა მრავალ ფაქტორს შეუძლია.
გულის წასვლა შესაძლოა, გამოიწვიოს:
დეჰიდრატაციამ (სითხის დეფიციტმა), ძლიერმა ემოციურმა სტრესმა, აგზნებამ, შიშმა, ძლიერმა ტკივილმა, შიმშილმა;
ზოგჯერ ალკოჰოლი და წამლებიც (დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, ანტიჰიპერტენზიული საშუალებები) იწვევს სინკოპეს;
გონების დაკარგვას ჰიპერვენტილაციაც (ღრმა და ხშირი სუნთქვა) განაპირობებს სისხლში ჟანგბადის ჭარბი დაგროვების გამო.
სინკოპეს შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ხველამ, თავის მობრუნებამ, ყელზე მჭიდროდ მომდგარმა საყელომ, წვერის პარსვამ (საძილე არტერიის ზემგრძნობელობა), შარდვამ (უმთავრესად – ხანდაზმულ მამაკაცებთან ღამით).
გონების დაკარგვამდე მივყავართ სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას (ჰიპოგლიკემია), ანემიას (სისხლში ერითროციტების ან ჰემოგლობინის დონის დაქვეითება).
ნაკლებად გავრცელებული, მაგრამ უფრო საშიში მიზეზებია გულისა და ნევროლოგიური დაავადებები.
ამ შემთხვევაში კი ქალი კვდებოდა და მასთან ერთად გონებას კარგავდნენ ექიმებიც, რომლებიც მის გადარჩენას ცდილობდნენ.
თავად გლორია რამირესი კლინიკაში მიყვანიდან 45 წუთში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ კლინიკაში ქიმიური დაცვის კოსტიუმებში ჩაცმული სპეციალისტები გამოიძახეს. თუმცა არც ტოქსიკური ნივთიერებები და არც გაზის გაჟონვა არ აღმოჩნდა.
ქალის სხეული სამჯერ გაკვეთეს განსაკუთრებული უსაფრთხოების ზომების დაცვით. გამოძიებაში ჩაერთო ლოურენს ლივერმორის ეროვნული ლაბორატორია. მთავარი ვერსია იყო ვარაუდი, რომ გლორია მოიხმარდა პრეპარატ DMSO-ს, ნივთიერებას, რომელსაც ადრე ტკივილის შესამსუბუქებლად იყენებდნენ. ჟანგბადთან, მედიკამენტებთან და დეფიბრილატორის ელექტრულ გამონადენებთან შერწყმის შედეგად მის ორგანიზმში შესაძლოა, დიმეთილსულფატი წარმოქმნილიყო, სასიკვდილოდ შხამიანი ნაერთი, რომელიც თავისი ორთქლითაც კი საშიშია. თუმცა ეს ვერსიაც ბოლომდე დამაჯერებელი არ აღმოჩნდა.
რა არის DMSO-ს ფუნქციები და ეფექტები?
დიმეთილსულფოქსიდი უნიკალური თვისებების მქონე ორგანული ნაერთია. ის წარმოიქმნება მეთანოლისა და გოგირდის დიოქსიდის ქიმიური რეაქციის შედეგად და მიიღება დეჰიდროგენაციის გზით. მკაცრი ხარისხის კონტროლის ქვეშ DMSO ფართოდ გამოიყენება მრავალ სფეროში, მათ შორის ქიმიაში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობაში და ა. შ.
ის არის უფერო და უსუნო გამჭვირვალე სითხე ოთახის ტემპერატურაზე და არის ჰიგიროსკოპიული და აალებადი სითხე. მას აქვს მაღალი პოლარობის, მაღალი დუღილის, კარგი თერმული სტაბილურობის, აპროტიკული და წყალთან შერევის მახასიათებლები. ის შეიძლება გაიხსნას უმეტეს ორგანულ ნივთიერებებში, როგორიცაა ეთანოლი, პროპანოლი, ბენზოლი და ქლოროფორმი და ცნობილია როგორც “უნივერსალური გამხსნელი”.
მჟავას თანდასწრებით გათბობა წარმოქმნის მცირე რაოდენობით მეთილმერკაპტანს, ფორმალდეჰიდს, დიმეთილ სულფიდს, მეთანესულფონის მჟავას და სხვა ნაერთებს. მას აქვს დაშლის ფენომენი მაღალ ტემპერატურაზე, მძაფრად რეაგირებს ქლორთან და ჰაერში იწვის ღია ცისფერი ალით. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ორგანული გამხსნელი, რეაქციის საშუალება და ორგანული სინთეზის შუალედი. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საღებავების გამხსნელი, საღებავის მოსაშორებელი, სინთეზური ბოჭკოების საღებავის მატარებელი და აცეტილენისა და გოგირდის დიოქსიდის აღდგენის შთამნთქმელი.
ეს საინტერესოა! თაფლი არის ერთადერთი პროდუქტი, რომელიც არასდროს ფუჭდება. დადასტურებულია, რომ თუ მას დავტოვებთ სხვა ინგრედიენტებთან, კერძოდ, წყალთან ერთად, შერევის გარეშე, მისი შენახვა სამუდამოდ იქნება შესაძლებელი. საქმე ის არის, რომ თაფლს აქვს ერთი უჩვეულო უნარი, რომელსაც ჰიგიროსკოპია ეწოდება. ეს თვისება გარემოდან ტენიანობის შთანთქვას წარმოადგენს. სწორედ ტენიანობის გამო უარესდება საკვები პროდუქტების უმრავლესობა.
ქიმიის სფეროში DMSO მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ეს არის შესანიშნავი გამხსნელი, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას მრავალი ორგანული ნაერთების დასაშლელად, ქიმიური რეაქციების გასაადვილებლად.
გარდა ამისა, DMSO ასევე აქვს ანტიოქსიდანტური, დაბერების საწინააღმდეგო და მეტაბოლიზმის ხელშემწყობი ეფექტები. ეს არის ძლიერი თავისუფალი რადიკალების გამწმენდი, რომელიც იცავს უჯრედებს ჟანგვითი დაზიანებისგან. ამავდროულად, DMშO-ს შეუძლია უჯრედების მეტაბოლიზმის სტიმულირება, ენერგიის გამომუშავების ხელშეწყობა და სხეულის სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესება.
არა მხოლოდ ეს, DMSO-ს ასევე აქვს დაღლილობის საწინააღმდეგო ეფექტი.
კვლევამ აჩვენა, რომ DMSO-ის გამოყენება ვარჯიშის დაწყებამდე ან მის დროს შეიძლება დაეხმაროს სპორტსმენებს დაღლილობის შემცირებაში და მუშაობის გაუმჯობესებაში. კუნთები მიდრეკილია დაღლილობისკენ და დაზიანებისკენ მაღალი ინტენსივობის ვარჯიშის ან ხანგრძლივი ვარჯიშის დროს. DMSO-ს შეუძლია დაიცვას კუნთები თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან, ხოლო ხელს უწყობს კუნთების აღდგენას, რითაც ეფექტურად ათავისუფლებს დაღლილობას.
ასე რომ, ვერსია, თითქოს გლორია იყენებდა პრეპარატ DMSO-ს, გასაოცარი არ იყო, მაგრამ არ დადასტურდა.
გაჩნდა სხვა თეორიებიც, რადიაციული ზემოქმედებიდან დაწყებული, სრულიად ფანტასტიკურამდე. არც ერთი მათგანი არ დადასტურებულა.
„შხამიანი ქალის“ ისტორია დღემდე მედიცინის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ გვერდად რჩებოდა.
ეს ისტორია, როგორც მითხრეს, სერიალ „გრეის ანატომიაში“ გამოიყენეს. „გრეის ანატომია“ შემუშავდა ჰენრი გრეის სამედიცინო ჩანაწერების, სახელმძღვანელოსა და პერსონაჟის გვარის მიხედვით.
20 წლის წინათ ეს უცნაურად აუხსნელი ამბავი იყო, მაგრამ ახლა, როდესაც იმ დროსთან შედარებით ფარმაკოლოგიაც და მედიცინაც საგრძნობლად განვითარდა, აღმოჩნდა, რომ უკვე რამდენჯერმე მოხდა მსგავსი შემთხვევა, როდესაც ორგანიზმში პრეპარატები ერთმანეთში ერევა და მომაკვდინებელი ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს. სტატისტიკა ასეთ შემთხვევებზეც ჩაირთო _ ასეთი რამ ორჯერ მოხდა ჰიუსტონში, სამჯერ კი სიეტლში.
როცა მსგავსი პაციენტის ოპერირება ხდება, მთელ გუნდს სპეციალური კომბონიზონები აცვია და 20 თვლაში უნდა მოასწროს ერთმა ერთი მოქმედება და შემდეგ სხვა შედის. შეიძლება მთელი დღე და ღამე გაგრძელდეს ოპერირება, სანამ პაციენტს არ გაკერავენ.
ხუმრობით ვიტყვი _ აქაოდა დაბერებისგან დამიცავსო, ნუ მიეძალებით პრეპარატ DMშO-ს, რა იცით, რა ხდება, ნუ დაამწუხრებთ მოკეთე-გულშემატკივრებს...
მაკა ჯაყელი

