ზაზა შათირიშვილი: დემოკრატია ძალიან ღრმა კრიზისს განიცდის

ზაზა შათირიშვილი: დემოკრატია ძალიან ღრმა კრიზისს განიცდის

დროის მოკლე მონაკვეთში, ევროკავშირის მასშტაბით საზოგადოებრივი აზრის რიგით მეორე კვლევა ქვეყნდება, რომელსაც ამჯერად ცნობილი და ავტორიტეტული კომპანია FGS Global - ი აწერს ხელს და რომელიც ევროპელთა პოლიტიკურ, სოციალურ და საზოგადოებრივ განწყობებს შეეხება. მასშტაბური გამოკითხვა, რომელიც აჩვენებს მოსახლეობის აბსოლუტურ ნიჰილიზმსა და უიმედობას საკუთარი მთავრობებისა და ზოგადად ევროკავშირის პოლიტიკური ელიტის მიმართ, ფართოდ შუქდება სხვადასხვა ევროპული ქვეყნის მასობრივი მედიის საშუალებებში.
კვლევის მთვარი სათქმელი კი ასე იკითხება - გამოკითხულთა 63% აცხადებს, რომ „ევროკავშირის საუკეთესო წლები უკან დარჩა“, ხოლო 77% მიიჩნევს, რომ ცხოვრება მათ ქვეყანაში „უფრო რთული იქნება შემდეგი თაობისთვის. ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე Ipsos-ის ორი თვის წინ ჩატარებულმა კვლევამ, აჩვენა ევროკავშირის ღრმა კრიზისი, რაც ისედაც ნათელია, მაგრამ, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა და მის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს. 
იქამდე იყო Ipsos-ის ასევე მასშტაბური კვლევა, რომელიც, როგორც თავად ამ კომპანიის ხელმძღვანელებმა გვაცნობეს, 5 თვის განმავლობაში მზადდებოდა და ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა ქვეყანაში ჩატარდა. ევროპელი მოქალაქეების სკეპტიციზმის და უიმედობის დონე იქაც უმაღლეს ნიშნულზე იყო - Ipsos-ის თანახმად ევროპაში დემოკრატია ღრმა კრიზისს განიცდის, ქვეყანათა მთავრობები არ წარმოადგენენ ხალხის ხმას, კორუფცია საგანგაშო ნიშნულზეა, ხოლო ევროკავშირის მომავალი კიდევ უფრო ბუნდოვანი და უიმედოა. ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ ამ უკმაყოფილების უკან ევროპელი მოსახლეობის 65% დგას. 
ერთი შეხედვით როგორც დღევანდელმა, ასევე 2 თვის წინანდელმა კვლევამ მარტივი მოცემულობა აჩვენა - დიდი ეკონომიკური განსწავლულობა არ სჭირდება ევროკავშირის პრობლემების გაანალიზებას, ისედაც ხელის გულზე დევს გაერთიანების ღრმა კრიზისი, მაგრამ საქმე არც ისე მარტივად არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და ცხადია, ეს არ არის უბრალოდ მორიგი საზოგადოებრივი აზრის კვლევა, როგორც ცდილობენ მის ტირაჟირებას. მსგავსი, უკიდურესად ნეგატიური და პოლიტიკურად დამაზიანებელი სოციოლოგიის პოპულარიზაციას კონკრეტული მიზნები და ამოცანები აქვს. 
„დიპ სტეიტმა“ ჩამოანგრია ევროკავშირი აგენტ-პოლიტიკოსთა ხელით, შემდეგ გამოკითხვა ჩაატარა, ხალხის უკმაყოფილება გაზომა და თავადვე, საკუთარ დანგრეულზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი.
პირველ რიგში, ამ წერილის ავტორმაც და მკითხველებმაც კიდევ ერთხელ უნდა დავუდასტუროთ ერთმანეთს მარტივი ჭეშმარიტება, რომ ევროკავშირში, „დიპ სტეიტის“, იგივე არაფორმალური ოლიგარქიული ოჯახების მიერ ტოტალურად გაკონტროლებული მედიისა და კვლევითი ორგანიზაციების პირობებში შემთხვევით არაფერი ხდება. არც ახალ და არც Ipsos-ის ბოლო კვლევაში შემთხვევითი არც ერთი გრაფა და არც ერთი რიცხვი არ არის. ყველა გამოქვეყნებული მონაცემის უკან „დიპ სტეტის“ ინტერესი დგას. 
ბოლო პერიოდში, ოლიგარქიული მმართველობა მის მონურ მორჩილებაში მყოფი ევროპული პოლიტიკური კლასის დისკრედიტაციას აქტიურად ეწევა და ყველა შესაძლო მეთოდით ცდილობს დაამტკიცოს ევროპული პოლიტიკის უუნარობა, მათ შორის - საზოგადოებრივი აზრის კვლევებითაც.
სახეზეა პარადოქსალური მოცემულობა, როდესაც ოლიგარქიული მმართველობის დავალებით აგენტურული ბიუროკრატია სრულად ანგრევდა ევროკავშირს, დღეს საკუთარ დანგრეულზე, კვლევის შედეგების საფუძველზე გვიყვება, თუ როგორი ცუდია ეს ყველაფერი. 
საბოლოოდ კი, ყოფითი პრობლემებით გაწამებულ საზოგადოებას კორპორაციულ მმართველობას მოახვევენ თავს. ჩემი გათვლებით, უახლოეს პერიოდში ეს იქნება თავდაპირველად ერთ კონკრეტულ ქვეყანაში, საიდანაც სრულად განიდევნება პოლიტიკა, დემოკრატია, არჩევნები, ხალხის ხმის უფლება და სანაცვლოდ დაკანონდება მმართველობის მკაცრი, კორპორაციული ვერტიკალი, რაც რეალურად ოლიგარქიული ოჯახების უკვე არა აგენტურის ხელით, არამედ ოფიციალურ მმართველობას დააკანონებს.“
კორპორაციული სისტემის ერთ, საცდელ ქვეყანაში იმდენად სწრაფად გამოსწორდება ყოფითი პრობლემები, რომ სხვა ქვეყნები იგივე მოდელის დასანერგად რიგშიც კი ჩადგებიან, რაც საბოლოოდ “დიპ სტეიტის” მხრიდან ქვეყნების პირად საკუთრებაში გადაფორმებით დასრულდება.
ცალკე საკითხია, რა ბედი ელით ამის შემდგომ ერებს, სარწმუნოებას, ხალხების იდენტობას, კულტურასა და ტრადიციებს, რაზეც აქ არ შევჩერდები, თუმცა კი ევროპაში მმართველობის დემოკრატიული ფორმის ტოტალური, მრავალმხრივი დისკრედიტაცია სწორედ რომ მისი გაუქმების და კორპორაციული მმართველობის დასაფუძნებლად მიმდინარეობს.