დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის სრული ტექსტი
1. უკრაინის სუვერენიტეტი დადასტურდება.
2. რუსეთს, უკრაინასა და ევროპას შორის დაიდება სრული და ყოვლისმომცველი თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმება. ბოლო 30 წლის ყველა ბუნდოვანება მოგვარებულად ჩაითვლება.
3. რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში არ შეიჭრება, ხოლო ნატო არ გაფართოვდება.
4. რუსეთსა და ნატო-ს შორის გაიმართება აშშ-ის შუამავლობით დიალოგი, რათა გადაწყდეს ყველა უსაფრთხოების საკითხი და შეიქმნას პირობები დეესკალაციისთვის.
5. უკრაინა მიიღებს საიმედო უსაფრთხოების გარანტიებს.
6. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობა შემოიფარგლება 600 000 ჯარისკაცით.
7. უკრაინა თანახმაა, რომ კონსტიტუციაში ჩაწეროს, რომ ის არ შეუერთდება ნატო-ს და ნატო თანახმაა, რომ თავის წესდებაში შეიტანოს დებულება, რომელიც ითვალისწინებს, რომ უკრაინა მომავალში ნატოში არ დაიშვება.
8. ნატო თანახმაა, არ განათავსოს ჯარები უკრაინაში.
9. ევროპული გამანადგურებლები პოლონეთში განთავსდებიან.
10. აშშ-ის გარანტია:
▪️ ამერიკა გარანტიისთვის მიიღებს კომპენსაციას
▪️ თუ უკრაინა შეიჭრება რუსეთში, ის დაკარგავს აშშ-ს გარანტიას
▪️ თუ რუსეთი შეიჭრება უკრაინაში, კოორდინირებული სამხედრო რეაგირების გარდა, აღდგება ყველა გლობალური სანქცია, ახალი ტერიტორიის აღიარება და ამ შეთანხმების ყველა სხვა სარგებელი გაუქმდება.
▪️ თუ უკრაინა უმიზეზოდ ესვრის რაკეტას მოსკოვს ან სანქტ-პეტერბურგს, უსაფრთხოების გარანტია ბათილად ჩაითვლება.
11. უკრაინას აქვს ევროკავშირის წევრობის უფლება და მიიღებს მოკლევადიან შეღავათიან წვდომას ევროპულ ბაზარზე.
12. უკრაინის აღდგენის ძლიერი გლობალური პაკეტი:
ა. უკრაინის განვითარების ფონდის შექმნა მაღალმზარდ ინდუსტრიებში, მათ შორის ტექნოლოგიებში, მონაცემთა ცენტრებსა და ხელოვნურ ინტელექტში ინვესტიციების განსახორციელებლად.
ბ. შეერთებული შტატები ითანამშრომლებს უკრაინასთან უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურის, მათ შორის მილსადენებისა და საცავის ობიექტების ერთობლივად აღსადგენად, განვითარებისთვის, მოდერნიზებისთვის და ექსპლუატაციისთვის.
გ. ერთობლივი ძალისხმევა ომის შედეგად დანგრეული ტერიტორიების აღდგენისთვის ქალაქებისა და საცხოვრებელი უბნების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციის მიზნით.
დ. ინფრასტრუქტურის განვითარება.
ე. სამთო და ბუნებრივი რესურსების მოპოვება
ვ. მსოფლიო ბანკი შეიმუშავებს სპეციალურ დაფინანსების პაკეტს ამ ძალისხმევის დასაჩქარებლად.
13. რუსეთი ხელახლა ინტეგრირდება გლობალურ ეკონომიკაში:
ა. სანქციების მოხსნა განიხილება და შეთანხმდება ეტაპობრივად.
ბ. შეერთებული შტატები დადებს გრძელვადიან ეკონომიკურ თანამშრომლობის შეთანხმებას, რათა ხელი შეუწყოს ურთიერთგანვითარებას ენერგეტიკის, ბუნებრივი რესურსების, ინფრასტრუქტურის, ხელოვნური ინტელექტის, მონაცემთა ცენტრების, არქტიკული იშვიათი ლითონების მოპოვების პროექტებისა და სხვა ურთიერთსასარგებლო კორპორატიული შესაძლებლობების სფეროში.
გ. რუსეთი კვლავ მიწვეული იქნება G8-ში.
14. გაყინული სახსრები გამოყენებული იქნება შემდეგნაირად:
გაყინული რუსული აქტივების 100 მილიარდი დოლარი ჩაიდება აშშ-ის ხელმძღვანელობით უკრაინაში რეკონსტრუქციისა და საინვესტიციო ძალისხმევაში. შეერთებული შტატები მიიღებს ამ ძალისხმევიდან მიღებული მოგების 50%-ს. ევროპა 100 მილიარდ დოლარს გამოყოფს უკრაინის რეკონსტრუქციისთვის ხელმისაწვდომი ინვესტიციების მოცულობის გასაზრდელად. გაყინული ევროპული სახსრები გაიყინება. დარჩენილი გაყინული რუსული სახსრები ინვესტირდება ცალკე აშშ-რუსეთის საინვესტიციო პროექტებში, რომლებიც განახორციელებს ერთობლივ სამუშაოებს კონკრეტულ სფეროებში. ეს ფონდი მიმართული იქნება ურთიერთობების განმტკიცებისა და საერთო ინტერესების გაფართოებისკენ, რათა შეიქმნას ძლიერი სტიმული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად.
15. შეიქმნება აშშ-რუსეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უსაფრთხოების საკითხებზე, რათა ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ამ შეთანხმების ყველა დებულების განხორციელება.
16. რუსეთი კანონმდებლობით დააფიქსირებს თავის არააგრესიული პოლიტიკას ევროპისა და უკრაინის მიმართ.
17. შეერთებული შტატები და რუსეთი შეთანხმდებიან ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობისა და იარაღის კონტროლის შესახებ ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე.
18. უკრაინა თანახმაა იყოს არაბირთვული სახელმწიფო ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად.
19. ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ამოქმედდება საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ და გამომუშავებული ელექტროენერგია თანაბრად გაიყოფა რუსეთსა და უკრაინას შორის.
20. ორივე ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს საგანმანათლებლო პროგრამები სკოლებსა და საზოგადოებაში, რომლებიც მიზნად ისახავს სხვადასხვა კულტურის გაგებასა და ტოლერანტობას, ასევე რასიზმისა და ცრურწმენების აღმოფხვრას:
ა. უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წესებს რელიგიური ტოლერანტობისა და ენობრივი უმცირესობების დაცვის შესახებ.
ბ. ორივე ქვეყანა თანხმდება გააუქმოს ყველა დისკრიმინაციული ზომა და უზრუნველყოს უკრაინული და რუსული განათლების უფლებები.
გ. ყველა ნაცისტური იდეოლოგია და საქმიანობა უნდა იქნას უარყოფილი და აკრძალული.
21. ტერიტორიები:
ა. ყირიმი, ლუგანსკი და დონბასი დე-ფაქტო აღიარებული იქნება რუსეთის ტერიტორიებად, მათ შორის შეერთებული შტატების მიერ.
ბ. ხერსონი და ზაპოროჟიეს საზღვრები გაიყინება არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ.
გ. რუსეთი უარს იტყვის სხვა დაკავებულ ტერიტორიებზე (სავარაუდოდ, იგულისხმება ხარკოვის, სუმის და დნეპროპეტროვსკის ოლქების ნაწილები, რომლებიც რუსეთის მიერ არის დაკავებული), რომლებსაც ახლაის აკონტროლებს.
დ. უკრაინის ძალები გავლენ დონბასის ოლქის იმ ნაწილიდან, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ და ეს ზონა ჩაითვლება ნეიტრალურ დემილიტარიზებულ ბუფერულ ზონად, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ტერიტორია.
22. მომავალ ტერიტორიულ შეთანხმებებზე შეთანხმების შემდეგ, რუსეთიც და უკრაინაც იღებენ ვალდებულებას, რომ არ შეცვალონ შეთანხმება ძალის გამოყენებით. უსაფრთხოების არცერთი გარანტია არ იმოქმედებს, თუ ეს ვალდებულება დაირღვება.
23. რუსეთი არ შეუშლის ხელს უკრაინის მიერ დნეპრის მდინარის კომერციული საქმიანობისთვის გამოყენებას და მიღწეული იქნება შეთანხმებები შავი ზღვის გავლით მარცვლეულის თავისუფალი ტრანსპორტირების შესახებ.
24. შეიქმნება ჰუმანიტარული კომიტეტი გადაუჭრელი საკითხების გადასაჭრელად:
ა. ყველა დარჩენილი პატიმარი და ცხედარი გაცვლილი იქნება „ყველა ყველაზე“ პრინციპით.
ბ. ყველა დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქე და მძევალი დაბრუნდება, მათ შორის ბავშვები.
გ. ამოქმედდება ოჯახების გაერთიანების პროგრამა.
დ. მიღებული იქნება აუცილებელი დამხმარე ზომები კონფლიქტის მსხვერპლთა მდგომარეობის შესამსუბუქებლად.
25. უკრაინაში 100 დღეში ჩატარდება არჩევნები.
26. ამ კონფლიქტში ჩართული ყველა მხარე მიიღებს სრულ ამნისტიას ომის დროს მათი ქმედებებისთვის და დათანხმდება, რომ აღარ შეიტანს ან არ განიხილავს შემდგომ საჩივრებს.
27. ეს შეთანხმება იურიდიულად სავალდებულო იქნება. მის შესრულებას გააკონტროლებს და უზრუნველყოფს მშვიდობის საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობს პრეზიდენტი ტრამპი. დარღვევები სანქციებს დაექვემდებარება.
28. როგორც კი ყველა მხარე დათანხმდება ამ მემორანდუმს, ცეცხლის შეწყვეტა ძალაში შევა დაუყოვნებლივ.

