კრეტინს თუ კრეტინი არ ვუწოდეთ, ჭკვიანს რაღა უნდა დავარქვათ?!

კრეტინს თუ კრეტინი არ ვუწოდეთ, ჭკვიანს რაღა უნდა დავარქვათ?!

ბიძინა ივანიშვილად შერაცხული ბადრი გოგია

მოკლედ, ეს ნაცები, შმაცები და გნაცები რას არ მოიგონებენ ხოლმე, რააა. ვინმე ბადრი ოკუჯავას და შემდეგ „ნაცების“ რუპორ ლაშა ბერულავას წინა საუკუნეში გადაღებული ვიდეო გაუვრცელებიათ, სადღაც ხალხია შეკრებილი და ამ ხალხში ჩანს პიროვნება, რომელიც, ასე თუ ისე, ჰგავს ბიძინა ივანიშვილს. ლაშა ბერულავას „სკანდალურ“ ვიდეოს გამოეხმაურა ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი ბადრი გოგია, რომელიც აღწერს ვიდეოს:
„ეს გადაღებულია მოსკოვში, შევარდნაძის სახლთან. აღნიშნული კადრების ბოლოს ჩანს პიროვნება, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ის, დიდი ალბათობით, ბიძინა ივანიშვილია, რაც მათი აზრით, იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი მოსკოვში ძალიან მიღებული და დაახლოებული იყო ედუარდ შევარდნაძესთან“. 
ბადრი გოგია ადასტურებს, რომ გავრცელებულ კადრებში თვითონ არის და არა ბიძინა ივანიშვილი. მისი თქმით, ამ კადრის გამავრცელებლებმა და მისმა ამტაცებლებმა, სულ ცოტა, ოფთალმოლოგს უნდა მიმართონ, შემდეგ კი ფსიქიატრს:
„კი, ცოტათი ვგავარ საქართველოს ისტორიის ამ უბადლო მეცენატს და პატრიოტს, ეს მიხარია ნაცფარჩაკების ჯიბრზე. ვიდეოში წითელ კონტურებში მოხაზული პიროვნება ვარ მე და დიდი ხანია ვეძებდი ამ ვიდეოს. ამისთვის მაინც მადლობა ნაცფარჩაკებო, ქვეყნის 3 ნაწილად დამნაკუწებლებო, არ აგარევინებთ და ახლა კვლავ „ოცნება“ გაიმარჯვებს, შემდეგ კი კიდევ უფრო პატრიოტული ძალები მოვლენ ხელისუფლებაში, კერძოდ ისინი, ვინც რუსებს მოელაპარაკებიან და აღადგენენ ტერიტორიულ მთლიანობას (სხვა გზა არ არსებობს!). ამას „ნაცები“ ცოცხალი თავით არც იზამდნენ და არც ის მორიგი ტაკიმასხარები, რომლებმაც კონსტიტუციაში ზარ-ზეიმით ჩაწერეს ევროატლანტიკური ინტეგრაცია და მოსკოვურ სიგნალებს დუმილით უპასუხეს. ეს კონკრეტული ვიდეონაწყვეტი ვნახე გუშინ და ისე თამამად წერდნენ ნაცპიარტექნოლოგები - აქ გამოსახული ადამიანი ბიძინა ივანიშვილიაო, რომ მეც კი დამაჯერეს. თუმცა ერთმა ბასრთვალიანმა ცხუმელმა ისტორიკოსმა მიმითითა პირადში - ბადრი, ნუთუ ეს შენ არა ხარო?! კვლავ შევხედე ვიდეოს და ჩემი თავი არ შევიცნე ამჯერად?! 
დიახ, ვადასტურებ, ეს ვიდეო გადაღებულია მოსკოვში, 1992 წლის 25 იანვარს, ხოლო წინა დღეს ბატონმა ზაურ ბედიამ, ზვიადის პირადმა პილოტმა, სოხუმიდან გროზნოს გავლით მოსკოვში ჩაგვაფრინა ზვიადისტთა დელეგაცია, შევარდნაძის სახლის წინ პროტესტის მოსაწყობად. ლოზუნგები გადამალული გვქონდა ჩანთებში. ფლომასტერები და საღებავებიც ცალკე მოგვქონდა, რათა ადგილზე დაგვემზადებინა პლაკატები.
მოსკოვში ჩაფრენისთანავე ბატონი ზაური რუსებმა დააკავეს და თბილისში პუტჩისტებს გაუგზავნეს. ამ დროს შერემეტიევოს (თუ ვნუკოვოს) თოვლიან აეროპორტში ჩვენ ჩვენსავე გაყინულ თვითმფრინავში ვიჯექით და ვაპროტესტებდით ჩვენი პილოტის დაკავებას. დენი გამოგვირთეს, სიცივისგან ვიყინებოდით, ბევრი იმ დროს გაცივდა კიდეც. ჩვენი დელეგაციის ხელმძღვანელი იყო პროფესორი ზაურ კვარაცხელია, რომელსაც დავასწარი და თვითმფრინავში შემოსულ რუს ოფიცერს დელეგაციის სახელით განვუცხადე: 
„Мы на борту самолета объявляем голодовку в связы с арестом Заура Бедия, личного пилота президента Гамсахурдия, и направления его в Тбилиси к путчистам. Будем голодать и не выйдем из самолета до тех пор, пока его не вернут обратно! Некрасиво посылать вашего грузинского коллегу на явную гибель“.
ეს განცხადება რუსმა ოფიცერმა ცენტრს რაციით გადასცა და გავიდა. დაგვპირდნენ, რომ ბატონ ზაურ ბედიას არ ჩაუგდებდნენ ხელში შევარდნაძის „სახელმწიფო საბჭოს“ და ასევე დაგვრთეს მოსკოვში შესვლის უფლება. ერთი ღამე სასტუმროში გავატარეთ, მეორე დღეს კი შევარდნაძის სახლის წინ მოვაწყვეთ აქცია და სწორედ ამ აქციის ერთ-ერთი მომენტია აღბეჭდილი ამ ვიდეოეპიზოდში“.
ახლა კარგად გაშალეთ გაზეთი, საინტერესო რაღაცა უნდა გითხრათ. რასაც გეტყვით, ალბათ, თქვენც იცით, მაგრამ ხომ იცით, დაბეჭდილს მაინც სხვანაირი ხიბლი აქვს: კი, მაგრამ „ნაცებისთვის“ შევარდნაძესთან ურთიერთობა „კომპრომატი“ როდის აქეთ გახდა? განა შევარდნაძე არ დაატარებდა მიხეილ სააკაშვილს საარჩევნოდ მოსახლეობაში და არ იძახდა, ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო? განა შევარდნაძემ არ შეიყვანა მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში და წამოსვა ზემო თაროზე? განა შევარდნაძემ არ დანიშნა მიხეილ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრად? განა შევარდნაძემ არ მიათრია მიხეილ სააკაშვილი თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ? რომელი ერთი ჩამოვთვალო? განა მიხეილ მაჭავარიანი და ხათუნა გოგორიშვილი არ აყალბებდნენ შევარდნაძისთვის არჩევნებს? განა მიხეილ მაჭავარიანი შევარდნაძემ არ გაამწესა საგადასახადოს უფროსად და ხელში არ ჩაუგდო ე. წ. სარევოლუციოდ თანხები? განა სააკაშვილის ხროვა არ იყო შევარდნაძის ფრთებქვეშ შეფარებული 2003 წლის შემოდგომამდე? კიდევ გავაგრძელო? ჩამონათვალი უსასრულოა და ამის შემდეგ ეს ვირთხები თხრიან რაღაც ვიდეოს, რომელიც გადაღებულია 1990-იან წლებში და უვიცთათვის წერენ, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილი ედუარდ შევარდნაძესთან ყოფილა დაახლოებული. არადა, ვიდეოზე ასახულია შევარდნაძის საწინააღმდეგო აქცია. გამოდის, დაახლოებული კი არა, მოწინააღმდეგე ყოფილა. ეგ ერთი და მეორეც - ყველამ ვიცით, რა დროს აშენდა სამების საკათედრო ტაძარი, ვინ ააშენა და რანაირად. ასეთ მნიშვნელოვან ძეგლს ვერავინ დადგამდა შევარდნაძის თანხმობის გარეშე. რასაკვირველია, ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს მასთან კონტაქტი და მერე რა, დააშავა რამე? მე არ ვიცი, იმ პერიოდში ის ეწეოდა თუ არა მასობრივ საქველმოქმედო საქმიანობას, მაგრამ ერთი ფაქტი მახსენდება, ოღონდ მაშინდელი, როცა მიშა გაპრეზიდენტდა. ალბათ, გახსოვთ, ერთხანობას საქართველოში ტრაქტორები შემოიყარა - გამოაცხადეს, თითო სოფელს თითო ტრაქტორიო და სააკაშვილი ოქრუაშვილთან ერთად ამ ტრაქტორებზე პოზიორობდნენ. აი, ნახეთ, როგორ აშენდეს სოფელი, ჩვენს გლეხობას როგორ საჩუქარს ვუკეთებთო. მაშინ პარლამენტში სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ ბატონი ჯუმბერ პატიაშვილი, რომელმაც მოგვიანებით, რამდენიმე წლის შემდეგ მითხრა, ეგ ტრაქტორები ბიძინა ივანიშვილმა გამოგვიგზავნა და თან გვთხოვა, არაფერი გვეთქვაო. იცით, რამდენი სოფელია საქართველოში? 3800! დიახ, 3800 ტრაქტორი იყიდა კაცმა, ამათ სოფლებში ფორმალურად ჩამოარიგეს, მაგრამ მერე ნელ-ნელა, შეუმჩნევლად აწაპნეს, ანუ მიისაკუთრეს. მახსოვს, ამაზე ერთი ამბავი ავტეხე და „მავნები“ სახლში დამადგნენ, რას გვერჩიო? გავიდა ცოტა ხანი და ის ტრაქტორები საერთოდ გაქრა. რა შევარდნაძე? რომც ყოფილიყო ახლოს და კონტაქტიც ჰქონოდა, ეგ რა კომპრომატია? სააკაშვილის მმართველობის პერიოდში უფრო მეტი არ გაიღო? ამ შემთხვევაში როგორაა საქმე, ამას ვმალავთ? პრინციპში, ვისაც როგორ მოეპრიანება, ისე ლაპარაკობს და კოკას ყურს საიდანაც უნდათ, იქიდან აბამენ. ზოგიერთი ადანაშაულებს, მიშას აფინანსებდა, ხმას როგორ იღებსო? მე ერთხელ ვკითხე, რატომ აფინანსებდით-მეთქი? მე მიშას კი არა, ჯარს, პოლიციას და სახელმწიფო სტრუქტურებს ვაფინანსებდი, რათა ნორმალურად ემუშავათო. სრულიად დამაკმაყოფილებელი პასუხია, ის აფინანსებდა სახელმწიფოს და არა სააკაშვილსა და მის ხროვას. ისიც გემახსოვრებათ, მაგათ ხელფასებიც რომ დაუნიშნა. მაშინ გამოაცხადეს, სოროსმა ქნა ეგ ამბავიო. სოროსმა არა, შაშამ და კოლამ, ბიძინა ივანიშვილმა დაუნიშნა, ოღონდ ბიუჯეტიდან ფული არ მოიპაროთო. არ მოიპარეს? მოიპარეს კი არა, მთელი ქვეყანა თავზე დაიმხეს. 
ეგ არი, „ნაცები“ კვლავაც განაგრძობენ თავიანთ დუპლეტურ სვლებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ ეს გვაწყობს. აბა, რა, კრეტინს თუ კრეტინი არ ვუწოდეთ, მაშ, ჭკვიანს რაღა უნდა დავარქვათ?

გელა ზედელაშვილი