საქართველოში პედოფილიის ფაქტები გახშირდა!

საქართველოში პედოფილიის ფაქტები გახშირდა!

ბევრ სხვა პრობლემასთან ერთად, მსოფლიოში პედოფილიის შემთხვევებმა იმატა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გასული წლის სტატისტიკური მონაცემებით, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში პედოფილების მსხვერპლი უკვე 115 არასრულწლოვანი გახდა. 
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ არასრულწლოვნების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს შორის ყველაზე ხშირია გარყვნილი ქმედების (სსკ-ის 141-ე მუხლი) საფუძველზე ჩადენილი დანაშაული – მხოლოდ ბოლო 6 თვეში გარყვნილი ქმედების მუხლით ჩადენილ დანაშაულზე 37 მოზარდი ცნო პროკურატურამ დაზარალებულად. 
 პედოფილიის სტატისტიკაში ისევ ხშირია „ნაადრევი ქორწინების“ შემთხვევები, ანუ სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რაც გულისხმობს „სექსუალური ხასიათის შეღწევას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“.
პედოფილიის, როგორც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა სამართალდამცავთა მხრიდან აქტიურ ფაზაშია!

რა არის პედოფილია? როგორ შეიძლება დავიცვათ ჩვენი ბავშვები პედოფილიისგან და როგორ ამოვიცნოთ პედოფილები? 
პედოფილია ძველ ბერძნულად ბავშვის სიყვარულს ნიშნავს. ის ფსიქოლოგიური აშლილობა, რომელიც ვლინდება სექსუალური ლტოლვით ბავშვების მიმართ. პედოფილებს ლტოლვა უჩნდებათ როგორც გარდატეხის ასაკამდელი, ასევე, გარდატეხის ასაკის ბავშვების მიმართ. პედოფილისთვის ბავშვის სქესს არ აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ბავშვის მოუმწიფებელი სხეული წარმოადგენს ძლიერ სექსუალურ სტიმულს და მისი როლი ფეტიშის როლს ჰგავს.
განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს პედერასტია, რომლის დროსაც ლტოლვა მიმართულია მხოლოდ ბიჭებისა და ჭაბუკებისადმი. ზოგჯერ ტერმინით „პედოფილია“ აღნიშნავენ სექსუალურ მიდრეკილებას სექსუალური კონტაქტებისადმი ბავშვებთან, მათი სქესის მიუხედავად, ხოლო ტერმინით „ნიმფოფილია“ განისაზღვრება მამაკაცების სექსუალური მიდრეკილება მოუმწიფებელი გოგონებისადმი
საქართველოში  სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა პედოფილიისა და სექსუალური გამოძალვისთვის გასამართლებულთა რეესტრის შექმნა დააანონსა. ეს რეესტრი აღრიცხავს იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც ბავშვების მიმართ სქესობრივი დანაშაულები ჩაიდინეს, მათ შორის, შანტაჟითა და მუქარით მოიპოვეს არასრულწლოვანთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები და გაავრცელეს ისინი ინტერნეტში.
ელექტრონულ რეესტრში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ დანაშაულში მხილებულებს აღნუსხავენ, რომელთაც დიდი ხნით ჩამოართმევენ კანონით მინიჭებულ უფლებებს. 
ეს არ არის პირველი რეესტრი, რომელიც სქესობრივ დანაშაულებში მსჯავრდებულებს აღრიცხავს. უკვე ოთხი წელია, 2020 წლიდან, „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ კანონის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია იმ მსჯავრდებულთა სპეციალური ბაზა, რომლებსაც მძიმე დანაშაულის ჩადენის გამო ჩამორთმეული აქვთ უფლებები.
 ამერიკული პრაქტიკა სქესობრივი მოძალადეების ღია ბაზების არსებობის გამო არაერთხელ გაუკრიტიკებია სხვადასხვა უფლებადამცველ ორგანიზაციას. მათ შორის, Hუმან ღიგჰტს ჭატცჰ-ი თავის ანგარიშში წერდა, რომ „ამგვარი ღია ბაზები ნაკლებად დაიცავს ბავშვებს სქესობრივი დანაშაულისგან და ის წაახალისებს ძალადობას ყოფილი მსჯავრდებულების მიმართ“. ორგანიზაცია ფიქრობს, რომ ამით ირღვევა ყოფილი მსჯავრდებულების ფუნდამენტური უფლებები.
ამ მხრივ მნიშვნელოვანია  დიდ ბრიტანეთის გამოცდილებაც, სადაც პედოფილიის ფაქტები საგანგაშოა. თურმე ბრიტანეთში არ არსებობს ოფიციალური, მთავრობის მიერ შექმნილი ღია რეესტრი სქესობრივ ძალადობაში მსჯავრდებულთა შესახებ, თუმცა იქ მოქმედებს ე. წ. სარას კანონი (შარაჰ’ს Lაწ), რომლის თანახმადაც, მშობელს, მეურვეს, უფლება აქვს, მიმართოს პოლიციას კონკრეტული ადამიანის შესახებ, რომელსაც მის არასრულწლოვან ოჯახის წევრთან აქვს კომუნიკაცია და მიიღოს ინფორმაცია, ხომ არ აქვს მას წარსულში ჩადენილი სქესობრივი ხასიათის დანაშაული.
ცნობისთვის, „სარას კანონი“ მას შემდეგ ამოქმედდა, რაც 2000 წელს დასავლეთ სასექსში აღმოაჩინეს 8 წლის სარა პეინის ცხედარი, რომელიც მკვლელობამდე გააუპატიურეს. სარა პეინი გააუპატიურა და მოკლა კაცმა, რომელსაც მანამდეც ჰქონდა ჩადენილი სქესობრივი დანაშაული მცირეწლოვანი ბავშვის მიმართ. 
ოფიციალური ცნობით, სქესობრივ დამნაშავეთა ბაზებს აწარმოებენ: კანადა, ავსტრალია, ირლანდია, ინდოეთი, ახალი ზელანდია და სამხრეთი აფრიკა, თუმცა ამ ბაზებზე წვდომის უფლება მხოლოდ შესაბამის ორგანოებსა და საგამოძიებო უწყებებს აქვთ.
რაც შეეხება პედოფილის ამოცნობას _ ხშირად ეს მამაკაცი 30 წელზე მეტისაა. სამეგობრო წრე სულ რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლება. თუ ქორწინებაში იმყოფება, მისი ურთიერთობა მეუღლესთან „მეგობრულია“, სექსის გარეშე. სამსახური აქვს დაბალშემოსავლიანი, ან საერთოდ უმუშევარია (თუმცა ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა საკმაოდ მაღალშემოსავლიანი ადამიანებიც უმხელიათ პედოფილობაში, მაგალითად, ვატიკანში დღესაც არაერთი საქმეა აღძრული პედოფილი კათოლიკე მღვდლების წინააღმდეგ, ჰოლივუდელი პედოფილები, მდიდარი შეიხები და ა. შ.
ერთ-ერთი დაკვირვების თანახმად, პედოფილებს უყვართ „საბავშვო“ გართობები, საუბრის დროს იყენებენ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა: „უმანკო“, „სუფთა“, ანგელოზი”... მისი ჰობი გარანტირებულად დააინტერესებს ბავშვს. ეს შეიძლება იყოს ძვირფასი სათამაშოები, ეგზოტიკური ცხოველები, თვითმფრინავებისა და ავტომობილების კოლექციები. ამ მანიაკების უმრავლესობას ერთი ოთახი მოწყობილი აქვს იმ ასაკის ბავშვის ინტერესების შესაბამისად. ხშირად პედოფილის მსხვერპლს გარდატეხის ასაკის ბავშვები წარმოადგენენ, რომლებსაც თეორიულად სექსისადმი ინტერესი უკვე აქვთ. 
ამიტომ, როგორც ერთ-ერთი ბავშვთა ფსიქოლოგი ამბობს, მთავარია, მშობლებმა შვილების აღზრდა ბედს არ მიანდონ. ყურადღება უნდა მიაქციონ, რას კითხულობს, რას უსმენს, რამდენად ხშირად იყენებს სოციალურ ქსელს, რა ინტერესები აქვთ, ხშირად ესაუბრონ მათ და აუცილებლად დაინახავენ შვილის პრობლემებს.
გამოცდილი კრიმინალისტების რჩევის თანახმად, მშობლებმა აუცილებლად უნდა უთხრან შვილებს საზოგადოებაში არსებული პრობლემის შესახებ. კერძოდ, თუ მათთან ურთიერთობის დროს შეამჩნევენ უფროსი ადამიანების მხრიდან საეჭვო ქცევებს - არასასურველ მოპყრობას, ხანგრძლივ მოფერების მცდელობებს და ა. შ., პირდაპირ უნდა იყვირონ და არ შეეშინდეთ, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მიიქციონ და ამხილონ ისინი! 
და ბოლოს, პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად განაგრძობს, მაგრამ საზოგადოების ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა. საზოგადოების ჩართულობა კი ნიშნავს ძველი მენტალიტეტის შეცვლას, გულგრილი არ უნდა დავრჩეთ სხვისი პრობლემების მიმართ და გულისხმობს, რომ არ დავფაროთ დანაშაული, სწორად ვითანამშრომლოთ სამართალდამცავებთან, მხოლოდ მაშინ, როცა ამის საფუძველი ნამდვილად არსებობს.

ლევან ჭიღლაძე