აღვირახსნილი თაღლითები

აღვირახსნილი თაღლითები

18 თებერვალს ჟურნალისტი ელისო კილაძე დააპატიმრეს, ბორკილები პირდაპირ ქუჩაში დაადეს. ჟურნალისტი ხმამაღლა ნათქვამია, რასაც ის დაპატიმრებამდე სჩადიოდა (წლების განმავლობაში), ეს არ გახლავთ ჟურნალისტობა და ჟურნალისტიკა, ეს არის შანტაჟისტობა და პროვოკატორობა ფულის გამოძალვის მიზნით. თავიდანვე ვაცხადებ, მიუხედავად იმისა, რომ მან ძალიან ბევრი პატიოსანი ადამიანი შეურაცხყო, არც ანგარიშსწორების სურვილი მაქვს, არც ნიშნისმოგებისა, არც წაქცეულისთვის წიხლის დაჭერისა. ჩემი ხედვით, ის ისედაც წაქცეული და გაპარტახებული იყო თავისი „მოღვაწეობის“ გამო, მას ისედაც გაუსწორა ანგარიში ცხოვრებამ. მოდით, ახლა სენტიმენტებს შევეშვები და კონკრეტულად იმ საკითხზე გადავალ, რაზეც პროკურატურა ელისო კილაძეს _ ელისო კილაძე დაკავებულია ე. წ. ქოლცენტრების საქმეზე. 
როგორც პროკურატურაში აცხადებენ, 2020-2023 წლებში კი გამოვლინდა რამდენიმე თაღლითური ქოლცენტრი ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ შემდგომში მაინც არსებობდა რამდენიმე ათეული თაღლითური ე. წ. ორგანიზაცია _ ყოფილი პროკურორი და უსაფრთხოების მოქმედი ხელმძღვანელი სათავეში ედგნენ დანაშაულებრივ ჯგუფს, რომელსაც ინფორმაციისა და პიარის თვალსაზრისით უზრუნველყოფდა ელისო კილაძე. მათ საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. 
როგორი იყო თაღლითების მუშაობის სქემა, მაგალითად, ქოლცენტრების? 
გამოაშკარავების შემთხვევაში ელისო კილაძეს უნდა გაეძლიერებინა საინფორმაციო მხარდაჭერა და ჩაეშვა კონკურენტი თაღლითები, რათა თვითონ გადარჩენილიყვნენ. 
ამ ეტაპზე გამოძიებით დგინდება, რომ 2020-2023 წლებში დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ უცხო ქვეყნის ორასზე მეტი მოქალაქის კუთვნილ, დაახლოებით 9,5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტას. 
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით გამოტანილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. კი, ბატონო, რაკი პროკურატურა ამდენზე წავიდა, ალბათ, იმასაც შეძლებს, რომ დამნაშავეებს საკადრისი მიუზღოს, მაგრამ თქვენ გგონიათ, ამ თაღლითების სფერო მხოლოდ ქოლცენტრებია? არა, ამათ ე. წ. საქმიანობაში უამრავი სხვა დანაშაულია - ეს არის არაერთი ადამიანის შანტაჟი, ფულის გამოძალვა, ცილისწამება, მკვლელობების დაბრალება, ინფორმაციული თვალსაზრისით გაშავება და ასე შემდეგ. 
ელისო კილაძე თავისი ბუნებით ინტრიგებისა და შანტაჟის მოყვარული პროვოკატორია, ამ გზით იშოვა მან ფული, ასე გაიკეთა მან „კარიერა“ და ასე გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს ქალი „შავსაც“ აწვება, ქუჩურსაც, ქურდულსაც, მაგრამ, ამავე დროს, ატალახებული აქვს პროკურატურის, პოლიციისა და სასამართლოების ყველა კარი. ის ძალიან ჰგავს ნეხვით სავსე კასრს, საიდანაც მუდამ მყრალი სუნი ამოდის. იცით, მე ის კი არ მიკვირს, როგორია ელისო კილაძე და მისი ორგანიზმიდან რანაირი სუნი გამოდის, მე ის მაოცებს, რაში სჭირდებოდა ჯერ ბადრი პატარკაციშვილს ეს უნიჭო, უსახო და უსახელო ქალი, თავისი პრესსამსახურის მუშაკად რომ დაისვა და შემდეგ რაში სჭირდებოდათ სხვა „მავნებს“, ფულს რომ უხდიდნენ და მოგვიანებით გაზეთიც კი შეუქმნეს. არანაირი ჟურნალისტი ეგ არ არის, არც ჟურნალისტური განათლება აქვს და მგონი, რაღაც დიპლომიც ყალბი აუღია, წლები და ასაკიც არ ემთხვევა. ესეც არ იყოს, ქალი ისეთი ტერმინოლოგიით ლაპარაკობს, ისევ საღორიის ტყეში ზის და ჩხირით ტლაპოიან კალოშებს ათვალიერებს.
ელისო კილაძე რუსთავის „სატუსაღოში“ გადაიყვანეს, არც კი დაისვენა, ადვოკატს წერილი გამოატანა - არაფერი შეგეშალოთ, ბრალს, ცხადია, არ ვაღიარებო. რა თქმა უნდა, ელისო კილაძე შეეცდება, ზურგზე არ დაეცეს. პრინციპში, უკვე დაეცა, მაგრამ ახლა თავის „ფანებს“ შეუქმნის ილუზიას, რომ არის სინდისის პატიმარი, პოლიტპატიმარი, პუტინის მსხვერპლი (ნანული ჟორჟოლიანმა უკვე განაცხადა, კილაძე პუტინის პირადი პატიმარიაო). სხვათა შორის, რუსეთთან და ამავე დროს მამუკა მდინარაძესთან მებრძოლი ელისოსთვის ჯერ არც ერთ მედიასაშუალებას და არც ერთ ე. წ. კრიტიკოს ჟურნალისტს სოლიდარობა არ გამოუცხადებია. ამას კილაძე დაიმახსოვრებს და როცა თავისუფლებაზე გამოვა, ანგარიშს ყველასთან გაასწორებს. იცით, რატომ არიან გასუსულები? არ გამოვრიცხავ, ამ სიბინძურეში თვითონაც იყვნენ გარეულები. 
კილაძის სახლში ჩატარდა ჩხრეკა, 7 საათის განმავლობაში ეძებდნენ მტკიცებულებებს. ჩხრეკის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამომძიებლებმა სახლიდან ამოიღეს ორი „ლეპტოპი“, მეხსიერების სამი ბარათი, ტელეფონი და უცხოურ ვალუტაში თანხა, თუმცა რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი, გელბახიანი არ აკონკრეტებს. აი, რას ამბობს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი, გიორგი გამსახურდია ელისო კილაძეზე:
„სიბინძურის, ცილისწამების, ამორალიზმის გენერატორი ქალი. ვითომ რომ ტიპობდა, თითქოს რამე იცოდა ამ კუდის შნირმა და იმაზე ადრე ავთო იოსელიანის ინფორმატორმა. რაც ამ ქალს აქვს ნაკადრები, გინდა პირად ცხოვრებაში და გინდა თავის ვითომ ჟურნალისტურ საქმიანობაში, არ უკადრია არავის დედამიწაზე. ამას „ვინებიც“ იყენებდნენ, ისინი კიდევ ცალკე ფსკერია“.
ხედავთ, საიდან იღებს სათავეს ამ ქალის „მოღვაწეობა“? გახსოვთ, ვინ იყო ავთო იოსელიანი? უშიშროების მინისტრის მოადგილე და შემდეგ მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. მე არაფერს ვამტკიცებ, ხალხმა ყველაფერი იცის, მით უფრო, პირველი პრეზიდენტის შვილმა. რამაც ჩემს თვალწინ გაიარა, იმის თქმა კი ნამდვილად შემიძლია: როდესაც ერთ-ერთი პირველი გაზეთი „კვირის ქრონიკა“ საეჭვო ვითარებაში დაიხურა და ცოტა ხანში „ქრონიკა +“ გამოვიდა, მაშინვე გამიჩნდა ეჭვი, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხმა არავის ამოუღია, ყველამ პირში წყალი ჩაიგუბა და იცით, რატომ? ამ საქმეში ვიღაც ბობოლები იყვნენ გარეულები, სადღაც დიდი ფული დატრიალდა, ვიღაცებმა კაი გვარიანად იხეირეს. იმ პერიოდშივე გავრცელდა ხმები, რომ ამ ძონძი გაზეთის გამოცემა მოხდა მავანთა მეცადინეობით და ვინაიდან ცოტა ხანში მათ კილაძის მადა ვერ დააკმაყოფილეს, იქით შეუტრიალდა. ბოლოს კი, როგორც ჩანს და ამას პროკურატურაც ადასტურებს, იმ „მავნებმა“ ეს შანტაჟისტი ლილუაშვილს გადააბარეს. კილაძე წამდაუწუმ აცხადებდა, რომ მე ვიყავი სოსო გოგაშვილის აგენტი. გოგაშვილს არ ვიცნობ, პირადად არც მინახავს და არც დავლაპარაკებივარ. მერე აღმოჩნდა, რომ თავად ელისო კილაძე იყო გოგაშვილის აგენტი. მე მას ტელევიზიის საშუალებით ვუთხარი, რომ სხვისი აგენტი ვერ ვიქნებოდი, რადგან „აგენტები“ იქით მყავდა, თვითონაც არაერთხელ მოუტანია ჩემთან ინფორმაცია, რომელსაც პრესაში ვბეჭდავდი. სასაცილოა, არა? მგონი, ელისო იყო ჩემი აგენტი. ამას დავანებოთ თავი, ვინც კი მასთან ახლოს გაიარა, ყველა ჯიბიდან ჩაწერა, ყველა დააშანტაჟა, ყველა უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა, როდესაც ამას „მავანნი“ მიხვდნენ კი ჩამოსცილდნენ, მაგრამ ზოგიერთისთვის უკვე გვიანი იყო. სხვათა შორის, კილაძეს აქვს უნარი, თავის ე. წ. ფანებს რაღაც ამბავი ისე მოუჩხლართოს, თითქოს ვიღაც მაღალჩინოსანმა ინფორმაცია მიაწოდა (ასეთებს ჩიტებს ეძახდა), სინამდვილეში, არც ვინმე მაღალჩინოსანი არსებობდა, არც ჩიტი, არც ყვავი. ალბათ, გახსოვთ, როგორი სიცრუე გაავრცელა ბიძინა ივანიშვილზე - მას ინსულტი დაემართა, შუშის სასახლის ეზოში ვერტმფრენი დაეშვა და გერმანიაში გადააფრინესო. მსგავსი სისულელე მან ბევრჯერ გაავრცელა სხვადასხვა ადამიანებთან დაკავშირებით და არც ერთხელ ბოდიში არ მოუხდია. 
დღეს ხშირად ისმის, მაინც ქალია, მაინც ცოდოა, მისი დაჭერა არ უნდა გვიხაროდესო. კი, ბატონო, არც გვიხარია, მაგრამ ვინც მან გაამწარა, ვისაც მან სიცოცხლის წლები შეუმცირა და ჯოჯოხეთი გამოატარა, იმათ რა ქნან, მუდმივად იწუწუნონ, რომ ამ ქვეყანაში სამართალი არ არსებობს? პირადად მე მისი კრეტინული გამოხდომებისთვის ყურადღება არასდროს მიმიქცევია, იმუნიტეტი მაქვს გამომუშავებული, მაგრამ ეს ხომ ყველას არ შეუძლია? მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ჯერ თვითმკვლელობა სცადეს, შემდეგ კი გულში მისი მოკვლა განიზრახეს. თუმცა ისინი ორივე შემთხვევაში ეკლესიამ გადაარჩინა. ვინ ხარ, ვინ გდიხარ, საიდან მოეთრიე, რომ ამდენის უფლებას აძლევ საკუთარ თავს? არავინ ხარ, არარაობა ხარ და სასჯელიც უნდა იყოს შესაბამისი!
ელისო კილაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლო პროცესზე „გმირისა“ და „სინდისის პატიმრის“ ნიღაბი უკვე მოირგო და პროცესის დახურვაც გააპროტესტა, რადგან სპექტაკლის დადგმაში ხელი შეეშალა _ რატომ უნდა დაიხუროს სხდომა, როდესაც ჟურნალისტი ვარ. მინდა, რომ ადამიანებს პირდაპირ და ღიად ველაპარაკო. ჩვენი პროფესია საჯაროობას გულისხმობს. ამ რეპუტაციით ამ ქვეყანაში ცხოვრებას არ ვაპირებ, ისევე, როგორც არანაირ საპროცესო გარიგებაზე, აღიარებაზე და კომპრომისზე არ წავალ, რადგან სასწორზე დევს ჩემი, როგორც ჟურნალისტის სახელი და გვარიო.
ხედავთ, როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე კილაძეს? თურმე სასწორზე დევს მისი რეპუტაცია და ჟურნალისტის სახელი. სასაცილოა. 
სხვათა შორის, კილაძეს ჰყავს ადვოკატი (ვალერი გელბახიანი), რომელსაც ამ დრომდე საქმის მასალები არ წაუკითხავს, თურმე დრო არ აქვს. ისე, რაღა დაგიმალოთ და გელბახიანს დიდი ხალისი არ ეტყობა ამ საქმის მიმართ, ძალიან უხასიათოდ გამოიყურება. ან კი რანაირად უნდა იყოს ხასიათზე, როცა დაქალი და „თანამებრძოლი“ ციხეში ჩაუსვეს? 

გელა ზედელაშვილი